reportiori.ge - დავით ოქიტაშვილი: ჯგუფი, რომელმაც მიცვალებულების გვამებზე გაიარა, საქართველოში არ უნდა ჩამოვიდეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 00:45
პრეს-დაიჯესტი
დავით ოქიტაშვილი: ჯგუფი, რომელმაც მიცვალებულების გვამებზე გაიარა, საქართველოში არ უნდა ჩამოვიდეს!
ავტორი:
23 ივნისი, 2015. 16:19


„ერთი სული მაქვს, როდის შევუერთდები ამ ცირკს!" - ეს პოსტი ჯგუფ „პლაცებოს" წევრმა სტეფან ოლსდალინმა სოციალურ ქსელში 14 ივნისს, ზოოპარკიდან გაქცეული ბეჰემოთის სურათთან ერთად გამოაქვეყნა. ის ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა, თუმცა, როგორ მასპინძლობას გაუწევს სტუმართმოყვარე ქართველი ერი, არავინ იცის... როგორც კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი ამბობს, 9 ბოდიშიც რომ მოიხადოს, ხალხის შეურაცხყოფას არავის აპატიებს!


- ადამიანს, რომელიც ყველაზე მძიმე წუთებში ჩვენს ტრაგედიას აბუჩად იგდებს, მეტიც - ცირკს უწოდებს და სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა სულებს შეურაცხყოფს, ჩვენთან რა ესაქმება?! იმ გარეწარმა ჩვენს შვილებს მიაყენა შეურაცხყოფა, ცირკის მონაწილეები გახადა. ფაქტობრივად, სულში ჩაგვაფურთხეს!


როდესაც გარდაცვლილის ოჯახის ახლობლები დამიკავშირდნენ და მითხრეს - დათო, გაგიჟდი, რაებს აკეთებო, დავიბენი. ეგონათ, ფესტივალის ორგანიზებაში მეც ვიყავი ჩართული. არა, ბატონებო, ასეთ რამეს არასოდეს გავაკეთებ! ეს ღონისძიება ჩემ მიერ დაგეგმილი რომ ყოფილიყო, იმ წუთშივე გავაუქმებდი!


- ჯგუფის წევრმა ბოდიში იმავე დღეს მოიხადა...

 

- რას ნიშნავს... ბოდიში მოიხადა?! როგორ, მსოფლიოს სხვადასხვა არხმა - „სიენენმა", „ბიბისიმ" მარტო ბეჰემოთი აჩვენა ტელევიზიით? იქ ხომ ტრაგედიის შესახებაც იქნებოდა საუბარი! რაღა მაინცდამაინც ბეჰემოთი შეამჩნია, სხვა ვერაფერი დაინახა?! ეს საკენკი იმ ნაციონალურ მოძრაობას დაუყარონ, რომლის დროსაც დაფუძნდა ეს ფესტივალი. ხაზგასმით ვამბობ, არ ვარ ფესტივალისა და ღონისძიებების ჩატარების წინააღმდეგი, მაგრამ ჯგუფი, რომელმაც მიცვალებულთა გვამებზე გაიარა, საქართველოში არ უნდა ჩამოვიდეს! მაპატიეთ, მაგრამ მისი ბოდიში ფეხებზე მკიდია. ამას ვამბობ არა როგორც კულტურის პალატის პრეზიდენტი, არამედ როგორც რიგითი ქართველი, რომელსაც ქვეყანა უყვარს. მართლა გჯერათ მისი ბოდიშის? არა მგონია, ქართველმა მამკაცმა რომელსაც დედას შეაგინებ, ბოდიშის მოხდის შემდეგ თავზე ხელი გადაგისვას.


- რის გაკეთებას აპირებთ?

 

- შევუერთდები იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ახალგაზრდების ჯგუფს, რომლებიც, ჩემი ინფორმაციით, პროტესტის გამოხატვას აპირებენ. თუ ეს გარეწარი საქართველოში მაინც ჩამოვა, უბედურება დატრიალდება! ერთ-ერთმა ახალგაზრდამ კულტურის მინისტრის სტატიის ქვეშ დაწერა, თუ ეს ჯგუფი საქართველოში ჩამოვა, ერთ-ერთი მათგანი ვიქნები, ვინც მოლოტოვის კოქტეილს შევაგდებო. აზრი ორად გაიყო, რაც ძალიან სახიფათოა! ორგანიზატიორები ამაზე აუცილებლად უნდა დაფიქრდნენ!


- კულტურის მინისტრმა  თქვენს განცხადებებს გადაჭარბებული უწოდა და აღნიშნა, მსგავსი კონცერტები საერთაშორისო მხარდაჭერად უნდა ჩაითვალოსო...

 

- მიშა ჩემი მეგობარია, ეს მისი პოზიციაა. რასაკვირველია, ცხოვრება გრძელდება და ღონისძიებები, ფესტივალები უნდა ჩატარდეს,მაგრამ გააჩნია, ვის ჩამოიყვან. გაუგებარია, რატომ იცავენ ამ ჯგუფს ასეთი თავგანწირვით. ვინც პატივს არ სცემს ჩემს ქვეყანას, იმას ტაში რატომ უნდა დავუკრათ და ვუმასპინძლოთ?!


ეს ფესტივალი ნაციონალური მოძრაობის გადმონაშთი რომ არ ყოფილიყო წარმოგიდგენიათ, რა ამბავს ატეხდნენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები?! როგორ დაგვმოძღვრავდნენ მათი საყვარელი ტელეკომპანიის ეთერიდან?! და ამის შემდეგ ორგანიზატორები გვიმტკიცებენ, რომ საქართველო უყვართ და თბილისზე გული შესტკივათ?!


თუ „პლაცებო" თბილისში ჩამოვა, მთლიანად ფესტივალს დაემუქრება ჩაშლა. ერთი ჯგუფის გამო ფესტივალს, ჩრდილს ნუ მიაყენებთ, ნუ ჩამოიყვანთ ამ ჯგუფს საქართველოში!


- თქვენ განცხადებების გამო ბევრი ოპონენტი გყავთ სოციალურ ქსელში...

 

- ვინც ჩემი სამსახურის ორგანიზებით საქართველოს ესტუმრა, ქართველ ხალხისთვის შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია, მითუმეტეს გაჭირვების დროს. თუ იმისთვის მლანძღავენ, რომ ჩემი ხალხის შეურაცხყოფას არავის ვაპატიებ, კი ბატონო, მლანძღონ! ამისთვის მზად ვარ!

 

ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016