reportiori.ge - ემზარ ჯგერენაია: ეჭვქვეშ არ დადგება ეს საკითხი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:04
ინტერვიუ
ემზარ ჯგერენაია: ეჭვქვეშ არ დადგება ეს საკითხი!
23 ივნისი, 2015. 20:30


13-14 ივნისის ღამეს 5-საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. სტიქიამ 19 ადამიანი იმსხვერპლა. ამასთანავე, ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისათვის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება სამი ადამიანი. სტიქიამ თბილისის რამდენიმე უბანში ინფრასტრუქტურა მთლიანად გაანადგურა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, განადგურებულია თბილისის ზოოპარკი და სავალი გზები. თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, რომელთა დიდი ნაწილის ლიკვიდაცია მოხდა. ზოოპარკიდან გაქცეული ვეფხვის თავდასხმის შედეგად, 17 ივნისს „ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი დაიღუპა.

 

თუ რა ზიანი მიაყენა სტიქიამ თბილისს, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, უცნობია ისიც, თუ რა დაუჯდება მთავრობას აღნიშნული ვითარების გამოსწორება.

 

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის თქმით, სტიქიის შედეგად თბილისისთვის მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებს, ალბათ, 100 მილიონი ლარიც არ ეყოფა. მისივე განმარტებით, ზოოპარკთან მიმართებით მთავრობას რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დასჭირდება.

 

„გუშინდელი საღამოს მონაცემებით, სახელმწიფო ხაზინაში და კომერციულ ბანკებში მობილიზებულია დაახლოებით 17 მილიონი ლარი, აქედან 10 მილიონი გამოყო საქართველოს მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან, თუმცა, ცხადია, ეს არ არის საკმარისი თანხა. ზარალი არის ძალიან დიდი. სამწუხაროდ, ალბათ, 100 მილიონი ლარიც არ ეყოფა სალიკვიდაციო სამუშაოებს. მხოლოდ ზოოპარკთან მიმართებაში რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაგვჭირდება", - თქვა ხადურმა.

 

„რეპორტიორს" ესაუბრა ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია:


- განვითარებული მოვლენები ქვეყნის ბიუჯეტზე გავლენას იქონიებს, ზედმეტი ხარჯი იქნება, მინიმუმ 50 მილიონი მაინც, მაგრამ არ არის ეს ისეთი ტვირთი, რომ ბიუჯეტმა ვერ გაუძლოს და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას დამატებითი საფრთხე შეექმნას. ეჭვქვეშ არ დადგება ეს საკითხი. ნაწილი მსოფლიო ბანკისგან, ნაწილი სხვა ქვეყნებიდან, ასევე, ვფიქრობ, რომ აზიის განვითარების ბანკიც დაეხმარება და ბიუჯეტი დანარჩენ თანხებს აიტანს. მომავალი წლის ბიუჯეტზე კი იქნება ზეწოლა, მაგრამ არა მგონია, ამან დიდი ცვლილება შეიტანოს.

 

- 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შემდეგ სადაზღვევო კომპანიები 160 დაზიანებულ ავტომობილს ითვლიან. დაუზღვეველი ავტომობილების დათვლა და ზარალის ანაზღაურება, რა თქმა უნდა, ამ კომპანიების კომპეტენციაში არ შედის და არც რაოდენობა იციან. როგორც ამბობენ, ამ პრობლემას უკვე თბილისის მერია მიხედავს. როგორც ცნობილია, ვინც სტიქიის დროს ავტომობილი დაკარგა ან დაუზიანდა, სახელმწიფო აუნაზღაურებს.


- დაზღვევის კულტურა ქართველ საზოგადოებაში ნაკლებად არის განვითარებული. შესაბამისად, ძალიან ცოტა იყო დაზღვეული. ამიტომაც სადაზღვევო კომპანიებს სერიოზული ზარალი არ მიუღიათ, სამაგიეროდ, მთავრობას მოუწევს სერიოზული ხარჯის გაღება.

 

- სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სამომხმარებლო სესხები, სავარაუდოდ, ჩამოეწერება, „საბანკო სექტორი დაზარალებული მოსახლეობის სოლიდარობის მხრივ ერთიანია. დაზარალებული მსესხებლების 80-85% დადგენილია და ყველა ის შეღავათი, რომელიც შეიძლება იყოს ჩამოწერით დაწყებული, საბანკო სექტორის მიერ გამოყენებული იქნება", - განაცხადა ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ.


- მოვუსმინე ამ განცხადებას და კარგი იქნება, თუ ბანკები ამ ნაბიჯს გადადგამენ და სესხებს ჩამოაწერენ ამ წყალდიდობის გამო დაზარალებულებს. ეს სუფთა ჰუმანური ნაბიჯი იქნება მათი მხრიდან გადადგმული.

 

- მთავრობის საქმიანობას ამ სტიქიური უბედურების დროს, როგორ შეაფასებთ?


- რაც შეუძლიათ, აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებენ, ყურადღების გარეშე არ დარჩენილა არც ერთი მოქალაქე. ახლა, რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს რეკონსტრუქცია, უნდა დაიწყოს დაზიანებული გზის და კაშხალის მშენებლობაც.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016