reportiori.ge - ნინელი ჭანკვეტაძე: „ნაციონალებო“ – ეს სამარცხვინოა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:19
ინტერვიუ
ნინელი ჭანკვეტაძე: „ნაციონალებო“ – ეს სამარცხვინოა!
23 ივნისი, 2015. 21:32


 

მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე ქვეყანაში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრობს. ვინ უნდა აგოს პასუხი 13 ივნისს განვითარებულ ტრაგედიაზე, რამდენად ეფექტურად და ადეკვატურად იმუშავა მთავრობამ სტიქიის დროს და სტიქიის შემდეგ, რას ფიქრობს მსახიობი აღნიშნული მოვლენების დროს „ნაცმოძრაობის" წევრების აქტივობებზე და ვის ან რატომ უხდის მადლობას?

 

„რეპორტიორს" ნინელი ჭანკვეტაძე ესაუბრა:


- ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა. პირველ რიგში, იმ ადამიანების მწუხარებას ვიზიარებ, ვისაც უშუალოდ დაატყდა თავს ეს ტრაგედია.


- სტიქიური უბედურების დროს, მთავრობის საქმიანობის გამკრიტიკებლებიც გამოჩნდნენ. თქვნ როგორ აფასებთ ხელისუფლების რეაგირებას?


- მე ვხედავდი, როგორი მობილიზებული იყო მთავრობა, მერია, ნებისმიერი თანამშრომელი, ვისაც რაიმე ევალებოდა, ძალიან ოპერატიულად მოქმედებდა. ერთია, რომ გამოცდილება გვაკლია, მაგრამ მე ვხედავდი, მაქსიმალურად მოჰყვა რეაგირება ხელისუფლების მხრიდან ამ ყველაფერს. ადამიანების ძალიან დიდი ერთსულოვნება იყო. ყველა იმას აკეთებდა, ვისაც რა შეეძლო.


არსებულ ვითარებას თუ იმ ისტერიას მოვაშორებთ, რაც მედიას შემოაქვს ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ იმის მაქსიმუმი გაკეთდა, რაც იყო შესაძლებელი, რომ გაკეთებულიყო.


რასაკვირველია, ჩვენ გვაკლია გამოცდილება, არ ვართ მიჩვეული ბუნების ასეთ მოვლენებს, ესეც უნდა გავითვალისწინოთ და ასეთი შემთხვევებისთვის აწი მაინც უნდა ვიყოთ მზად, თუმცა პირველ რიგში, ბუნების მიმართ არ უნდა გამოვიჩინოთ აგრესია, იმიტომ, რომ მერე ის ასეთივე აგრესიით გვპასუხობს. ასე ხდება მაშინ, როცა იქ ვაშენებთ, სადაც არ უნდა ავაშენოთ, ან ისე ვაშენებთ, როგორც არ უნდა ავაშენოთ...

 

- ვის ეკისრება პასუხისგებლობა მომხდარში, თქვენ, როგორც ერთი მოქალაქე, რას ფიქრობთ?


- ამ ჭრილში ვერ გადავიტან საუბარს, ექსპერტების საქმეა და სანამ არ დადგინდება ზუსტად, მომხდარში ვერავის დავადანაშაულებ. მით უმეტეს, სულაც არ მინდა, მაინცდამაინც ძველი ხელისუფლების მისამართით ვილაპარაკო. თუმცა, იმ უწყებებს, რომლებმაც არაკანონიერად იმ ადგილებში მისცეს მშენებლობის უფლება და ასეთი ტრაგედია დატრიალდა, რასაკვირველია, პასუხისგებლობა ეკუთვნის და ადრე თუ გვიან, ეს უნდა დადგინდეს, რომ მერე სხვამ არ გაიმეოროს.


როცა ვამბობ, რომ ბუნებას არ უნდა შეეწინააღმდეგო, იმას ვგულისხმობ, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდო და არ უნდა იყო მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული. ამ გზის მშენებლობა, მე როგორც ვიცი, ადრეც იყო დაგეგმილი, მაგრამ მაშინ სპეციალისტებმა თავი შეიკავეს, მცოცავი ქანებია და სარისკოა გზის მშენებლობაო.


როცა დადგენილი წესები ირღვევა, მერე მას მოჰყვება უბედურებები. უამრავი სახლია ქალაქში, რომლებიც არც კი ვიცით, როგორ არის აშენებული, ვინ გასცა განკარგულება, სწორად მოიქცა თუ არა... სულაც არ არის სავალდებულო, მდინარე ადიდდეს, ელემენტარულმა ბუნებრივი მოვლენამაც კი შესაძლოა ძალიან დიდი უბედურება გამოიწვიოს. მოკლედ, მე სპეციალისტი არ ვარ, ამიტომ დაველოდოთ იმ ადამიანებს, ვინც ამას სწავლობენ, იმედია, დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საქმეს.

 

- „ნაციონალური მოძრაობა" განვითარებულ მოვლენებში აქტიურად ჩაერთო, ნახავდით, ეცადნენ, ეს ჩარევა ყოფლიყო საქმიანიც, თუმცა, ხელსუფლების კრიტიკაში ბევრად უფრო „გამოიჩინეს" თავი...


- ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ადამიანების გონებაში არაფერი ცვლილება არ მოხდა და ყველა უბედურებას თუ ბედნიერებას თავიანთი რეიტინგის ასამაღლებლად იყენებენ - იქნებ როგორმე ხელისუფლებაში მობრუნდნენ... რასაკვირველია - ეს სამარცხვინოა! ნებისმიერი ნორმალური ადამიანი ამას ასე აღიქვამს. ამ გაჭირვებულ მდგომარეობაში ადამიანი კიდევ რაღაც პოლიტიკური ქულების დაწერას რომ ეცდება, იმაზე რომ დაიწყებს საუბარს, რაშიც თვითონვეა დამნაშავე, მართლა სამარცხვინოა! მათ ადგილზე, მე ამდენს არ ვილაპარაკებდი, არც ტელეეკრანებზე გამოვჩნდებოდი. ძალიან ბევრი ვიდეომასალა არსებობს, როგორ ყელყელაობდნენ და განცხადებებს აკეთებდნენ - სად რას გაიყვანდნენ და როგორ გეგმავდა ორი „არქიტექტორი" - უგულავა და სააკაშვილი - სად რა გზა უნდა დაეგოთ და სად რა უნდა აეშენებინათ. დღეს ამ გუნდის წარმომადგენლების საუბარი ჩვეულებრივი, ჩემისთანა მოქალაქეებისთვის გამაღიზიანებელია.


ამ დროს, „ნაციონალების" რუპორი „რუსთავი-2" მოგვიწოდებს, რომ არ გადავიტანოთ ეს ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში, მაგრამ თავადვე გადააქვთ. გვესმის კონტექსტიდან ამოგლეჯლი ფრაზები, თითქოს არ ესმით, რა რაზე და როგორ ითქვა. როგორი სამარცხვინოებიც იყვნენ, ისევე სამარცხვინოდ აგრძელებენ საქმიანობას. თუმცა, თუ ვინმეს ამ დაზარალებული ადამიანების დახმარება მართლა გულით მოუნდება, ყველა უნდა დაეხმაროს, არ აქვს მნიშვნელობა - „ნაცია", შმანცია, ცისფერი თუ ვარდისფერი.


ამ ყველაფრის პარალელურად, უნდა აღვნიშნო ერთი რამ - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ წლებში ძალიან ცუდი თვისებები გამოვამჟღავნეთ, მიხარია, რომ არ დაიკარგა ერთსულოვნება ჭირში. როცა ამას ვხედავ, ძალიან მიხარია და განსაკუთრებით მიხარია, როცა ამაში ახალგაზრდები არიან ჩართულები, ძალიან მეამაყება. სულ ამბობდნენ, რომ ახალგაზრდობა არ ჩანს, დაკარგულია... მაგრამ აი, გამოჩნდნენ და ბედნიერი ვარ! ეს არის ის, რაც არ გადააშენებს ჩვენს ჯიშს და ჯილაგს. დიდი მადლობა ყველას ამისთვის!


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016