reportiori.ge - ემზარ ჯგერენაია მთავრობას ინიციატივით მიმართავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:27
ინტერვიუ
ემზარ ჯგერენაია მთავრობას ინიციატივით მიმართავს
ავტორი:
24 ივნისი, 2015. 11:19


ემზარ ჯგერენაია: ზარალის ანაზღაურებასა და პრევენციის ზომების გატარებას 1 მილიარდ 400 მლნ ლარი დასჭირდება


ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია აცხადებს, რომ მან და სპეციალისტთა ჯგუფმა დედაქალაქში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი დათვალეს და დაადგინეს, რომ ზარალის ანაზღაურებასა და პრევენციის ზომების გატარებას 1 მილიარდ 400 მილიონი ლარი დასჭირდება. ამის შესახებ ჯგერენაია „რეპორტიორს"ესაუბრა და სურვილი გამოთქვა, რომ მთავრობას აღნიშნული ჯგუფის ინიციატივა და მათ მიერ მომზადებული სამოქმედო გეგმა გააცნოს.


ეკონომიკის ექსპერტი, ემზარ ჯგერენაია:


- დაახლოებით 1 მილიარდ 400 მლნ დოლარია დათვლილი, რომ აღდგეს ის ინფრაქტრუქტურა და განხორციელდეს პრევენციული ზომები, რომ მომავალში არავის სიცოცხლე არ იყოს საფრთხის ქვეშ. უნდა გაუმჯობესდეს ეკოლოგიური სიტუაცია ვერეს ხეობაში, უნდა გაკეთდეს ჯებირები, უნდა აშენდეს წყალსაცავი, რომელიც მსგავს საფრთხეს სამუდამოდ მოხსნის, უნდა აღდგეს მთლიანად დანაკარგი, მოსახლეობამ 100 %-იანი კომპენსაცია უნდა მიიღოს, უნდა გადავიდეს ზოოპარკი უსაფრთხო ტერიტორიაზე, რეკრეაციული ზონა უნდა გაკეთდეს. ამ ადგილას უნდა გაშენდეს თბილისელებისთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი პარკი. რა თქმა უნდა ამას ინვესტორებისა და დონორი ორგანიზაციების მხრიდან დახმარება დასჭირდება. მდინარე ვერემ თბილისელები აღარასდროს უნდა შეაწუხოს და ეს ტრაგედია აღარ უნდა განმეორდეს. 19 გარდაცვლილი ადამიანი უნდა გახდეს საწინდარი, რომ მომავალში მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. ამ ყველაფრის განხორციელება უნდა მოხდეს სპეციალისტების გათვლებითა და დასკვნებით.

 

- აპირებთ, თქვენი ინიციატივა მთავრობას გააცნოთ? და როგორ ფიქრობთ, რამდენად დაინტერესდება მთავრობა თქვენი გეგმით?


- ეს არის ექსკლუზიური ინფორმაცია. რა თქმა უნდა, მზად ვართ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის. რასაც ვუყურებ, ჯერჯერობით ხელისუფლება შედეგების ლიკვიდაციით არის დაკავებული. ჯერ არ ფიქრობენ სიღრმისეულად, როგორ განვითარდეს სიტუაცია. მესმის, რომ ბევრი პრობლემა არსებობს, ამდენი ადამიანი დაიღუპა, ამხელა ზარალია, იქ მცხოვრები ადამიანები ახლაც ძალიან ცუდ დღეში არიან. მათ ყველაფერი უნდა აუნაზღაურდეთ იმ დონეზე, რა დონეზეც ჰქონდათ მოწყობილი. შესაბამისი ფართით უნდა დაკმაყოფილდნენ დაზარალებულები, სახელმწიფომ ყველა პირობა უნდა შეუქმნას. ვფიქრობ, მივაწვდენთ ხმას ხელისუფლებას და ვიმუშავებთ ამ მიმართულებით. ჩვენი გეგმა არ მოიცავს მხოლოდ შედეგების ლიკვიდაციას. ქვეყანაში შემოვა ვალუტაც, დონორებსაც დავარწმუნებთ, რომ დაგვაფინანსონ, საკმაოდ გაჩნდება სამუშაო ადგილები და ლარის კურსიც დასტაბილურდება. ამ ტრაგედიას და ამ ტკივილს გამოვიყენებთ, პირიქით, სასიკეთოდ, რომ ქვეყანამ უკეთესად იცხოვროს.


- კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა მიმართულებებით უნდა განხორციელდეს სამუშაოები?


- მუშაობა მიმდინარეობს ისტორიული კუთხითაც. თბილისს ახსოვს მტკვრის საშინელი ადიდებები. რომ არ გადადგმულიყო პროგრესული ნაბიჯები მშენებლობასა და გეოლოგიაში, დღეს ჩვენ არ გვექნებოდა დედაქალაქი, რომელიც მტკვრის ირგვლივ არის გაშენებული და ვერ ვიამაყებდით ამით. მტკვარი რომ არანაკლებ სახიფათო მდინარეა, ვიდრე ვერე, ეს ყველამ კარგად ვიცით. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ემოციების გარეშე, სუფთა პროგრესული მიდგომებით, სხვადასხვა კუთხით უნდა ვიმუშაოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ეკოლოგია, მნიშვნელოვანია ურბანული საკითხები, სოციალური საკითხები, რეკრეაციული ზონის აღდგენა, გზა, თბილისის განტვირთვა, ინვესტიციების მოზიდვა და ა.შ.


დღეს მსოფლიო ისე განვითარდა, რომ ქვიშაში და ზღვაში აშენებენ ქალაქებს. ამიტომ, მოვუსმინოთ სპეციალისტებს, ავწონ-დავწონოთ არგუმენტები და შემდეგ ვიმოქმედოთ.


- ამხელა თანხის მობილიზება როგორ მოხდება, ხომ არ დააწვება ტვირთად ეს პროექტი ქვეყნის ბიუჯეტს?


- თქვენ იცით, რომ 2015-2016 წლები ზოგადად მძიმე წლებია ბიუჯეტისთვის, რადგან ეკონომიკური ზრდა ნაკლებია და მსოფლიოში რთული სიტუაციაა. აქ კიდევ ზედმეტი ტვირთი ბიუჯეტზე ძალიან შეუშლის ხელს ქვეყნის განვითარებას. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძირითადი თანხების მობილიზება უნდა მოხდეს ინვესტორებისა და დონორი ორგანიზაციებისგან. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016