reportiori.ge - საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 11:01
სპორტი
საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია
ავტორი: ანა შანიძე
28 ოქტომბერი, 2013. 13:56

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდური შეჯიბრის პირველ წრეში ქართველმა ძიუდოისტებმა რუსეთის ნაკრები 3-2 დაამარცხეს. შემდეგ მეოთხედფინალში 5-0 სძლიეს მონღოლეთის ნაკრებს, ხოლო ნახევარფინალში ასეთივე ანგარიშით - სლოვენიელ თანატოლებს. ფინალში ქართველი ახალგაზრდების მეტოქე საბერძნეთის ნაკრები იყო. ქართველმა ძიუდოისტებმა მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმეს და დამაჯერებლად გაიმარჯვეს 4-1.


მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის წელს პირველად ჩატარდა. მესამე ადგილებზე გავიდნენ იაპონიისა და უკრაინის ნაკრებები.

აღსანიშნავია, რომ ორიოდე თვის წინ რიო-დე-ჟანეიროში მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმაც მოიგო, როდესაც ფინალში რუსეთი დაამარცხა. ამჯერად მსოფლიოს ჩემპიონები უკვე ახალგაზრდა ძიუდოისტები გახდნენ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016