reportiori.ge - არჩილ ჭყოიძე: „ევრაზიული არჩევანის“ წევრი, ყოველგვარი განმარტების გარეშე, ოდესაში არ შეუშვეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:45
საზოგადოება
არჩილ ჭყოიძე: „ევრაზიული არჩევანის“ წევრი, ყოველგვარი განმარტების გარეშე, ოდესაში არ შეუშვეს!
ავტორი: ანა ნოდია
24 ივნისი, 2015. 18:06


„უკრაინის ხელისუფლების ქმედებები გაჭრილი ვაშლივით დაემსგავსა სააკაშვილის დროინდელი საქართველოს ხელისუფლების მოქმედების სტილს", - ამ განცხადებას „ევრაზიული კავშირის" ხელმძღვანელი არჩილ ჭყოიძე „რეპორტიორთან" საუბარში აკეთებს:


„როგორც ცნობილია, უკრაინაში, კერძოდ, ოდესის ოლქში, ოფიციალური კიევისაგან განსხვავებული შეხედულებების გამო, დაკავებულნი არიან უკრაინელი ჟურნალისტები არტემ ბუზილა და ელენა გლიშჩინსკაია. დასტურდება, რომ ბუზილას მიმართ იყენებენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სხვადასხვა მეთოდებს.

 

ჟურნალისტთა დასაცავად ხმა აიმაღლეს სხვადასხვა ქვეყნების ჟურნალისტებმა, ევროპარლამენტის დეპუტატებმა, უკრაინისა და სხვა ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებათა წარმომადგენლებმა. სოლიდარობის გამოხატვის ნიშნად დაიგეგმა საპროტესტო აქციის ჩატარება 24 ივნისს, ოდესის ოლქში.  აქციაში მონაწილეობის მისაღებად ამ დილით ოდესაში ჩავიდა კოალიცია „ევრაზიული არჩევანის" ახალგაზრდული ფრთის ლიდერი მამუკა ზანდუკელი, რომელიც, ყოველგვარი განმარტების გარეშე, ქვეყანაში არ შეუშვეს და იგი ამჯერად ოდესის აეროპორტში იმყოფება.

 

სამწუხაროა, რომ უკრაინის ხელისუფლების ქმედებები გაჭრილი ვაშლივით დაემსგავსა სააკაშვილის დროინდელი საქართველოს ხელისუფლების მოქმედების სტილს, რომლისთვისაც ნებისმიერი ხერხია მისაღები პოლიტიკურ ოპონენტებთან საბრძოლველად. 

 

მოვუწოდებთ უკრაინის პრეზიდენტს, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე. ასევე მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ხმა აიმაღლონ ადამიანის უფლებებისა და ღირსების შელახვის წინააღმდეგ და ნუ ისარგებლებენ ორმაგი სტანდარტებით, როდესაც საქმე სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას ეხება", - აცხადებს ჭყოიძე.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016