reportiori.ge - ზაქარია ქუცნაშვილი: საპენსიო ასაკის მიღწევისას გექნებათ არა მინიმალური პენსია, არამედ შენი შრომის შესაბამისი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 02:13
პოლიტიკა
ზაქარია ქუცნაშვილი: საპენსიო ასაკის მიღწევისას გექნებათ არა მინიმალური პენსია, არამედ შენი შრომის შესაბამისი
ავტორი: ანა ნოდია
25 ივნისი, 2015. 17:16


„ვინ ზრუნავს ქვეყნის ეკონომიკურ სიმყარეზე?" - „რეპორტიორის" ამ შეკითხვას საქართველოს პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი პასუხობს:

 


„მუშაობენ ეკონომიკური პროფილის უწყებები, თუმცა შედეგები სასურველისაგან ჯერ შორის არის. სამუშაო გასაძლიერებელია. ეკონომიკის სამინისტროს აქვს ნორმალური ხედვა, სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობით სურთ, მკვდარი კაპიტალი ეკონომიკურ ბრუნვაში მოაქციონ. აქვთ მოსაზრება, გადავიდნენ ანაბრების დაზღვევის სისტემაზე, რაც გაზრდის დაგროვილი ფულის რაოდენობას და შესაბამისად, ამ ფულით შესაძლებელი იქნება საკრედიტო პოტენციალის გააფართოება. ასევე, სურთ, გადავიდნენ დაგროვებით საპენსიო სისტემაზე, რაც, ერთი მხრივ, 6-7 წლის შემდეგ მოსპობს ყველასათვის თანაბრ პენსიას (მინიმალური სოციალური პენსი შენარჩუნებული იქნება) და, მეორე მხრივ, შექმნის ფულად მასას, რომელიც მოქალაქეების საპენსიო ასაკის მიღწევამდე ასევე შეიძლება გამოყენებული იქნეს ეკონომიკაში.

 

საპენსიო ფული გროვდება მოქალაქის მიერ სამუშაოს წარმოების და იქიდან მიღებული შემოსავლიდან საშემოსავლო გადასახადის გადახდით. თუ დღეს მოქალაქეები მოტივირებული არ არიან თავიანთი შემოსავლების ლეგალიზაციაში და ხელზე იღებენ ხელფასს, მოგების, ქირის თუ სხვა თანხებს, დაგროვებითი პენსია მძლავრი მასტიმულირებელია რეალური შემოსავლების ჩვენებისთვის. აჩვენებ შემოსავალს, დააგროვებთ პენსიას, საპენსიო ასაკის მიღწევისას გექნებათ არა მინიმალური სოციალური პენსია, არამედ შენი შრომის შესაბამისი. სანამ ადამიანს საპენსიო ასაკი დაუდგება, ეს ფული სახელმწიფოს შეუძლია გამოიყენოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი გამოწვევების დამარცხებისთვის არასაკმარისი", - ამბობს ქუცნაშვილი. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016