საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას განცხადებით, მისი სურვილია, რომ დინამო არენაზე რაც შეიძლება მეტი ქართველი მოხვდეს.
ამის შესახებ სიჭინავამ „ქრონიკაში" ჩართვისას ისაუბრა:
„პირადად მე არ ვეთანხმები ამ სიტუაციას. საშუალება ექნებოდა უფრო მეტ უცხოელ კომპანიებს და ქვეყნებს, ამ ბილეთების შეძენის. ამიტომ მე ვთხოვე UEFA-ს განმისაზღვროს, რომ 80% ბილეთების ჩვენს გულშემატკივარს უნდა შეხვდეს. ეს არის თბილისი 2015. მე არ მაინტერესებს სხვა ქვეყნებში როგორ გაიყიდება ეს ბილეთები, პირველ რიგში ბილეთები ჩვენმა გულშემატკივარმა უნდა მიიღოს. რა თქმა უნდა, ეს ტურისტებისთვის უნდა იყოს, ჰაერიდან კი არ მომიტანია. "დინამო არენაზე" ეტევა 51 ათასი ადამიანი. ეს ციფრი იქიდან მოვიტანე, რომ მჭირდება მინიმუმ 24-25 ათასი, ნახევარი სტადიონი მაინც ქართველები რომ იყვნენ. ქართველებში ამ ქვეყნის მოსახლეობას ვგულისხმობ, რომელიც აქ ცხოვრობს და მეორე ნაწილი რომ ჩამოვა, ეს ხომ უკვე ნათელია. სამ-სამი ათასი ბარსელონამ და სევილიამ წაიღო, UEFA-მ თავისი კვოტები, ამიტომ მე ვითხოვ, ჩემი ქვეყნის გულშემატკივარს ჰქონდეს მაქსიმალურად მეტი შესაძლებლობა და რაოდენობა ამ ბილეთების შეძენის", - განაცხადა სიჭინავამ.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)