reportiori.ge - „ჟმოტი მილიონერები საქართველოს პარლამენტიდან“ - რას პასუხობს გიორგი ვოლსკი „რეპორტიორს“?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 03:58
პოლიტიკა
„ჟმოტი მილიონერები საქართველოს პარლამენტიდან“ - რას პასუხობს გიორგი ვოლსკი „რეპორტიორს“?
ავტორი: ანა ნოდია
26 ივნისი, 2015. 17:23


„ჟმოტი" მილიონერები საქართველოს პარლამენტიდან - (დავით ბეჟუაშვილი, კობა ნაყოფია, გოგი თოფაძე, ვალერი გელაშვილი, გოგი ლიპარტელიანი, ზურაბ ტყემალაძე, გოდერძი ბუკია და სხვა) - ამ სახელწოდების სტატიები გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მხოლოდ ერთი მილიონი გამოყო სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად. მედიაში გამოქვეყნებულ ამ პუბლიკაციებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი „რეპორტიორთან" ინტერვიუში აფასებს:


„ეს ერთი მილიონი პარლამენტის ბიუჯეტიდან არის გაღებული და არა დეპუტატების პირადი ანგარიშიდან. ეს ორი საქმე ერთმანეთს არ უკავშირდება. თავისი ბიზნესსაქმიანობიდან ვინ რა გაიღო - ეს მათი საკითხია. ამ ადამიანებს უნდა შევეკითხოთ. მე პირადად არ მქონია შეხება დიდ ფულად რესურსებთან, ასე რომ, ცხოვრების სტილი, მანერა, დამოკიდებულებები საკითხების მიმართ ერთმანეთისგან განსხვავებული გვაქვს. თუმცა, განსხვავებაა აქ ჩამოთვლილ ადამიანებს შორისაც. მე დეტალებში ვერ დაგელაპარაკებით, თუმცა, ვიცი, რომ ქველმოქმედებისათვის ამ ადამიანებს გარკვეული სახსრები გამოყოფილი აქვთ. ჩამოთვლილთაგან, არ დავასახელებ კონკრეტულ პიროვნებებს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც აქტიურადაც მუშაობენ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად და საკმაოდ პროდუქტიულებიც არიან. თუმცა, ამას ყველაზე ვერ ვიტყვი. დაე, ამომრჩეველმა გადაწყვიტოს არჩევნებზე", - ამბობს ვოლსკი.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016