reportiori.ge - ღირსების საქმე... ხელს მაინც ნუ შეუშლიან...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 01:08
პრეს-დაიჯესტი
ღირსების საქმე... ხელს მაინც ნუ შეუშლიან...
ავტორი:
26 ივნისი, 2015. 17:22



კულტურული და საქმიანი თანამშრომლობის საერთაშორისო ასოციაციის „არგენტინის სახლი საქართველოში" თავმჯდომარეს ნიკო პატარქალიშვილს გულშემატკივარი, უპირველესად, ჩვენს ქვეყანაში ლეგენდარული დიეგო მარადონას ჩამოყვანით იცნობს. მართალია, ამ პროექტის განხორციელებისას მას გულისტკივილიც შეხვდა, მაგრამ ხელი არ ჩაუქნევია და უკვე კარგახანია ძველი ოცნების - თვით ფეხბურთის მეფის პელეს მასპინძლობის ასახდენად არ იშურებს ძალისხმევას.


საამისოდ ბატონმა ნიკომ უკვე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა (მთავრობის კანცელარიაში რეგისტრაციის ნომერია 47273) და ბატონ ბიძინა ივანიშვილს. გთავაზობთ მიმართვის ტექსტს, რომელსაც, ვიმედოვნებთ, შესაბამისი შედეგი მოჰყვება.


ორგანიზაცია „მერკოსური", რომლის შემადგენლობაშიც შედიან არგენტინა, ბრაზილია, პარაგვაი, ურუგვაი, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების თავისუფალი ვაჭრობის უდიდესი კავშირია და სოფლის მეურნეობის დარგებით, ტურიზმით, ენერგეტიკით, სპორტითა და, განსაკუთრებით, ფეხბურთით მაღალ დონეზე განვითარებული ქვეყნებია.


2014 წლის აგვისტოში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონ დავით უსუფაშვილისა და საპარლამენტო დელეგაციის მიერ არგენტინასა და პარაგვაიში განხორციელებულმა სამუშაო ვიზიტმა ცხადყო, რომ არა მხოლოდ ამ ქვეყნების მოსახლეობა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები, არამედ სახელმწიფო სტრუქტურების მაღალი რანგის ხელმძღვანელი პირებისთვისაც კი ფეხბურთი ცხოვრების ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად მიიჩნევა და დიდი სიყვარულით და პატივისცემით არიან განმსჭვალული მსოფლიოში ამ ნომერ პირველი სპორტის სახეობისადმი, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონ დავით უსუფაშვილისადმი არგენტინის სენატორთა პალატის თავმჯდომარისა და ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის, ბატონ ამადო ბუდუს მიერ სამახსოვრო საჩუქრით, - არგენტინის ეროვნული საფხებურთო ნაკრების 10-ნომრიანი მაისურის გადაცემითაც აისახა.


აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოსა და „მერკოსურის" ქვეყნებს შორის კულტურული, სპორტული, საქმიანი და სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისა და საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის პოპულარიზაციისა და ეკონომიკური განვითარების მიზნით, „არგენტინის სახლი საქართველოში" მზადყოფნას გამოთქვამს, საქართველოს შესაბამის სამინისტროებთან თანამშრომლობით მიმდინარე (2015) წლის 27 ნოემბრიდან 6 დეკემბრამდე განახორციელოს მსოფლიო და ისტორიული მნიშვნელობის ღონისძიებები საქართველოში, რომელშიც უმთავრესი ადგილი უკავია ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელების მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილ „პელეს თასზე" საერთაშორისო ტურნირის ჩატარებას ფეხბურთში არგენტინის, ბრაზილიის, ურუგვაისა და საქართველოს 21 წლამდე ახალგაზრდული ნაკრები გუნდების მონაწილეობით და ფეხბურთის მეფის, ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუს - პელეს ვიზიტსა და ბრინჯაოში ჩამოსხმული (2X5 მ.) ხუთფიგურიანი სკულპტურული კომპოზიციის შექმნას და პრეზენტაციას (1965 წელს გადაღებული ცნობილი ფოტოსურათის მიხედვით, რომელზეც აღბეჭდილი არიან: სლავა მეტრეველი, გიორგი სიჭინავა, პელე, ანზორ კავაზაშვილი და მიხეილ მესხი), რაც ხელს შეუწყობს შემდეგი ღონისძიებების წარმატებით განხორციელებას:


1. საქართველოში ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის დარგებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, „მერკოსურის" ქვეყნების სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მოწყობას;


2. „მერკოსურის" ქვეყნებიდან ტურისტული ჯგუფების ჩამოსვლას;


3. სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმისა და ტურნირის საზეიმო გახსნისა და დახურვის ცერემონიის პროგრამით დაგეგმილი კულტურული ღონისძიებებისა და ტურნირის 6 მატჩის რეპორტაჟის გადაცემას „მერკოსურის" ქვეყნებში;


4. პელეს თანდასწრებით 5-ფიგურიანი სკულპტურული კომპოზიციის პრეზენტაციის ცერემონიის მედიასაშუალებებით გავრცელებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში (სკულპტურული კომპოზიციის პრეზენტაცია და გახსნა სასურველია თბილისის „დინამო არენაზე", რომელიც შექმნის „ახალი ტურისტული მარშრუტის" პერსპექტივას);


5. სატელევიზიო დოკუმენტური ფილმის გადაღებას და ჩვენებას, სადაც ასახული იქნება მესხის, მეტრეველის, სიჭინავას, კავაზაშვილის, ბარქაიას, ხურცილავას ურთიერთობა ფეხბურთის მეფესთან - პელესთან.


6. გაზეთის „საქართველო და მერკოსური" გამოცემას საქართველოში, არგენტინაში, ბრაზილიაში, ურუგვაიში. რომლის მეშვეობითაც გაშუქდება საქართველოსა და „მერკოსურის" ქვეყნების კულტურა, სპორტი, ტურიზმი, ეკონომიკა, ვაჭრობა და სხვა.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, ბატონმა კახი კალაძემ 2014 წ. 1 თებერვალს საინფორმაციო საგენტო „მედიანიუსს" განუცხადა: „ძალიან საინტერესოა, თუკი საქართველოში ამ ტურნირის მოწყობა შესაძლებელი გახდება. ამისათვის დეტალურად იქნება გასავლელი ორგანიზაციული საკითხები, ვინ იღებს პასუხისმგებლობას ამ გუნდის ჩამოყვანაზე და ა.შ. ვფიქრობ, სახელმწიფოს მხრიდან თანამშრომლობაზე დადებითი პასუხი იქნება, რადგან მივიჩნევთ, რომ ქვეყანაში მსგავსი ღონისძიებების გამართვა სპორტის, ფეხბურთის განვითარებისათვის მეტად მნიშვნელოვანია".


გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ საერთაშორისო საქველმოქმედო „ქართუ" ფონდში გამგეობის თვმჯდომარის რანგში მოღვაწეობის დროს, 2010 წლის 29 აგვისტოს, ამავე ფონდის წერილით გვაცნობა შემდეგი: „თქვენი იდეა, რომლის მიზანია ქართული ფეხბურთის განვითარება, ახალგაზრდა სპორტსმენების მოძიება-გაწვრთნა და მათთვის საერთაშორისო ასპარეზზე გზის გაკვალვა, უდავოდ მისასალმებელი წამოწყებაა. ვფიქრობთ, ქართული სპორტის, კერძოდ ქართული ფეხბურთის განვითარებისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია გამორჩეული და ტრადიციული ქვეყნების ნაკრებებთან თუ საფეხბურთო კლუბებთან თანამშრომლობა. ამიტომაც თქვენი ინიციატივით გამართული მოლაპარაკებები თბილისში პელეს სახელობის ოთხთა ტურნირის ჩატარების შესახებ საინტერესო იდეად მიგვაჩნია, მით უმეტეს, რომ ამ ტურნირის შემოსავალი სწორედ ახალგაზრდა ფეხბურთელების „დაოსტატებას მოხმარდება";


ბატონო პრემიერ-მინისტრო, 2014 წლის 24 მარტს ჰააგაში ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტთან, ბატონ მიშელ ტემერთან შეხვედრისას თქვენ განაცხადეთ, რომ საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, გახდეს ლოჯისტიკის, ფინანსური, ინოვაციებისა და ტურისტული ჰაბი რეგიონში. ასევე განმარტეთ, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ბრაზილიელ ინვესტორებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზრებზე წვდომის საშუალებას მისცემს, რაც მათ მეტ სარგებელს მოუტანს. თქვენ ამ შეხვედრაზე ბრაზილიელი კოლეგა საქართველოში მოიწვიეთ და აღნიშნეთ, რომ ბრაზილიიდან მისი პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში კავკასიაში ისტრიული მომენტი იქნება.


თუ თქვენთვის მისაღები იქნება, ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტის, ბატონ მიშელ ტემერის მოწვევა საქართველოში განხორციელდება პელესთან, „მერკოსურის" ქვეყნების ბიზნესწრეებისა და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, მათი თანდასწრებით მოხდება ზემოაღნიშნული ხუთფიგურიანი კომპოზიციის პრეზენტაცია და გახსნა, რომელიც აგრეთვე ისტორიული მომენტი იქნება და შეიძლება აღქმული იქნას, როგორც ბრაზილიელი და ქართველი ხალხების მეგობრობის სიმბოლო და მომავალი თაობებისათვის მაგალითი მაღალი დონის ფეხბურთელებად ჩამოყალიბების საქმეში.


მსოფლიო მნიშვნელობის „პელეს თასზე" საერთაშორისო ტურნირის ჩატარება ფეხბურთში არა მხოლოდ ქართული ფეხბურთის განვითარებას, არამედ საქართველოს ეკონომიკურად განვითარებასა და საქართველოსა და „მერკოსურის" ქვეყნებს შორის კუტურულ-სპორტული და სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება.


საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის, ქ-ნ მაია ცქიტიშვილის №5959 2013 წლის 20 თებერვლის და „არგენტინის სახლის საქართველოში" წერილების პასუხად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, სოფლის მეურნეობის, კულტურისა და ძეგლთა დაცვისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროები, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ფეხბურთის, კალათბურთისა და ჩოგბურთის ფედერაციები მზადყოფნას გამოთქვამენ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ ღონისძიებებში და აქტიურად ითანამშრომლონ არგენტინულ მხარესთან (წერილები თან ერთვის).

ზემოაღნიშნული სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებების მაღალ დონეზე ორგანიზების მიზნით, „არგენტინის სახლი საქართველოში" გთხოვთ, შეიქმნას საორგანიზაციო კომიტეტი თქვენი ხელმძღვანელობით, რომელშიც გათვალისწინებული იქნებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლები.


რამდენად უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა ზემოაღნიშნული ღონისძიებების ჩატარება საქართველოში, „არგენტინის სახლი საქართველოში" გთხოვთ, იგი განხორციელდეს პირადად თქვენი და მეცენატ, ბატონ ბიძინა ივანიშვილის პატრონაჟით.



თანდართული განმარტება


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას (სფფ-ს) ოთხთა ტურნირის ორგანიზებაზე (ჩემს სახელზე) გაცემული აქვს უფლებამოსილება 2008 წლის 14 მარტს ჩემს მიერ წარმატებულად ორგანიზებულ - საქართველოში ურუგვაის ეროვნული ნაკრები გუნდის (2006 წლის ნოემბერში) მოწვევასა და, 2007 წლის 10-12 ოქტომბერსა და 2008 წლის მარტ-აპრილში სფფ-ს მიერ საქართველოში განუხორციელებელი ორი ამხანაგური თამაშის ნაცვლად, რომელშიც ბრაზილიის 21 წლამდე ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდს იწვევდა ჩემი დახმარებისა და შუამდგომლობის გაწევის გათვალისწინებით და ამ საკითხზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გაგზავნილი ჰქონდა ფინანსური გარანტიებისა და დასტურის შემცველი წერილი!


მაგრამ საქართველოში დატრიალებული 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამო ოთხთა ტურნირის ჩატარება არ მოხერხდა და გადაიდო 2010 წლისთვის.


სამწუხაროდ, 2010-დან 2014 წლამდეც ტურნირისა და 2015 წლის № 1-8 პრ „არგენტინის სახლის საქართველოში" წერილში აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება ხელისშემშლელი ფაქტორებით მიმდინარეობდა საქართველოში და არაერთხელ გადაიდო.




გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016