reportiori.ge - „არ მაქვს ინფორმაცია, სად და ვის მიერ განიხილება ჩემი კანდიდატურა“ - გიორგი ქადაგიძეს ირაკლი მანაგაძე ცვლის?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 02:04
პოლიტიკა
„არ მაქვს ინფორმაცია, სად და ვის მიერ განიხილება ჩემი კანდიდატურა“ - გიორგი ქადაგიძეს ირაკლი მანაგაძე ცვლის?
ავტორი: ანა ნოდია
30 ივნისი, 2015. 18:38


მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე გიორგი ქადაგიძეს, სავარაუდოდ, ირაკლი მანაგაძე შეცვლის. „კომერსანტის" ინფორმაციით, მანაგაძე მზადაა, დატოვოს  ლონდონი, სადაც პოლიტიკის საკითხებში EBRD-ის საფინანსო ინსტიტუტების დეპარტამენტის უფროს მრჩევლად მუშაობს და კიდევ ერთხელ ჩაუდგეს სათავეში ეროვნულ ბანკს. არსებული მონაცემები, მანაგაძის კანდიდატურას მხარს უჭერენ საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოს საბანკო წრეებში. ასევე დადებითადაა მის მიმართ განწყობილი ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი.


როგორც ირაკლი მანაგაძემ „რეპორტიორს" განუცხადა, ამ დრომდე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანამშრომელია და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს:

 

„არ მაქვს ინფორმაცია, სად და ვის მიერ განიხილება ჩემი კანდიდატურა. მოგეხსენებათ, საქართველოში არ ვიმყოფები, შესაბამისად, რაიმე კონკრეტული საუბრები ამ თემასთან დაკავშირებით, პირადად ჩემთან არ ყოფილა. ზოგადად, ყველა ადამიანს სურს, თავისი ცოდნა და გამოცდილება საკუთარ ქვეყანას მოახმაროს, თუმცა, ამ ეტაპზე მე ვარ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანამშრომელი და რაიმე სხვა სახის მოარული ხმების დადასტურება გამიჭირდება", - განუცხადა მანაგაძემ „რეპორტიორს".


ირაკლი მანაგაძე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 1998 წლის მარტიდან 2005 წლის მარტამდე იყო.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016