reportiori.ge - რეზი არველაძე: მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, გაარკვიონ, პრობლემა ტექნიკური სახისაა თუ სცდება ამ ყველაფერს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 18:44
სპორტი
რეზი არველაძე: მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, გაარკვიონ, პრობლემა ტექნიკური სახისაა თუ სცდება ამ ყველაფერს?
ავტორი:
30 ივნისი, 2015. 21:48



ფეხბურთის ფედერაცია სამართალდამცავ ორგანოებს biletebi.ge-ის საქმეზე რეაგირებისკენ მოუწოდებს


biletebi.ge 6 საათია, ხარვეზებით მუშაობს. ბილეთების გაყიდვის პროცესთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ განცხადება ფეხბურთის ფედერაციაში გაკეთდა.


ფედერაციის გენერალური მდივანი, რეზი არველაძე, სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, ჩაერთონ პროცეში და დაადგინონ, ვებგვერდ biletebi.ge-ის მუშაობა ტექნიკური ხარვეზია თუ ვინმე ვებგვერდის მუშაობის პროცესს ხელოვნურად უქმნის პრობლემას.


ეს ხომ მხოლოდ ფედერაციის და Biletebi.ge-ის პრესტიჟი არ არის. ეს არის მთელი საქართველოს პრესტიჟი, რომ თამაში მაღალ დონეზე ჩატარდეს. მე მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, თუ არის ამის აუცილებლობა, იქნებ გაარკვიონ, პრობლემა ტექნიკური სახისაა თუ სცდება ამ ყველაფერს," - აცხადებს რეზი არველაძე.


სუპერთასის ბილეთების ნაწილი უკვე გაყიდულია.  ამ ეტაპზე საუბარია 1300 ბილეთზე.

Biletebi.ge-მ სუპერთასზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 21:30 საათზე შეწყვიტა.



(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016