reportiori.ge - მერაბ ხაჩიძე: გამოხტება ამის მერე რომელიმე კვესიტაძე და...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:42
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
მერაბ ხაჩიძე: გამოხტება ამის მერე რომელიმე კვესიტაძე და...
01 ივლისი, 2015. 16:57


 

ძნელი სათქმელია, ძალადობის რომელ ფორმას იყენებენ - შანტაჟს, დაშინებას თუ მოსყიდვას ერთი კატეგორიის ჟურნალისტების მიმართ, მაგრამ ზოგიერთის საქციელი სასაცილომდე მიდის! 


თუ არა მართლა ასეთი ზეწოლა (ეს სიტყვაც გაუფასურდა), თავისი ნებით ვინ იტყოდა:


- ყველა სტრუქტურა და სამსახური მობილიზებული იყო, მხოლოდ ერთმა, მინდია ჯანელიძემ ვერ მოაბა საქმეს თავიო?! 


მადლობა ღმერთს, ამ მინდია ჯანელიძეს საერთოდ არ ვიცნობ და სწორედ იმიტომ, რომ არ ვიცნობ, ლოგიკური შეკითხვა გამიჩნდა. 


კაცო, თუ ამ ტრაგედიის დღეებში ყველა კოორდინირებულად მუშაობდა, ამ საკოორდინაციო საბჭოს ეგ კაცი არ ხელმძღვანელობდა?! არა, სათქმელის მეტი რა არის, შეკითხვაც ბევრია! ჰოდა, როცა ამ მთავრობასთან ამდენი საპრეტენზიო და სათქმელი აქვს ხალხს, ასეთი „სალდატსკი პრიჩინა" ხომ უნდა მოგივიდეს თავში. 


გამოხტება ამის მერე რომელიმე კვესიტაძე ან მისნაირი და აქეთ მოგაწვება, მთავრობას იცავო! 


ადამიანი ყოველდღე რომ კითხულობ და გესმის - უგულავა და ნაცები არაფერ შუაშია, რაც მოხდა, სულ დღევანდელების სინდისზე და კისერზეაო, რა უნდა ვქნათ? აგყვეთ და ჩვენც ვიძახოთ, მართალიაო?! 


მართალი კი ის არის, რომ მიუხედავად საკმარისზე მეტი დროის გასვლისა, ამ მთავრობამ მართლა ვერ მოაბა თავი გამოძიების დაწყებას! 


ჰოდა, ჩემო ბატონო, ძაღლის თავიც აქ მარხია! ობიექტური გამოძიება კი არა, სწორმა ინფორმაციამ, პროფესიონალების ანალიზმა და დასკვნამ შეიძლება ნაცების პრობლემები სახიფათოდ დაამძიმონ! ამ ომს კი ჯერჯერობით ნაცები იგებენ!


თუმცა, მთავარი ეს კი არა, ამ ყველაფრის მიზეზია!


პრობლემა აქვს ხელისუფლებას!

 

პრობლემა აქვს მედიას (სერიოზული)!

 

პრობლემა აქვს საზოგადოებას!

 

ამის გამო პრობლემა ექმნება სახელმწიფოს, თანაც იმდენად სერიოზული, რომ ასე თუ გაგრძელდა, შედეგი სავალალო შეიძლება გახდეს!


ხელისუფლების პრობლემა იმაშია, რომ აქაოდა ანტიდემოკრატიულობა არავინ დაგვწამოსო, მუდმივ თავის მართლების რეჟიმშია! ამას ისიც ემატება, რომ პრესცენტრებსა და პიარჯგუფებში მომუშავეთა უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს, რა დაუპირისპიროს ნაცმედიიდან წამოსულ ამდენ ტყუილსა და მართალს!


მედიის პრობლემა მარტო ყბადაღებული დაბალი პროფესიონალიზმი არ არის (კვესიტაძეს და „რუსთავი 2"-ს ამას ვერ დააბრალებ). მიზეზი ფულია, თორემ მშვენივრად უწყიან, რასაც სჩადიან. მიშას და უგულავას „სიყვარულით" ასეთ რამეს არავინ მოაწერს ხელს. თქვენს მონა-მორჩილს მისაუბრია აქვთ ადამიანებთან და „მიზეზიც" ვიცი! - რა ვქნათ, ოჯახები გვყავს, ჩვენ არა, სხვა იმავეს გააკეთებსო?! რასაკვირველია, ესენი თუ არა, სხვები იქნებდნენ, მაგრამ ამ დროს ოჯახის პრობლემებით თავის მართლება სინდისის საკითხია!


შავ დღეში ჩავარდნილი საზოგადოება კი, იძულებულია ის იყიდოს, რასაც შეასაღებენ და არა ის, რასაც ობიექტური ინფორმაცია ჰქვია! ჰოდა, გაიჭყლიტა ამ დროს „სტრელოჩნიკი" - მინდია ჯანელიძე. როგორ ვთქვა და ნეტავი მთელი ზემოთ ნათქვამი მხოლოდ მისი ბრალი იყოს - მოვხსნიდით და გვეშველებოდა!


მანამდე კი, „გაღმა შეედავე"-ში ოსტატურად დახელოვნებული ნაცების მედია იმდენს იზამს, რომ ბოლოს, მართლა ეს მთავრობა აღმოჩნდება დამნაშავე! საზოგადოება კი, კიდევ ერთხელ დარჩება და აღმოჩნდება გამასხარავებულის როლში!


P.S. ობიექტურად კი ალბათ სათქმელია!


მომხდარი ტრაგედიის დროს და შემდეგაც, სახელმწიფო სტრუქტურები მაქსიმალური მონდომებითა და მობილიზებით მუშაობდნენ.


სიმართლე თუ გნებავთ - ეს არის!


 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016