reportiori.ge - თემურ ქეცბაია: მოედანზე უჭმელი და უსმელი ბავშვები დარბიან, პატრიოტიზმი აღარ არის...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 17:12
სპორტი
თემურ ქეცბაია: მოედანზე უჭმელი და უსმელი ბავშვები დარბიან, პატრიოტიზმი აღარ არის...
ავტორი:
04 ივლისი, 2015. 03:50



 

ვზივარ და ვფიქრობ, რომ ქართულ ფეხბურთს მომავალი არ აქვს", - განაცხადა  საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გადაცემაში „რეაქცია."



საქართველოში ფეხბურთი აღარ არის. ერთი წელი კიდევ მქონდა დარჩენილი კონტრაქტით, მაგრამ ვუყურებდი, რა მდგომარეობაში იყო ქართლი კლუბები, 16-დან 14 კლუბი დახმარებას ითხოვდა და ასეთ შემთხვევაში რთულია რამე გააკეთო... ჩვენ ყოველთვის გვინდა ერთ კაცს, ან მხოლოდ ფეხბურთის ფედერაციას, ან მთავრობას გადავაბრალოთ ყველაფერი... ეს მთელი ქვეყნის პასუხისმგბელობაა... გეგმა ერთი წლით არ უნდა დასახო, ეს უნდა იყოს გრძელვადიანი, 20-წლიანი გეგმა და როდესაც ჭადრაკს აძლევს 35 მლნ- და ფეხბურთს 7 მლნ- სირცხვილია, არადა საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა. მხოლოდ ფეხბურთში არ არის ძმაკაცობა, დედმამიშვილობა ეს საქართველოში ყველა სფეროში ხდება, თვითონ ერია უპასხუსისმგებლო, ყველას უნდა ქვეყნის გამოყენება.

 

მარტო ფეხბურთის ფედერაცია ვერაფერს გახდება თუ ფედერაციას არ ექნება მხარდაჭერა, ამით არაფერი გამოვა, მას სჭირდება დაფინანსება... დღევანდელი ფეხბურთი არის ბიზნესი, ფული გაქვს არის ფეხბურთი, აბა სხვა რა გგონიათ? მოედანზე უჭმელი და უსმელი ბავშვები დარბიან, პატრიოტიზმი აღარ არის"... - განაცხადა ქეცბაიამ.



(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016