სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი გადაცემაში „რეაქცია" ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებს იხსენებს და გიორგი ნემსაძის არჩევნებში გამარჯვებისა და ნახევარ საათში მის მიერ გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადების შესახებ საუბრობს.
როგორც ხეჩიკაშვილი აცხადებს, გიორგი ნემსაძე გამარჯვებიდან ერთი საათის განმავლობაში კონტაქტზე არავისთან გადიოდა. სავარაუდოდ სწორედ აღნიშნულ დროს მოხდა საუბარი მასსა და მიხეილ სააკაშვლს შორის, რომელმაც იგი აიძულა გამარჯვებული პოსტიდან გადამდგარიყო.
„რა თქმა უნდა მანდ მოხდა ჩარევა. საერთოდ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დვარქვათ. მთავრობის ორ შტოს ჰქონდა მისი კანდიდატის გამარჯვების სურვილი, ვერ შეთანხმდნენ, მოხდა დაპირსპირება, რადგან მოიგო ნემსაძის კანდიდატურამ. მაგრამ შემდგომ გიორგი ერთი საათის განმავლოპბაში კონტაქტზე არ გამოდიოდა, ვერ ვუკავშირდებოდით. როგორც ვიცი, ამ დროს შედგა საუბარი, სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილთან და ამის შემდეგ გიორგიმ მიიღო ეს გადაწყვეტილება.
პირადად ჩემზე ზეწოლა არ განხორციელებულა."- გაიხსენა მინისტრმა.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)