reportiori.ge - „სააკაშვილი დროის 70%-ს ფულის კეთებას უთმობს“ - კომპრომატები ქართველი ექს-ჩინოვნიკების წინააღმდეგ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 04:54
პრეს-დაიჯესტი
„სააკაშვილი დროის 70%-ს ფულის კეთებას უთმობს“ - კომპრომატები ქართველი ექს-ჩინოვნიკების წინააღმდეგ
ავტორი:
06 ივლისი, 2015. 14:36


უკრაინაში კლინიკების 95% სახელმწიფო საკუ­თრებაა და საბაზრო ღირებულება 300 მილიარდ დოლარს აღემატება. უკრაინის სამედიცინო წრეებმა­ ეს სქემა გაშიფ­რეს და კვიტაშვილს შეუტიეს. ასე რომ, აღარავის გადაუხედავს­ კვიტაშვილის 130-გვერდიანი დოკუმენტისთვის, რომელიც თითქოსდა რეფორმებს მიუძღვნა".

 



გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. სხვათაშორის, მას ამჟამინდელმა ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის" გვერდზეც სთხოვა, რომ პოსტი დაეტოვებინა. რა ხდება უკრაინის პოლიტიკურ ზედა ეშელონებში, სადაც ქართველი ექს-ჩინოვნიკები მაღალ თანამდებობებს იკავებენ­ და რა მამხილებელი კომპრომატები გავრცელდა მათ წინააღმდეგ?! გვესაუბრება უკრაინის ექს-პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს ყოფილი მრჩეველი ირაკლი გოგავა:




- როგორც მოსალოდნელი იყო, კვიტ­ა­შვილი რეფორმატორი ვერ გახდა. იგი არც საქართველოში გამოირჩეოდა ამით. ერთადერთი, რაც აქ გააკეთა, სახელმწიფო ჰოსპიტალური­ სისტემის გროშებად გაყიდვა იყო. რესპუბლიკური საავადმყოფოს 70-მილიონიანი ქონება კვიტაშვილმა სულ რაღაც 6 მილიონ ლარად გაასხვისა. მსგავსი კონტრაქტების უკან შავი ფული ტრიალებდა, რომელსაც კვიტაშვილი ხელსაც ვერ ახლებდა, რადგან ქვეყნის მაშინდელ ლიდერებთან უნდა მისულიყო. ამდენად, უკრაინაში მისი ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნაც­ იმავე სქემის ამოქმედების სურვილით იყო განპირობებული. 



უკრაინაში კლინიკების 95% სახელმწიფო საკუ­თრებაა და საბაზრო ღირებულება 300 მილიარდ დოლარს აღემატება. უკრაინის სამედიცინო წრეებმა­ ეს სქემა გაშიფ­რეს და კვიტაშვილს შეუტიეს. ასე რომ, აღარავის გადაუხედავს­ კვიტაშვილის 130-გვერდიანი დოკუმენტისთვის, რომელიც თითქოსდა რეფორმებს მიუძღვნა. 




-
უკრაინული პრესა წერდა, რომ პრემი­ერი იაცენიუკი მედიკამენტებთან დაკავშირებუ­ლი სახელმწიფო შესყიდვების პროგრამის მიმდი­ნა­რეობით უკმაყოფილო იყო და სათან­ადო­ ორგანოებს კვიტაშვილისა და მისი მო­­დგილის საქმიანობის შესწავლა დაავალა



- დასკვნა 10 ივლისს გახდე­ბა ცნობი­ლი. თუმცა დაიწერა, რომ ჯანდა­ცვის სამინისტროში სიტუაცია უმართავია, მედი­კამენტების სახელმწიფო შესყიდვების 190-მილიონდოლარიანი­ პროგრამა­ ჩავა­რდა,­ რის გამოც ონკოლოგიური სნეულებით, ტუბერ­კულოზითა და შიდსით დაავა­დებული მოქალაქეები მკურნა­ლ­ობას ვერ აგრძელებენ. ვერ შემოიტანეს ბოტული­ზმის საწინააღმდეგო­ შრატებიც, რის გამოც ადამიანები დაიღუპნენ.­ 



ჩემი წყაროებიდან მივიღე  ინფორმაცია, რომ მალე უკრაინის ჯანდა­ც­ვის მინისტრი ოლგა ბოგო­მელეცი გახდება, ის კიეველი ექიმების ცნო­­ბ­ილი დინასტიიდან არის, აკადემ­ი­კოს ბოგომელეცის შვილიშვილია და ამჟამად პოროშენკოს მრჩეველია.

ექსკლუზიურად კიდევ ერთ ინფორმაციას მოგაწვდით: 



კვიტაშვ­ილმა თავის პირველ მოადგილედ დანიშნა პავლენკო, ფარმაცევტული მონოპოლისტი კომპანია­ „დარნიცას" წარმომადგენელი, რო­მ­ელმაც კვიტაშვილთან ერთად­ ბორშაგოვკის ფარმაცევტული ქარხნის 30% წილის „დარნიცასთვის" მიყიდვა უზრუნველყო. ქარხნის საბაზრო ღირებულება 100 მლნ დოლარს აღემატება, შესაბამისად, 30%-იანი წილი 30 მილიონი მაინც უნდა ყოფილიყო, რაც  „დარნიცას" სულ რაღაც 8 მილიონ დოლარად მიჰყიდეს. 



არადა, აუქციონში 3 ფირმას მონაწილე­ობაზე უარი უთხრეს. ეს ქარხანა კიევს ეკუთვნოდა და ჯანდაცვის სამინისტრო ზედამხედველობდა. 



კულუარული ინფორმაციით ვიცი, სა­აკაშვილს უთხრეს, უკრაინის 300-მილიარდიანი ჰოსპიტალური ქონების გაყიდვიდან კაპიკს ვერ მიიღებო. 




- ამბობენ, პრეზიდენტ პოროშ­ენკოსა და სააკაშვილს შორის შავმა­ კატამ გაირბინაო... 

 


- სააკაშვილმა­ ევ­რო­მაიდნის წარმა­ტება­ში აქტიური მონაწილეობა მიიღო და რაღაც აქტივობები კიდეც დააფინანსა.­ გარდა ამისა, პირადად­ პორო­შენკოს დაეხმარა, პრეზიდენტობის კანდიდატად­ სწორედ ის დასახელებულიყო და არა კლიჩკო. ამ ყველაფრისთვის სააკაშვილს ჯერ რამდენიმე სფერო მისცეს, ბოლოს 

კი გავლენის სფეროები შეუკვეცეს და „კარმუშკად" ოდესის გუბერნატორობა დაუტოვეს. პოროშენკოს ჯერჯერობით სჭირდება სააკაშვილი, განსაკუთ­რებით იმ ოლიგარქების წინააღმდეგ, ვინც მას არ შეუთანხმდებიან. პოროშენკოს ნებისმიერ მომენტში შეუძლია სააკაშვილის გამოპანღურება ან საქართველოს სამართალდამცავებისთვის გადაცემა. ვფიქრობ, ეს ოდესის გუბერნატორმა კარგად იცის, ამიტომ ბოლომდე პოროშენკოს ყურმოჭრილი მონაა. გავიხსენოთ, როგორ დატუქსა უკრაინის გენპროკურორმა სააკაშვილი მისი გერის, ოდესელი პროკურორის გორნოსტაევას გაკრიტიკებისთვის, მან კი წყენა გადაყლაპა. ეს მართლაც სასაცილო იყო. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილმა არ იცოდა, რომ პროკურორი გორნოსტაევა გენპროკურორის გერი იყო, თორემ მისი გაკრიტიკებისგან თავს შეიკავებდა.


- რა ბედი ელის სააკაშვილის დესანტს უკრაინაში და რეფორმებს, რასაც მათგან მოითხოვენ?

 


- უკრაინის პოლიტელიტის დაკვ­ეთა,­ რომ რეფორმები ჩატა­რდეს, არც არსებობს.­ უბრალოდ,  მიმდინარეობს ქონებისა და გავლენების გადანაწილება. არსებ­ულ სიტუაციაშიც ელიტა თავს კომფორტულად გრძნობს. მას მხოლოდ რეფორმების იმიტაცია­ სჭირდება, რათა დასავლეთიდან კრედიტები აიღონ. 



იქნება საჩვენებელი რეფორმები: ავტოინსპექცია გადაკეთდება პატრულად, ავარიული­ სახლების ფასადები შეიღებება, მაგრამ ფუნდამენტურ სფეროებში: ეკონომიკაში,­ სოფლის მეურნეობაში, განათლ­ებაში, მეცნიერებასა და ახალ ტექნოლოგიებში აუცილებლად უკუსვლა იქნება. ვფიქრობ, სააკაშ­ვილის დესანტი ჩაამთავრებს პოროშენკოს პრეზიდენტობის ციკლს. სააკაშვილი ამასობაში ბევრ შოუს მოაწყობს,­ თუმცა ამისი მთავარი სამიზნე, რა თქმა უნდა, ოდესის პორტის კონტრაბანდული ტვირთების გაკონტროლება იქნება. მე მას კარგად ვიცნობ და ვინც არ იცის, ავუხსნი: სააკაშვილი­ საკუთარი დროის 70%-ს ფულის კეთებას უთმობს,­ 30%-ს კი პოლიტიკას. ასე იქცევა 1995 წლი­დან, როდესაც პირველი დიდი ფული რუსული „იტერას" გაზის სქემებით იშოვა. „იტერა" რუს­ე­თსა და საქართველოს შორის შუამავალი კომპანია იყო და  საქა­რთველოს გაზის მოწოდებაზე ხელშეკრულებას „გაზპ­რომს" კი არა, „იტერას" უდებდა. 




იქ, სადაც­ ახლა სააკაშვილი მოღვა­წეობს, კორუფციის უმაღლესი დონეა და აქვს შანსი, ოდესის პორტიდან 2-3 მილიარდი დოლარი იშოვ­ოს, თუმცა ცხადია, ეს ფული თავის უკრაინელ პატრონს უნდა გაუყოს. 






წყარო: kvirispalitra.ge, ეკა ასათიანი




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016