საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ექსკლუზიურ ინტერვიუს, რომელიც „ასავალ-დასავალის" წინა ნომერში გამოქვეყნდა, კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ეხმაურება და ბევრ სხვა საინტერესო თემაზეც საუბრობს:
- „ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებული ირაკლი ღარიბაშვილის ვრცელი ინტერვიუ დიდი ყურადღებით წავიკითხე და ყველაზე მთავარი, რაც მესიამოვნა, ის არის, რომ პრემიერ-მინისტრი ძალიან გახსნილი და გულწრფელია!
საერთოდ, ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის ხელმძვანელობა ურთულეს დროს მოუწია, რადგან ახლა არის გარდამავალი პერიოდი, როცა ჩვენი ქვეყანა იმ აბსოლუტური კოშმარიდან და ჯოჯოხეთიდან გამოდის, რომელშიც ნაციონალური მოძრაობა გვამყოფებდა!
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოს მოსახლეობას ძალიან დიდი მოლოდინები და მოთხოვნები ჰქონდა, ძალიან ბევრი პრობლემა და გასაჭირი იყო დაგროვილი და ეს ყველაფერი ამ ახალგაზრდა კაცს - ირაკლი ღარიაშვილს დააწვა მხრებზე!
ამას დაემატა ბნელი ძალების მიერ თავსმოხვეული ე.წ. კოჰაბიტაციაც! დიახ, ნაციონალებთან კოჰაბიტაციის სურვილი არავის ჰქონდა, მაგრამ ქართული სახელმწიფო აიძულეს, ამ უბედურებაში ამოეყო თავი!
ახლა ასეთივე უბედურებაში უკრაინა ჰყავთ!
- ანუ კოჰაბიტაცია უკრაინაში გრძელდება?
- დიახ, ახლა უკრაინელ ხალხს აიძულებენ, რომ აიტანოს და მოითმინოს არაფრის მაქნისი არამზადები, რომლებსაც საქართველოსთვის უბედურების მეტი არაფერი მოუტანიათ!
თუმცა, უკრაინა სააკაშვილსა და მის დამქაშებს დიდხანს არ მოითმენს და ამის ნათელი მაგალითია ის, რომ ჯანდაცვის მინისტრი კვიტაშვილი კიევიდან უკვე გამოაპანღურეს!
- კვიტაშვილმა გადადგომის თაობაზე განცხადება თვითონ დაწერა და თქვენ ამას გამოპანღურებას ეძახით?
- ვინ „ჭამს" მაგას, რომ კვიტაშვილი საკუთარი სურვილით გადადგა?! დიახ, სწორედაც რომ გამოაპანღურეს და დანარჩენებსაც მალე გამოაპანღურებენ!
- ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუს დავუბრუნდეთ...
- ირაკლი ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ საკუთარ თავში მაინც პოულობს ძალას, რომ ქვეყანას ღირსეულად გაუძღვეს!
მას იმიტომაც ვცემ განსაკუთრებულ პატივს, რომ დაშვებულ შეცდომებზე და ვერგაკეთებულ თუ არგამოსულ საქმეებზე ღიად და ხმამაღლა ლაპარაკი შეუძლია!
ნაციონალებმა შემოაგდეს ტერმინი - „უნიათო მთავრობა" - და მათ იმ წუთში აყვნენ ბურჯანაძე, ალასანია, ნათელაშვილი და სხვები ფიქრობენ, რომ ამით მაგარ საქმეს აკეთებენ, არადა, იმ ტოტს ჭრიან, რომელზეც მთელი საქართველო ზის!
- ე. ი მიგაჩნიათ, რომ დღევანდელ მთავრობას „უნიათოს" ტყუილად უწოდებენ?
- ვეკითხები ამ მოწიკვინე ხალხს - კონკრეტულად დაასახელეთ, ვინ არის უნიათო? სერგეენკო უნიათოა? წულუკიანი უნიათოა? გომელაური უნიათოა? კალაძე უნიათოა? კვირიკაშვილი უნიათოა? გამოდით და თქვით, რომელია უნიათო? რაში გამოიხატება მათი უნიათობა? კონკრეტული მაგალითები დაასახელეთ!
არ დაგვავიწყდეს, რომ ღარიბაშვილი 33 წლის ბიჭია და შეხედეთ, როგორ უჭირავს თავი საზღვარგარეთ, საქართველოს როგორ წარმოადგენს ყველგან - ვაშინგტონით დაწყებული და ბრიუსელით დამთავრებული!
სადმე არასწორი ჟესტი და მოქმედება დაუშვა ირაკლი ღარიბაშვილმა? სადმე რამე შეეშალა და უღირსად მოიქცა? რომელიმე ევროპელი ლიდერისაგან უპატივცემულო მოპყრობა დაიმსახურა?
ჩვენ გვახსოვს, საზღვარგარეთ, ამა თუ იმ ღონისძიებაზე, საჩვენებელი თითით რომ უხმობდნენ საქართველს საგარეო საქმეთა მინისტრებსა და პრემიერ-მინისტრებს, აქ მოეთრიეთ, თქვე უდღეურებოო!
ისიც გვახსოვს, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისას „შალახოს" რომ უკრავდნენ და ლამის კინტაურს აცეკვებდნენ ქართული სახელმწიფოს წარმომადგენლებს!
ის ყველაფერი მოგწონდათ და ახლა ირაკლი ღარიბაშვილი არ მოგწონთ?!
ეტყობა, დაგავიწყდათ, რა მდგომარეობაში ჩაიბარა საქართველო ამ ხელისუფლებამ! ეს ხომ ქვეყანა არ იყო, ეს იყო ჯოჯოხეთი! 320 ათასმა კაცმა გამოიარა ციხე და იმ ციხეებში რა ხდებოდა, ამას მე ძალიან მალე ვაჩვენებ ქართველ საზოგადოებას იმ ფილმით, რომელსაც ახლა ვაკეთებ!
- ციხეებში რაც ხდებოდა, ეს მთელმა საქართველომ 2012 წელს გავრცელებულ საზარელ კადრებში ნახა!
- ჩვენ გარედან ვნახეთ, რა ხდებოდა, მე კი ამ კაციჭამიების შიდა სამზარეულოს ვაჩვენებ საქართველოს მოსახლეობას!
ქართველი საზოგადოება მანამდე ვერ აღიდგენს ღირსებას, სანამ თბილისის ქუჩებში დაუსჯელად დაიარება ის არაკაცი, რომელმაც გმირთა მოედანზე, ვეტერანების მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს, ერთ-ერთ ქალაბტონს ხელი დაარტყა!
დიახ, ვიღაც ნაძირალამ ერთ-ერთი ვეტერანის მეუღლეს მთელი საქართველოს დასანახად სახეში მუშტი გლიჯა და დღემდე ისე დადის, რომ მისთვის „აბაროტი" არავის აუღია!
დიახ, არავინ ჩავთვალეთ, რომ ის მუშტი ჩვენს მეუღლეებს, ჩვენს დედებს, ჩვენს დებს მოხვდათ და იმ ნაძირალას პასუხი არ მოვთხოვეთ!
და კიდევ, ძალიან მწყდება გული, რომ თამაზ ნადარეიშვილის შვილზე ამის თქმა მიწევს, მაგრამ ანი ნადარეიშვილი როგორ ბედავს, სერგო თეთრაძის მეუღლეს შეურაცხყოფა მიაყენოს?!
- არა მარტო შეურაცხყოფას აყენებს, არამედ ემუქრება კიდეც!
- სერგო თეთრაძე არის საქართველოს ღირსება, ეს ჯოჯოხეთის მაშხალა კი,თავის ჯალათ ქმართან და სადისტ მამამთილთან ერთად, ამ ღირსებას შეურაცხყოფს!
ეს ბოროტების ეკლები ამდენს რომ ბედავენ, ესეც საზოგადოების ბრალია!
გეკითხებით, ღარიბაშვილის ბრალია, რომ საზოგადოება ნაციონალი ჯოჯოების პარპაშს ითმენს ამ ქვეყანაში?! ნაციონალებმა ქუჩაში გამოსვლა რომ ვერ გაბედონ, ეს ვახტანგ გომელაურმა უნდა უზრუნველყოს თუ ჩვენი საზოგადოების სინდისმა და ღირსებამ?!
- საზოგადოებამ რა უნდა ქნას, ლინჩის წესზე ხომ არ გადავა?
- არავითარი ლინჩის წესი, მხოლოდ ღირსება და თავმოყვარეობა! ნაციონალები ქუჩაში გამოსვლას ვერ უნდა ბედავდნენ!
„რუსთავი-2" ტელევიზია არ არის, ეს არის ბოროტი იდეოლოგიის რუპორი, მაგრამ ვიღაც-ვიღაცები მაინც მიდიან ნანუკა ჟორჟოლიანთან, გულს უხსნიან და აღსარებას აბარებენ! დიახ, ეშმაკებს აბარებენ აღსარებას!
ქართველი ბიზნესმენები ხშირად არიან აღშფოთებულნი, რით ვერ მოისპო ნაციონალების პარპაშიო და მინდა ვუთხრა - სწორედ თქვენ აცოცხლებთ ნაციონალურ მოძრაობას იმით, რომ რეკლამა მიგაქვთ „რუსთავი-2"-ზე! დიახ, სწორედ თქვენივე ფულით გწამლავთ „რუსთავი-2"! ნუ აძლევთ რეკლამას! ქვეყანაზე და ღირსებაზე მაღლა ფულს ნუ აყენებთ!
- ირაკლი ღარიბაშვილმა „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა, როგორც პრემიერ-მინისტრი და საქართველოს მოქალაქე, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რათა კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. პრემიერის ამ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან სერიოზული კრიტიკა მოჰყვა. როგორია თქვენი პოზიცია?
- რომელ არასამთავრობოებზეა ლაპარაკი? კაპიტანი გიგაური რომელი არასამთავროოა? ადამიანის უფლებების დაცვა თუ უნდა, აგერ არის სერგო თეთრაძის მეუღლე და მისი უფლებები დაიცვას!
ათიათასობით ადამიანს ქონება რომ აქვს წართმეული, მათ უფლებებს რატომ არ იცავენ კაპიტანი გიგაური და მისი ამფსონები?!
- ეკა გიგაურმა თქვენ ხომ სასამართლოში გიჩივლათ?
- კი, მიჩივლა და კარგ სასამართლოსაც მიიღებს! მთელ საქართველოს ვაჩვენებ, ვინ არის და რას წარმოადგენს კაპიტანი გიგაური!
რაც შეეხება ოჯახის ინსტიტუტს, პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებით აშშ-მა აპოკალიფსის კარი გააღო!
- საქართველოსაც ხომ არ მოუწევს ამ კარის გაღება?
- გამორიცხულია! საქართველოში კაცის კაცზე დაქორწინება არ მოხდება!
ბარაქალა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც გაბედა და თქვა, რომ საქართველოში ერთსექსიანთა ქორწინების დაკანონება არ მოხდება! ამ განცხადებით მან მთელი მსოფლიოს ბოროტი და ბნელი ძალები გადაიმტერა! ასეთი ხმამაღალი განაცხადი არცერთ პოლიტიკურ მოღვაწეს არ გაუკეთებია! მეამაყება, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეს გაბედა!
კაპიტან გიგაურს და მის „კამანდას" მინდა ვკითხო - იმ ბავშვების უფლებებზე რატომ არაფერს ამბობთ, რომლებსაც ერთსქესიანი წყვილები იშვილებენ?! უნდათ იმ ბავშვებს, რომ მამა ჰყავდეთ დედად და დედა ჰყავდეთ მამად? წვერიანი და „ჭუჭუებიანი" დედიკოები უნდათ?! ამაზე რატომ არ ფიქრობთ?! იმ ბავშვებს უფლებები არა აქვთ?
თუ ასეა, მაშინ ზოოფილებსაც მივცეთ უფლება, რომ ძროხებზე, თხებზე, ვირებზე იქორწინონ! მათაც ხომ აქვთ ამის უფლება? მე ვიცი კაცი, რომელიც ციხეში ინდაურის გაუპატიურებისათვის იჯდა. იმ კაცს ხომ აქვს კანონიერი უფლება, ინდაური უყვარდეს და მასზე დაქორწინდეს? ამაზეც ამოიღეთ ხმა, კაპიტანო გიგაურო! ამის დაკანონებაც მოითხოვეთ!
- ბოლო დროს უკრაინული მედია აქტიურად ავრცელებს სააკაშვილისა და ადეიშვილის საუბრების ფარულ ჩანაწერს. მართალია, მათი ავთენტურობა დადასტურებული არ არის, მაგრამ თავისი შინაარსით ძალიან სკანდალურია. მაგალითად, ბოლოს გავრცელებული სტენოგრამის თანახმად, სააკაშვილი ადეიშვილს ეუბნება - სულხან მოლაშვილი ციხეში რატომ არ მოკალით და ემზარ კვიციანი კოდორის ხეობიდან ცოცხალი რატომ გაუშვითო? რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
- პოროშენკოსა და ერთ-ერთ ცნობილ უკრაინელ ოლიგაქს შორის შემდგარი საუბრის სტენოგრამაც გამოქვეყნდა. ოლიგარქი ეუბნება პოროშენკოს - სააკაშვილს უკრაინის პრემიერ-მინისტრობა უნდაო, პოროშენკო კი პასუხობს - ეს შავ...რაკიანი უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვერასოდეს გახდებაო!
ეს კარგად მეტყველებს იმაზე, ვინ არის პოროშენკო, ვინ არის სააკაშვილი და რა დამოკიდებულება აქვთ მათ ერთმანეთისადმი!
რაც შეეხება სააკაშვილისა და ადეიშვილის საუბარს, ამაში გასაკვირი არაფერია! ისინი სწორედ ასე აზროვნებენ და ასეთი მეთოდებით მართავდნენ საქართველოს!
- ამ სტენოგრამის თანახმად, სააკაშვილი ეუბნება ადეიშვილს, საქართველოში იმ დამპალ პროკურორებს ფულს ტყუილად უგზავნიო? ე.ი. რა გამოდის, საქართველოს მთავარ პროკურატურაში ადეიშვილის მოქრთამული კადრები მუშაობენ?
- რატომ არის გამორიცხული, რომ ასე იყოს?! რა, ადეიშვილის დროინდელი პროკურორები უცებ ფრთიან ანგელოზებად გადაიქცნენ?!
სხვათაშორის, ის მოსამართლე ქალბატონი, რომელიც სერგო თეთრაძის საქმეს იხილავს, ჩემში ძალიან სერიოზულ ეჭვებს იწვევს და მინდა იცოდეს, რომ ქართველი საზოგადოება უდიდესი ყურადღებით აკვირდება მის მოქმედებებს და სიმპათია-ანტიპათიებს!
ძველი დრო არავის ეგონოს! როცა საქართველოში ახალაიები „გულაობდნენ"!
- ბატონო გოგა, როგორც ვიცი, თქვენი ცნობილი ფილმი„ ოცნებების სასაფლაო", რომელიც აფხაზეთის ომს ეხება, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით, მაღალ ხარისხში აღადგინეთ და მაყურებელს საშუალება ექნება, იგი თბილისის კინოთეატრებში იხილოს!
- „ოცნებების სასაფლაო" არის კინოსურათი, რომლის შექმნაც ღმერთმა ინება!
1992 წელს გადავიღე ეს ფილმი, მაგრამ საბოლოო სახის მისაცემად საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა. 1997 წელს „ოცნებების სასაფლაო" თითქმის მთელმა მსოფლიომ ნახა, საქართველოში კი ეს ფილმი, პრაქტიკულად, არავის უნახავს!
დიახ, ორჯერ გავუშვი „კინოს სახლში" და ჯამში, ალბათ, ათასამდე ადამიანს თუ ექნება ნანახი, ტელევიზიით კი ერთხელ გავიდა და ისიც კოშმარული ხარისხით.
„ოცნებების სასაფლაოს" პირდაპირ საომარი მოქმედებების დროს ვიღებდით. გადაღებისას ერთი კაცი მოგვიკლეს და რამდენიმე დაიჭრა.
ამ ფილმში დაახლოებით 7 ათასი ადამიანია გადაღებული და იმ საოცარ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლახან, თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ მთელ ქვეყანას სამოქალაქო გმირობის მაგალითი უჩვენეს, მინდა ვუთხრა, - შვილებო, „ოცნებების სასაფლაო" თქვენს მამებზეა გადაღებული! დიახ, თქვენი მამები, 25 წლის წინათ, თქვენსავით ერთ მუშტად შეიკრნენ და წავიდნენ იქ, სადაც სამშობლოს უჭირდა! ბევრმა მათგანმა სიცოცხლე გაწირა, ბევრმა საკუთარი ჯანმრთელობა შეალია სამშოლოს დაცვას!
სამწუხაროდ, იმ თაობის თავდადება საქართველომ არ დააფასა! ომის დროს ბიზნესის მკეთებელმა ადამიანებმა და იმ ლაჩრებმა, რომლებმაც ომში წასვლა ვერ გაბედეს, ის თავგანწირული ბიჭები მორფინისტებად, ყაჩაღებად და „მაროდიორებად" მონათლეს!
თუ ახალგაზრდები კინოთეატრ „რუსთაველსა" და „ამირანში" მოვლენ, „ოცნებების სასაფლაოში" თავიანთ მამებს ნახავენ - ლაღ, თავდადებულ თაობას! ნახავენ, როგორ მიდიან ისინი ომში შიშველი ხელებით!
ის ბიჭები აფხაზეთის ომიდან დღე-ნახევარში კი არ გამოქცეულან, როგორც სააკაშვილი და მისი ჯოჯოები 2008 წელს, არამედ წელიწად-ნახევრის განმავლობაში შიშველი ხელებით იცავდნენ სამშობლოს!
- როდის და სად გაიმართება მაღალ ხარისხში აღდგენილი „ოცნებების სასაფლაოს" პრემიერა?
- „ოცნებების სასაფლაოს" პრემიერა შედგება სამშაბათს, 7 ივლისს, 19 საათსა და 30 წუთზე, კინოთეატრ „ამირანში".
„ოცნებების სასაღლაო" 24 ფესტივალზეა ნამყოფი. სოჭში, კინოფესტივალზე „კინოტავრი" რომ ავიღე, ბევრმა აფხაზმა ნახა ეს ფილმი, მერე კი კინოთეატრი დაიქირავეს და ცალკე მხოლოდ აფხაზებისათვის მოაწყვეს ჩვენება.
მოსკოვის კინოცენტრში შვიდჯერ აჩვენეს „ოცნებების სასაფლაო" და ერთ სეანსზე დაახლოებით 150 აფხაზი იყო მოსული. მერე სუფრაზეც წამიყვანეს და ერთ-ერთმა ძალიან ცნობილმა აფხაზმა თქვა, თუ ქართველებმა ასეთი ფილმის გადაღება შეძლეს, ე.ი. ჩვენს ურთიერთობას მომავალი ნამდვილად აქვსო!
- ბატონო გოგა, მერაბ კოსტავაზე დოკუმენტურ ფილმს რომ იღებდით, დაასრულეთ?
- დიახ, ამ ფილმის გადაღება დავასრულე და მისი პრემიერა 11-12 ივლისს ტელკომპანია „იმედის" ეთერში შედგება.
ფილმს ჰქვია „მერაბ კოსტავა - ცხოვრება და მოღვაწეობა!"
7 ივლისს 60 წლის ვხდები და ისე დაემთხვა, რომ ამ ფილმებით ქართველ საზოგადოებას თითქოს ანგარიშს ვაბარებ!
მე რომ ვარ ავტორი, ამიტომ არ ვამბობ, უბრალოდ, მებარ კოსტავას შესახებ გადაღებული 2-საათიანი დოკუმენტური ფილმი მართლა ძალიან საინტერესო გამოვიდა! ამ ფილმით ქართველი საზოგადოება მერაბ კოსტავაზე ისეთ რაღაცებს გაიგეს, რაც არავინ იცის!
ამ ფილმის გადასაღებად ხუთ ქვეყანაში - პოლონეთში, ლიტვაში, ლატვიაში , უკრაინასა და რუსეთში ვიყავი. ინტერვიუები ჩავწერე მსოფლიოში სახელგანთქმულ დისიდენტებთან, რომლებიც ფილმში მერაბ კოსტავაზე ლაპარაკობენ!
ვფიქრობ, ქართველი საზოგადოება მერაბ კოსტავაზე გამაოგნებელ ამბებს შეიტყობს!
მადლობა მინდა გადავუხადო ტელეკომპანია „იმედს", რომელიც ამ ფილმს საკუთარ ეთერში უშვებს!
საერთოდ, იმედი მქონდა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი" გაუშვებდა, მაგრამ უარი მითხრეს! ეტყობა, „პირველ არხზე" არსებულმა საბჭომ მიიჩნია, რომ მერაბ კოსტავაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი ქართველი საზოგადოებისათვის საინტერესო არ არის!
ესაუბრა ჯაბა ხუბუა
გაზეთი „ასავალ-დასავალი"