reportiori.ge - ჩემს ახალგაზრდობაში თბილისში სულ 4 გეი დადიოდა - რას ფიქრობს გივი ბერიკაშვილი ერთსქესიანთა ქორწინებაზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 04:58
პრეს-დაიჯესტი
ჩემს ახალგაზრდობაში თბილისში სულ 4 გეი დადიოდა - რას ფიქრობს გივი ბერიკაშვილი ერთსქესიანთა ქორწინებაზე
ავტორი:
06 ივლისი, 2015. 15:12


ქორწინება ორ ადამიანს შორის, რომლებსაც ერთი და იგივე სქესი აქვს, პირველად ნიდერლანდში, 2001 წელს დაკანონდა. წყვილებს დაქორწინების იურიდიული შესაძლებლობა მიეცათ. მას შემდეგ, ერთსქესიანთა ქორწინება თოთხმეტმა სხვა ქვეყანამ დააკანონა. ახლახან ქორწინების ეს ფორმა ნებადართულად გამოცხადდა ამერიკის ყველა შტატშიც. საქართველოში სექსუალური უმცირესობების გამოსვლები ყოველთვის დიდი ხმაურის ფონზე ხდება. საზოგადოებაში გაჩნდა აზრი (შეიძლება ითქვას, შიშიც), რომ შესაძლოა, იმავე კანონზე მუშაობა საქართველოს პარლამენტშიც დაიწყონ.



გივი ბერიკაშვილი, მსახიობი:


- შემირცხვენია ის პარლამენტარი, რომელიც საქართველოში ამ კანონის მიღებას მხარს დაუჭერს. მე სხვანაირად ვარ გაზრდილი და კაცებს შორის ურთიერთობის ეგ ფორმა მიუღებელია. მაგას უბედურებას ვეძახი. ეს უბედურება მალულად ყოველთვის იყო. - კაცი კაცთან? - ყველა გაოცებული ამბობდა. იმათ, ვისაც მამაკაცური ფუნქციები დაკარგული ჰქონდათ, ავადმყოფს ეძახდნენ და მკურნალობდნენ. ახლა რა ხდება, ხომ ხედავთ? უიმე!!! ამ თემაზე ლაპარაკიც კი მძაგს.


- დღევანდელისგან განსხვავებით, მაშინ საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე ღიად არავინ ლაპარაკობდა.


- ჩემს ახალგაზრდობაში ვინ იყო გეი და ვინ - არა, ვიცოდით. თბილისში სულ 4 ეგეთი კაცი დადიოდა, მაგრამ თავიანთი მდგომარეობის შესახებ კი არ გაჰყვიროდნენ, თავისთვის ჩუმად იყვნენ, აქციებს არ აწყობდნენ. დღეს რა ხდება, რა ამბავში არიან? მე ჩემს შვილებს მივხედავ და ჩემს ახლობლებს. საზოგადოებამ ხმა უნდა ამოიღოს. ამ უმსგავსობის დაკანონება საქართველოში როგორ შეიძლება, მოხდეს? კაცი კაცი უნდა იყოს და ქალი - ქალი, სხვა ყველაფერი არანორმალურია.

 

- სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები საზოგადოების დიდი ნაწილში აგრესიას იწვევენ, ამ ადამიანების მიმართ თქვენ როგორი განცდა გაქვთ?


- მეცოდებიან, შვილო, მეცოდებიან, სხვა რა განცდა შეიძლება მქონდეს? ვაჟა-ფშაველას გამზირზე შევნიშნე რამდენჯერმე „იუბკიანები", რომ ვხედავ ხოლმე, სიცილით ვკვდები. შეიძლება, მე გიჟი ვარ და ბევრი რამ არ მესმის.


- ქართველ კანონმდებლებს რას ეტყვით, ამ საკითხის განხილვა საერთოდ უნდა მოხდეს თუ  არა?


- მაგათ ურჩევნიათ, მიიღონ კანონი და დადგინონ, რომ ქალი ქალი უნდა იყოს და კაცი - კაცი. წლების წინ რას წარმოვიდგენდი, ქართველ კაცებს შორის ამ თემაზე ლაპარაკი საერთოდ თუ ჩამოვარდებოდა? თანამედროვეობაში ბევრი რამ მაოცებს. ჩემს ახალგაზრდობაში კალათბურთის ცნობილი ტრენერი იყო, ქორქია, კაცი კაცთან როგორ „იმასშვებოდა", მაგას ეგ ვიდეო მოსკოვში აჩვენეს. ნანახს ისე უმოქმედია, ადამიანი ცუდად გამხდარა. არაა ეგ საჩვენო საქმე და აჯობებს, შევეშვათ.



 

წყარო: gzapress.ge, თამუნა კვინიკაძე


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016