reportiori.ge - გია კორკოტაშვილი: ამერიკელებმა სიტყვა „დემოკრატია“ შემაზიზღეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 04:31
პრეს-დაიჯესტი
გია კორკოტაშვილი: ამერიკელებმა სიტყვა „დემოკრატია“ შემაზიზღეს!
ავტორი:
08 ივლისი, 2015. 10:11


ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებამ ხალხი შეიძლება, ქუჩაში გამოიყვანოს! - აცხადებს საზოგადოებრივი გაერთიანება „ქართული მისიის" ლიდერი გია კორკოტაშვილი და ხელისუფლებასთან ერთად საზოგადოებასა და ეკლესიას საკუთარი აზრის დროულად დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.


- ამერიკელებმა, რომლებიც საკუთარ თავს დემოკრატიის შუქურას უწოდებენ, სიტყვა „დემოკრატია" შემაზიზღეს. თუ დემოკრატიაა ვიეტნამის ან ერაყის ომი, სერბეთის დაბომბვა და შემდეგ რაკეტებზე მილოცვის წარწერა, მიმიფურთხებია ასეთი დემოკრატიისთვის! ახალგაზრდობაში სულ სხვა შეხედულება მქონდა შტატებზე, მე რომ ამ ქვეყანას პატივს ვცემდი, ისე ვის უყვარდა, მაგრამ ბოლო წლების მანძილზე ბევრი რამ გადავაფასე ჩემში. თუ დემოკრატია ერთსქესიანთა ქორწინებას ნიშნავს, არ მინდა ასეთი დემოკრატია! ვინც ამ ანომალიის მომხრეა, ღმერთის წინააღმდეგ მიდის. ამ გზით ღვთის მიერ შექმნილი ადამიანები ვერ მრავლდებიან!


დგება მომენტი, როცა ერმა თავისი სიტყვა უნდა თქვას. თუ ქართველი ერი ერთსქესიანთა ქორწინების კანონს „შეიტენის", გამოდის, რომ მომავალზე უარს ვიტყვით!


- თუ ამას ევროპა, დასავლეთი ითხოვს?

 

- „ასავალ-დასავალიდან" ერთ-ორ ტკბილ სიტყვას ვიტყოდი, მაგრამ უხამსობაში ჩამეთვლება და მკითხველს არ ვაკადრებ. ევროპამ და ამერიკამ რაც უნდა მოგვახვიონ თავზე, ჩვენ ამას არ დავუშვებთ! თავი დაგვანებეთ, ძმაო! რაც გინდათ, ის გიქნიათ, თუ გნებავთ, სარი დაიჭირეთ ხელში და თუ გნებავთ - ძმას ძმა შერთეთ ცოლად, ჩვენს თავს როგორმე მივხედავთ. ევროპელობა არ ნიშნავს იმას, რომ კაცმა კაცი მოიყვანოს ცოლად! ჩვენ არ ვართ ბიჭის ბიჭზე დასაქორწინებელი ერი! ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ერთსქესიანთა ქორწინება საქართველში არ დაკანონდეს! მეტიც, პარლამენტმა ამ საკითხის განხილვაც კი არ უნდა დაიწყოს! დროულად უნდა მოხდეს ადამიანების სრული ლუსტრაცია - ვინ არის კანონის წინააღმდეგი და ვინ - არა. ვინც არ გამოვა და თავის აზრს არ გამოთქვამს, ჩავთვლი, რომ ეთანხმება ამ საშინელებას.


- არადა, ამ ყველაფერს ტოლერანტობით ხსნიან...

 

- ობამა, რომელმაც ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება ამერიკის გამარჯვებად აღიარა, ჩემს თვალში ნულია! შეიძლება, ობამასთვის საერთოდ არ ვარსებობ, მაგრამ განა ჩემნაირი ადამიანებისგან არ შედგება ქვეყნიერება?! სრულ თანადგომას ვუცხადებ ირაკლი ღარიაშვილს, რომელმაც გასაგებად და მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია - ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი - ქორწინება და ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობაო.


- სამაგიეროდ, არასამთავრობოებმა გაილაშქრეს ღარიბაშვილის ამ განცხადების წინააღმდეგ...

 

- ყურთან ახლოსაც ნუ მიიტანს არასამთავრობოების პოპულისტურ გამოსვლებს. თანადგომა და დასაყრდენი უზნეო ადამიანებში კი არა, ხალხში ეძებოს! მილიონიანი არმია გამოვალთ და გვერდში დავუდგებით ღარიბაშვილს: საერთოდ, ვინ არიან ეს ე.წ. არასამთავრობოები?! ვის დაეკარგნენ?! ერთ მშვენიერ დღეს შვილებმა რომ გამოგიცხადონ, - ჩემივე სქესის ადამიანზე ვქორწინდებიო, მოგეწონებათ?!


დღეს სურთ, ირაკლი ღარიბაშვილს ჩირქი მოსცხონ, მაგრამ გარწმუნებთ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მას ტალახი ვერ მოხვდება. საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი ზუსტად ისე ფიქრობს, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი! კიდევ ერთხელ ვამბობ, მთავარია, პრემიერ-მინისტრი საზოგადოებასთან იყოს ახლოს, ხალხის პულსზე ეჭიროს ხელი, თორემ არასამთავრობოების სიტყვები ისე გაფრინდება, როგორც ბაბუაწვერა.


- არა მხოლოდ არასამთავრობოებმა, უმრავლესობის წევრმა, პარლამენტარმა თამარ კორძაიამაც წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა ლგბტ პირების ქორწინების დაკანონებას შეერთებულ შტატებში...

 

- თამარ კორძაია ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატია. მათ შემოევლოთ ჩემი თავი, ამ რაიონში უვაჟკაცესი ადამიანები ცხოვრობენ, მაგრამ მათ მიერ არჩეული დეპუტატი ასეთ რამეს რომ ამბობს, ხმა არ უნდა ამოიღონ?! ეს ქალბატონი პარლამენტში მათი სახეა! თუ ასე არ ფიქრობენ, უნდა გამოვიდნენ და ხმამაღლა თქვან. მანანა კობახიძეს შეიძლება ბევრ რამეში არ დავეთანხმო, მაგრამ ღიად განაცხადა - არ შეიძლება ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება, რაც გინდათ, ის თქვითო.


მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ეკლესიასაც მივმართო...


- ბრძანეთ...

 

- აღარ არის დიპლომატიური განცხადებების კეთების დრო.  სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა! შესაძლოა, ცოტა ხანში ჩვენც მოგვახვიონ თავზე ეს უხამსობა. ვთვლი, რომ ეკლესიაშიც უნდა მოხდეს ლუსტრირება - ვინ დგას მარჯვნივ და ვინ - მარცხნივ. რთულია ეკლესიაზე ლაპარაკი, ღმერთმა მაპატიოს განკითხვა, მაგრამ იქ დღესაც არიან დარჩენილი ადამიანები, ვისაც მიშას სურათი ხატის მაგივრად უკიდია გულზე. დიახ, გადამწყვეტი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას - ან დარჩება წმინდა საყდრად მამისა ჩვენისა, ან საზოგადოება ეკლესიასთან ურთიერთობას დაასრულებს! მართალი მამების იმედი მაქვს პატრიარქის ხელმძღვანელობით, რომ ასეთი საშინელების დაკანონებას არ დაუშვებენ.

 

ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016