reportiori.ge - მშვიდობის სადარაჯოზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 04:58
პრეს-დაიჯესტი
მშვიდობის სადარაჯოზე
ავტორი:
08 ივლისი, 2015. 13:28


გერმანელი ხალხის ფიურერის ადეკვატურობა ომის შემდეგ ეჭქვეშ დააყენეს მოკავშირეებმა. ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე რამდენიმე წლით ადრე, რაიხსკანცლერი სიტყვით გამოვიდა რაიხსტაგში.


„ბატონებო! რაიხსტაგის წევრებო! რაიხსტაგი დღეს ისტორიული დღის მონაწილეა, რადგან 30 იანვარი გერმანელი ხალხის დღეა. 4 წლის წინ დაიწყო დიდი ნაციონალ-სოციალისტური რევოლუცია. ხალხმა გვანდო ჩვენ ეს წლები გამოსაცდელ ვადად. მე არ გამიგია, მსოფლიოში თუ მომხდარა ჩვენნაირი რევოლუცია, რომელმაც ყოფილ ჩინოვნიკებს მისცა საშუალება, ემუშავათ მშვიდად და ყოველგვარი ღალატის გარეშე გერმანიის სამსახურში.

ოთხწლიანმა გეგმამ მოიტანა რაიხში მშვიდობა და მუშები არ გაფიცულან, რადგან სახელმწიფო ზრუნავს მათზე. გერმანელი ხალხის სახელის და ღირსების აღდგენა იყო ურთულესი ამოცანა ჩემთვის და როგორც რაიხსკანცლერმა, შევძელი ამის გაკეთება.


უკანასკნელი ასწლეულის განმავლობაში ბევრი სახელმწიფო შეიქმნა ევროპაში, რომელთა არსებობა არც ეკონომიკურ და არც პოლიტიკურ ჭრილში არ ჯდება. გერმანია და რაიხი - რეალობაა, ისევე როგორც იტალიის და პოლონეთის სახელმწიფობრივი არსებობა. შევძელით, გაგვეუმჯობესებინა მეზობლებთან ურთიერთობა ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე.


მე მყავდა სამი მეგობარი. პირველი მეგობარი პატარაობაა, მეორე კი ახალგაზრდობა, რომელიც სავსე იყო გაჭირვებით და ღალატით. მესამე მეგობარი კი დღეს გერმანელი ხალხის და რაიხის სახით მყავს. ეს მეგობრობა გაგრძელდება ჩემი სიცოცხლის ბოლომდე. და რომ არ მქონოდა რწმენა თქვენთან ერთად, დღეს გერმანელი კვლავ სამსახურის გარეშე და მშიერი ერი იქნებოდა. მსურს, დავსვა კითხვა - გეგულებათ ერი, რომელიც ჩვენზე მაღლა დგას დღესდღეობით?"


საინტერესო გამოდგა ობერზალცბერგის შეხვედრა, რომელსაც ისტორიული დატვირთვა აქვს დღესაც. სწორედ აქ გადაწყდა ომის დაწყების საკითხი.


ჰიტლერმა ობერზალცბერგის ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ფანჯარა დახურა: - გადავწყვიტე, სასიცოცხლო ტერიტორიებზე ვიზრუნო უკვე მომავალი წლიდან. ეს არ იქნება ბრძოლა რაღაც აფრიკული კოლონიებისთვის. დროა, ევროპაში ახალი წესრიგი დავამყაროთ.


საიდუმლო სერობის შედეგად გაირკვა, რომ კანცლერს მხარი მხოლოდ „ლუფტვაფემ" გერინგის სახით დაუჭირა. გროსადმირალმა ერიჰ რედერმა თავი შეიკავა. ისედაც, ფიურერი საზღვაო ფლოტის საქმეებში ნაკლებად ერეოდა. უკმაყოფილო ჰიტლერმა იმავე დღეს გერინგთან შეხვედრა არჩია ხელმეორედ და მოკლედ თქვა: არ მესმის გენერლების, პირიქით ომისკენ უნდა მიბიძგონ და აქეთ მე ვთხოვ, ტერიტორიები დავიბრუნო-თქო?

გერინგმა მხარი ამჯერადაც აუბა: ჩემო ფიურერო, რედერს ნუ გავამტყუნებთ, ჩვენი ფლოტი არაა ძლიერი. დროა, უვარგისი სამხედროები ავლაგმოთ!!!


საკმაოდ საინტერესოდ იქნა აღიარებული ჰიტლერის სუფრული ჩანაწერები, სადაც ის კაცობრიობის ნაკლზე საუბრობს.

ყოველივეს კი წინ უძღოდა მასობრივი შეხვედრები ევროპულ მედიასთან ...


1935 წლის დასასრულს, ჟურნალმა „LIFE" ექსკლუზიური ინტერვიუ სთხოვა ჰიტლერს. იმ პერიოდისთვის კანცლერი საკმაოდ რესპექტაბელურ პირად იქნა მსოფლიოში აღიარებული და ჩვევას არ უღალატა, დინჯად და არგუმენტირებულ პასუხებს სცემდა ჟურნალისტს.

LIFE: ბატონო ჰიტლერ! თქვენ მშვიდობიანი გერმანიის მომხრე ბრძანდებით, თუმცა SS და SA დაპირისპირების შესახებ საუბარს გაურბიხართ.


ჰიტლერი: ეს თემა ჩემთვის მტკივნეულია. არავის არ სურდა მოიერიშეების ხელმძღვანელების განადგურება. არც შტრასერის დასჯა. მაგრამ მოდით, სხვანაირად შევხედოთ საკითხს. რემს რაიხსვერის შეცვლა სურდა, შტრასერი კი პარტიის საიდუმლოს ასაჯაროებდა. იქამდე მივედით, რომ რაიხი გადატრიალების მორევში მოხვდა. აწყობილი საქმე გასაჯაროვდა. ერთმა მუჭა პროვოკატორებმა დასმენების ხარჯზე მოინდომეს ძალაუფლება. რა უნდა მექნა? ან მე, ან ისინი. ამ ბრძოლას თავი შევწირეთ და იძულებული გავხდი, ისინი მკაცრად დამესაჯა. განა თქვენთან როდესაც დიასახლისი ნამცხვარს გამოაცხობს, სტუმარს ცხელს მიართმევს? მგონი არა. ასე რომ, ახალმა ხალხმა ჯერ ნდობა უნდა მოიპოვოს და მერე სახელი. ესენი იყვნენ მედროვეები და და რაიხის მტრები.


1935 წლის 2 მაისს საბჭოთა კავშირმა საფრანგეთთან ხელშეკრულება გააფორმა, რის საფუძველზე ეს ქვეყნები ვალდებულებას გამოთქვამდნენ აგრესიის წინააღმდეგ მესამე ქვეყნის მხრიდან. მეტიც, დამატებით ხელი მოეწერა სამხედრო დახმარებას ომის შემთხვევაში მესამე ქვეყნის მხრიდან. ფიურერმა დროულად აუღო ალღო შექმნილ მდგომარეობას და 21 მაისს ისტორიული სიტვით გამოვიდა რაიხსტაგში:


„დღეს ისე როგორც არასდროს, გერმანიის საგარეო კურსი მშვიდობიანია. დღითი დღე ვამყარებთ ურთიერთობას მეზობელ სახელმწიფოებთან. მესამე რაიხი ახალგაზრდა წარმონაქნია და მისი სიძლიერე ევროპის სიძლიერეა. ხელისუფლებაში მოვედით იმისთვის, რომ არ განმეორდეს ომი ევროპაში. ჩემივე სიტყვების დასადასტურებლად, მზად ვარ, ნებისმიერ სახელმწიფოსთან დავდოთ მშვიდობის პაქტი. რაიხს სურს საუკუნეების მანძილზე მშვიდობიანი პოლიტიკის გატარება და მზად ვართ ხანგრძლივი მშვიდობისთვის, რასაც მომავალი ორივე ოლიმპიადის მასპინძლობით ვადასტურებთ. და თუ ომის აუცილებლობა გარდაუვალი გახდება, შევძლებთ იმ ქვეყნებთან ერთად დაძაბულობის აღკვეთას, ვისთანაც პაქტი გვექნება დადებული.


საინტერესოა შემდეგი ფაქტიც: 1935 წელს ჰიტლერის პირადი მითითებით უნდა დაემარცხებინა სიმსივნე მესამე რაიხს. ადოლფის გაჩენამდე მისი ძმები უდღეურები აღმოჩნდნენ და მალევე გარდაიცვლანენ. ოჯახის ექიმის განცხადებით, პატარა ადოლფს სულ მოყვითალო სახე ჰქონდა და ხშირად ავადმყოფობდა. დედამისის კლარა პელცლის ყურადღება სწორედ ადოლფისკენ იყო მიპრყობილი. აი მამა ალოისი კი ყოველივეს ეჭვიანობით ეკიდებოდა. სწორედ პატარა ასაკიდან ადოლფმა შეიყვარა დედა, რომელიც საუკუნის დასაწყისში მკერდის სიმსივნით გარდაიცვალა. როგორც კი რეიხის სათავეში მოვიდა, იმ წუთიდან მან დაიწყო კონსულტაციები წამყვან მედიკოსებთან, რომლებიც განყოფილება H-ს პარალელურად მუშაობდნენ ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.


შთამბეჭდავი გამოდგა ჰიტლერის შემდეგი სუფრული საუბრის სტენოგრამა: - მართალია, დღეს ვომობთ, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ მედიცინა. კაცობრიობის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს სიმსივნით დაავადება. ნამდვილად არ ვიცი, საიდან იწყება ეს დაუპატიჟებელი პროცესი ორგანიზმში. მჯერა, რომ მომავალში მას სხივების მაგვარით ვუმკურნალებთ. წარმოიდგინეთ, რომ ცუდად ვართ. მაგიური სხივის დანათება ავადმყოფ ადგილზე და 10-15 წუთში ჯანმრთელები ვართ. ხშირად მესმის, რომ მწეველებს ემართებათ სიმსივნე, მაგრამ ამ სიტყვის ავტორები ცდებიან. უნდა ვაღიარო, რომ შეთხვევითი დაავადება არაა ეს, რომელიც შეიძლება გაციებას შევადაროთ. ერთხელ კიდევ უნდა მოვუწოდოთ ექიმებს, გამონახონ საშუალება განუკურნებელი სენის დასამარცხებლად.


პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით ახსენა ჰიტლერმა მაგიური სხივი, არავინ ვიცით. იმ პერიოდისთვის „ანანერბე"-ს ყველა განყოფილება სრული დატვირთვით მუშაობდა...


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო: timer.ge, ბექა კვიციანი

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016