reportiori.ge - „სერობა“ ლევან რამიშვილისა, თამარ ჩერგოლეიშვილისა და გიორგი ქადაგიძისა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:18
მთავარი თემა
„სერობა“ ლევან რამიშვილისა, თამარ ჩერგოლეიშვილისა და გიორგი ქადაგიძისა!
ავტორი:
10 ივლისი, 2015. 01:31



ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე თამარ ჩერგოლეიშვილთან, ზაზა ბიბილაშვილთან და ლევან რამიშვილთან ერთად ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა.  შესაბამის ვიდეოჩანაწერს Fორ.გე ავრცელებს და ამასთან დაკაშირებით სტატიასაც აქვეყნებს.


„ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულმა პერიპეტიებმა საქართველოს ხელისუფლებას ურთიერთობა დაუძაბა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. რა თქმა უნდა, რთული ასახსნელი იყო სებ-ის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძისა და „ნაციონალური მოძრაობის" მეგობრობის გამო, ეროვნული ბანკისთვის საზედამხედველო ფუნქციის ჩამორთმევა, მითუმეტეს, რომ ქვეყნის პრეზიდენტიც ხშირად აკრიტიკებდა ხელისუფლებას ამის გამო. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას", ეს უკანასკნელი შანსს არ უშვებდა ხელიდან, როგორმე დასავლეთთან დაებეზღებინა მმართველი ძალა და ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული მოვლენები პირდაპირ მისწრება იყო მათთვის. აღნიშნულ ვიდეოში კარგად ჩანს, ორიოდე დღის წინ გიორგი ქადაგიძე როგორ ერთობოდა რესტორან „ხარფუხში" თამარ ჩერგოლეიშვილთან, ზაზა ბიბილაშვილთან და ლევან რამიშვილთან ერთად. ერთი შეხედვით, შესაძლოა, სკანდალური აქ არაფერია და პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ადამიანები ერთმანეთთან მეგობრობენ და რესტორნებშიც ერთობიან, თუმცა „ნაციონალური მეგობრობა" სულ სხვაა. 3 წელი ხდება, რაც „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა და „ნაციონალური ნარჩენების" გამო, ძალაუფლების ხელში აღება ხეირიანად ვერ მოუხერხებია - ყოველდღიურად ვხედავთ საბოტაჟის გამოვლინებას ქვეყნის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში. გამონაკლისი არც ფინანსური სფეროა, სადაც ბოლო პერიოდში უცნაურად ვითარდება მოვლენები - ლარის კურსის სიმყარე პირდაპირპროპორციულია ქადაგიძის თანამდებობრივი რყევების. როგორც კი ხელისუფლებამ სიმკაცრე გამოიჩინა და სავალუტო ოპერაციების კონტროლზე ალაპარაკდა, ლარის კურსმა იმავე ღამით დაიწყო გამყარება.  მართალია, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში აღარ იმყოფება და უკვე, არც ამ ქვეყნის მოქალაქეა, მაგრამ დღემდე „ნაციონალური მოძრაობის" შეუცვლელ ლიდერად განიხილება. სააკაშვილმა ხელისუფლების დაკარგვის შემდეგ, უამრავჯერ მოახერხა „ქართული ოცნების" ხელისუფლების დისკრედიტაცია, თავად ქვეყნის იმიჯის ფასად, რადგან ეს ის შემთხვევაა, როგორც ამბობენ - „ჩემს შემდეგ ქვა ქვაზე ნუ დარჩენილაო". ძალიან გვსურს, ვირწმუნოთ ქადაგიძის, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან" არაფერი აკავშირებს და არც ნაციონალებს აქვთ კავშირი ლარის კურსთან, თუმცა უცხოელებისგან განსხვავებით, ჩვენ უფრო ბევრი ვიცით „ნაციონალურ მოძრაობაზე" და რაზეა წამსვლელი მისი როგორც ლიდერი, ასევე თითოეული წევრი", - წერს Fორ.გე სტატიაში, რომელსაც თან შესაბამისი ვიდეო ერთვის.


 

 

 

წყარო: for.ge  

 

 

 


 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016