reportiori.ge - სკანდალური ვიდეოჩანაწერი - რისთვის შეიკრიბნენ რესტორან „ხარფუხში“ „ნაციონალები“ და გიორგი ქადაგიძე?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 04:17
პრეს-დაიჯესტი
სკანდალური ვიდეოჩანაწერი - რისთვის შეიკრიბნენ რესტორან „ხარფუხში“ „ნაციონალები“ და გიორგი ქადაგიძე?
ავტორი:
10 ივლისი, 2015. 12:46


რომ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის საეჭვო წარსული და ჩვენს თავს დატრიალებული უბედურება ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, ალბათ, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერს ყურადღებას არავინ მიაქცევდა. რომ არა ბიძინა ივანიშვილის მიერ საეჭვოდ გაღებული გულმოწყალება, დანაშაულის პატიება და სავალუტო ფონდის წარმომადგენლების თვითნებობა, იგივე ქადაგიძე სამიოდე დღის წინ ნამდვილად ვერ გაერთობოდა „ნაციონალებთან" ერთად რესტორან „ხარფუხში". თამარ ჩერგოლეიშვილი, ზაზა ბიბილაშვილი, ლევან რამიშვილი, გიორგი ტუღუში, ოთო კახიძე, ქეთი დევდარიანი, ანი გაგუა, ირაკლი საღინაძე - აი, ის „სასტავი", რომელთანაც ქადაგიძე თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში მხოლოდ „ნაციონალების" სიცილ-კისკისი და ჭამა-სმა გახლავთ აღბეჭდილი, მაგრამ, როგორც ინკოგნიტო წყარო უყვება „ალიას", მათი შეკრების მიზანი მარტო ღრეობა არ ყოფილა.


სანამ დეტალებზე გადავალთ, საინტერესო იქნება, გადავხედოთ უკრაინული „ვიკილიკსის" მიერ გამოქვეყნებული მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საუბრის ბოლო (მეოთხე) ჩანაწერის გაშიფრული ტექსტის ეპიზოდს, სადაც იმ თემაზეა ყურადღება გამახვილებული, რომელსაც შემდეგ მძივივით მოჰყვება რესტორანში გამართული პურმარილი:


სააკაშვილი - შენც გააქტიურდი მაგ მიმართულებით. კეზერამ იცის, ფინანსები მზად არის, მაგრამ არ უნდა გაბაზრდეს. ჯერ ენჯეო იქნება, კახა ქაჩავს ჯერჯერობით.


ადეიშვილი - რომელი კახა?


სააკაშვილი - კახა, აფთიაქარი... ოქი.


ადეიშვილი - ა, ხო, მივხვდი, ამომივარდა თავიდან.


სააკაშვილი - ჩალიჩმაისტერია მაგი, პინგვინასთანაც მივიდა და დაალაგა ურთიერთობები, პარლამენტში რაღაცეები ეხმარება, რა. მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა ავრიოთ. ეს ლიბერალური ფრთა გააძლიეროთ უნდა აუცილებლად. ბაქრაძეს გამოუვა მგონია. ალასანიასაც წავეხმარებით, ოფისების გახსნა დაიწყო და აძლიერებს უკვე. შალვაზე მოსაფიქრებელია, რას გაქაჩავს, ეგ ჩემისა, უნდა ვნახოთ. შენ ანალიზი გააკეთებინე, ვინ რისი გამქაჩველია და მერე გავიაროთ ეგ თემა... კეზერა კონტაქტზე გყავდეს და რაც დავალებული აქვს დროულად დააფინანსოს. მერე იმ კომპანიიდანაც გადმოვაგდებ, თუ იქნა საჭირო. ერთი ადგილის თამაში თუ დაიწყო, მითხარი აუცილებლად. ხო, როგორც ვთქვით, ახალმა „სასტავმა" დახმარება გაუწიოს დაზარალებულებს, გიგასთან და გივისთან არ დაფიქსირდნენ, არც ერთ შემთხვევაში. სტიქიით დაზარალებულებთან იარონ და იქ გამოჩნდნენ. ყველაფერი რეალურად უნდა იყოს.


ადეიშვილი - კი, გასაგებია მაგაზე ხომ შევთანხმდით? ხაჩოს უკვე ვუთხარი და იცის, სამოქმედო გეგმის მიხედვით წავლენ. ბიძოზე მითხარი, რა... არაფერს გააკეთებსო, რო ამბობ, დაზადნავს ვითომ და დათმობს, რო!?


სააკაშვილი - ვერ ხვდები, რა ხდება ეხლა? ეგ პინგვინა ვერაფერს იზამს მნიშვნელოვანს. ყურებით ყავთ დათრეული, თანხებში მაგრა გაჭედეს, დასახარჯი ფული აღარ აქვს. აბა, რა გგონია, ესე ადვილად რომ დანიშნა თინა და სხვები, რა, ალასანიას რომ ემუქრებოდა, ქნა რამე?!


ადეიშვილი - მაგას ეხლა ფული არ აქვს, ვერ დავიჯერებ.


სააკაშვილი - რას ვერ დაიჯერებ, შე ჩემა? ყველა ფონდში გაჭედეს, თუ ხტუნვა დაიწყო, ნოლზე დასვამენ ამერიკელები. ხოდა, მაგას დარჩება პინგვინები. აი, ნახავ ეხლა სტიქიაზე რამეს თუ გააკეთებს; ფული არ აქვს, გეუბნები. შეშინებულია, აღარ დახარჯავს არაფერს.

 

ადეიშვილი - რაღაც ფონდი რომ გააკეთა, იქიდან დააფინანსებს, იქ ბეჟუაშვილმა დიდი თანხა შეიტანა, კახიმ დააკონტაქტა ბიძინას, ხუთასი მილიონი, მგონი. ამას იმიტომ გეუბნები, რომ კონტაქტზე გამოვიდა, შეხვედრას ითხოვს ეხლა. სხვებსაც უნდათ შეხვედრა, სიტუაცია შეიცვალა რეალურად. ოდესაში რომ წამოვედით, იგრძნეს სიტუაცია და გადარბენებზე არიან.


სააკაშვილი - ეგ დედამიწერილი ბეჟო მილიარდერი გავხადე, როცა კი გართულდა საქმე, იმ წუთში გადახტა და ბიძინას შეუძვრა. ესე ბევრმა გააკეთა. მაგათ დედა უნდა მოვუტ...თ, რა! იქაური ბიზნესმენები კალაძემ დაითრია, და ეხლა ის პინგვო პრემიერად ქაჩავს. დანიშნოს, ჩვენთვის უკეთესი იქნება, მაგრამ პროჭობა არავის არ შერჩება!

 

ადეიშვილი - მოიცა, რა, მიშა, ყველას ნუ დავერევით. ეგენი რა პროჭები არიან, კარგად ვიცი. ახლა დავითა კონტაქტზე გამოდის და სხვებიც ცდილობენ. კახის დათრეული ტიპები გაურბიან. ჩვენ შევპირდეთ და ჩავაბათ საქმეში. მერე ვეღარ ისკუპებენ. პირიქით, ვინც ჩამოშორდება მაგათ კოალიციას, ყველა უნდა შევიფაროთ. ეს ტენდენცია არის შესაქმნელი. თან დავალებები მივცეთ.


სააკაშვილი - კაი, კაი, მასე გავაკეთოთ.



და მაინც, რაზე ილაპარაკეს „ნაციონალებმა"? რისთვის დაატარებენ რესტორნებში გიორგი ქადაგიძეს?

 

დაუკვირდით, რა დავალებებს იძლევა სააკაშვილი: „კეზერამ იცის, ფინანსები მზად არის", „ალასანიასაც წავეხმარებით", „კეზერა კონტაქტზე გყავდეს და რაც დავალებული აქვს, დროულად დააფინანსოს". ინკოგნიტო წყაროს თქმით, „ნაციონალებს" ფული არც ქვეყნის შიგნით აკლიათ, მაგრამ როგორც სააკაშვილი ამბობს, კეზერამ უნდა დააფინანსოს რაღაც საქმეები:


„არჩევნები ახლოვდება, რეგიონებშიც გააქტიურებაა საჭირო, იქით ალასანიას უნდა დაეხმარონ, აქეთ კიდევ ვიღაცები მოისყიდონ, რომ პოლიტიკური სიტუაცია არიონ. მოკლედ, უკვე დიდი ფულია საჭირო და შიდა რეზერვებით ვეღარ გაქაჩავენ. ამ ლაპარაკის შემდეგ ჩაიყვანა მიშამ მთელი „ნაციონალური" „სასტავი" კიევში, იქაც იბაზრეს ამ თემებზე და დაალაგეს სქემა, როგორ უნდა შემოვიდეს საქართველოში ფული. აქ სქემა ცოტა შეიცვალა, ყველას აღარ ენდობიან და ამიტომაც „დაპატიჟეს" ქადაგიძე რესტორანში".


სანდო წყაროს ინფორმაციით, „ნაციონალები" ქადაგიძეს იყენებენ, რათა საბანკო სისტემაში მონახონ ხვრელები და დაუბრკოლებლად გადმორიცხონ თანხები როგორც ოფშორული ანგარიშებიდან, ისე რომელიღაც კომპანიიდან, ანუ უკრაინიდან სააკაშვილის დახმარებით. წესით, „ნაციონალებს" არც ისე უნდა გაუჭირდეთ ფულის შემოტანა, რადგან საქართველოში რამდენიმე ბანკი მათია, მაგრამ აქ უკვე დღის წესრიგში დგას ისევ და ისევ ნდობის საკითხი:


„მიშა სულ დედის ტრაკს უტრიალებს ზოგიერთს, რომ უკვე არაერთი მივიდა ივანიშვილთან თავშესაფრის მოსაძებნად. რამდენიმეს ეს ადრევე გამოუვიდა, რამდენიმე ახლა ცდილობს. ამიტომ, მან არ იცის, ვინ როდის გადააგდებს. როცა საუბარი დიდ ფულზეა, სისტემაში 100-პროცენტიანი ხვრელებია მოსაძებნი და ასევე, საიმედო ადამიანებიც. ქადაგიძე კიევში ვერ ჩავიდოდა სააკაშვილთან, ფაქტი ძალიან აყვირდებოდა, ამიტომ ეს ფორმა მოძებნეს. ამათ არ ეგონათ, თუ რესტორნის ამბავი გაუბაზრდებოდათ, მაგრამ, რაკი გაუბაზრდათ, ახლა იღადავებენ, მეგობრები ვართ, მერე რა მოხდაო? ამათი გეგმები მარტო მეგობრობას რომ ეყრდნობოდეს, კიდევ რა უჭირდა? ნახეთ, რა „სასტავია": ბოკერია, რამიშვილი, ოთო კახიძე და ასე შემდეგ. კახიძე აუცილებლად სჭირდებოდათ, თუ რამე მოხდა, იურიდიულ საკითხებში ხომ არ უნდა ჩაიჭრან"?


ამ შემთხვევაში რა შეუძლია გააკეთოს სახელმწიფომ? როგორც ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსის, დავით კეზერაშვილის ყოფილი მოადგილე, სერგო ჯავახიძე ამბობს „ალიასთან" საუბარში, ქვეყანაში ფულის შემოტანის იმდენი ხერხი არსებობს, სახელმწიფო ფიზიკურად ვერ გააკონტროლებს ყველაფერს:


„ფული ნაწილ-ნაწილ რომ ჩამოირიცხოს თუნდაც ოფშორებიდან, ვერც ვერაფერს იზამ. ერთია საბანკო სისტემა, მეორეა საზღვარი, სადაც უამრავი ხვრელია. მე შენ გეტყვი, ყველა კუთხე-კუნჭული დაცული გვაქვს, აი. შეიძლება შემოტანა სადახლოდანაც, წითელი ხიდიდანაც, აჭარის მხრიდანაც. რაც შეეხება საბანკო სისტემას, თუ ფიზიკურ პირზე საიდანმე ჩამოირიცხება 30 ათას ლარზე მეტი, ბანკის ხელმძღვანელობა აწვდის ინფორმაციას შესაბამის ორგანოებს. თუ საბაჟოზე აუცილებელია თანხების დეკლარირება, ბანკში ეს არ არის საჭირო. საერთოდ, სააკაშვილის დროს ყველა ერიდებოდა პირად ანგარიშებზე დიდი თანხების ჩარიცხვას, რადგან მერე ყურადღების ცენტრში ხვდებოდნენ. ფული იყოს და ეგენი კარგად მოახერხებენ გადმორიცხვას, მით უმეტეს, თუ სანდო ბანკი იქნება, დაახლოებით 100 ან მეტ ადამიანზე გადაანაწილებენ და გამოუშვებენ, ამდენ ხალხს რას უზამ? თუ რამეს ეტყვი, აქეთ შემოგიბრუნდება, შენ ვინ გეკითხება, მე უცხოეთიდან ნათესავმა გადმომირიცხაო. თუ უნდათ, ამას მერე პარტიაში შეიტანენ შემოწირულობის სახით, თუ უნდათ, ისე დახარჯავენ".


როგორც ხედავთ, სახელმწიფო ფულის წინაშე უძლურია. ამ შემთხვევაში კი ყურადღებაა გასამახვილებელი, თუ რას მოხმარდება დიდი თანხები და რა პროვოკაციების მოწყობას დააპირებენ „ნაციონალები". რაც შეეხება რესტორნებში ღრეობას, იღრეონ, ოღონდ ხელისუფლებამ ყურები გამოიბერტყოს!

 

 

 

გელა ზედელაშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016