reportiori.ge - სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელმა თავი ჩამოიხრჩო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:03
საზოგადოება
სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელმა თავი ჩამოიხრჩო
ავტორი:
23 ივლისი, 2013. 20:12

გორში სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელმა  თავი ჩამოიხრჩო. 29 წლის გიორგი ოქროპირიძემ თავი საკუთარი საცხოვრებელი სახლის სარდაფში მოიკლა. თვითმკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით ადგილობრივმა სამართალდამცველებმა გამოძიება უკვე დაიწყეს.
ოჯახის წევრები თვითმკვლელობის ვერსიას ვერ ასახელებენ. გიორგი ოქროპირიძე სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობდა, მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა. ოქროპირიძემ რამდენიმე წელი  რუსთავის სასჯელაღსრულების ერთ-ერთ დაწესებულებაშიც იმუშავა, შემდეგ სამსახური შეიცვალა, მოგვიანებით კი კვლავ აღნიშნულ სისტემას დაუბრუნდა. 
ოჯახის წევრების თქმით, გარდაცვლილი ეკლესიურად ცხოვრობდა, მას რუის-ურბნისის ეპარქიაში  მოძღვარი ჰყავდა და  სუიციდის მიზეზი არ ჰქონია. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით კი ოქროპირიძე გარკვეული პირადი პრობლემების გამო მედიკამენტებს იღებდა.  

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016