reportiori.ge - ელისო ბოლქვაძე საკონცერტო ტურნეს ჩინეთში გამართავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 07:09
კულტურა
ელისო ბოლქვაძე საკონცერტო ტურნეს ჩინეთში გამართავს
30 ოქტომბერი, 2013. 12:26

მსოფლიოში ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე ჩინეთში ორკვირიან საკონცერტო ტურნეს გამართავს და მასტერკლასებს ჩაატარებს. ცნობილი პიანისტი კონცერტებს პეკინის, შანხაის, ტიანჯინის, ნანჯინგის, ქსიამენის და ცინგუას ფილარმონიისა და თეატრების დიდ საკონცერტო დარბაზებში ჩაატარებს. ასევე დაგეგმილია ორი მასტერკლასის გამართვა შანხაისა და პეკინის კონსერვატორიის სტუდენტებისათვის.


ელისო ბოლქვაძე ჩინელი მსმენელის წინაშე, სოლო კონცერტების დიდი და შეკვეცილი პროგრამით წარსდგება. პიანისტი ბეთოვენის, შოპენის, სონის და პროკოფიევის საფორტეპიანო ნაწარმოებებს შეასრულებს.

ცნობილი პიანისტის სადებიუტო კონცერტები ჩინეთში 1-დან  12 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. თუმცა შესაძლებელია დამატებითი კონცერტებიც დაინიშნოს.

როგორც პიანისტი აცხადებს, ჩინეთის ბაზარი ძალიან საინტერესოა. იგი სამომავლოდ, ტურნეს მოწყობას სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩინეთის სხვა ქალაქებშიც გეგმავს. რაც შეეხება სხვა სამომავლო გეგმებს, ელისო ბოლქვაძის სოლო კონცერტები დაგეგმილია შვეიცარიაში, ამერიკაში, ესპანეთში, გერმანიაში, მოსკოვსა და ნიდერლანდებში. 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016