reportiori.ge - ლელიკო ჯაფარიძე: ერთადერთი, ვისაც ვენდობი, ესაა ირაკლი ღარიბაშვილი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 04:51
პრეს-დაიჯესტი
ლელიკო ჯაფარიძე: ერთადერთი, ვისაც ვენდობი, ესაა ირაკლი ღარიბაშვილი
ავტორი:
13 ივლისი, 2015. 18:34


„გამოდის უსუფაშვილი და ამბობს, ჩვენ ვართ ხალხის რჩეულიო, არჩეული კი არა, რჩეულიო და ზუსტად გინდა, გითხრა, რა მოხდება?"


რატომ გავხდით უთავმოყვარეო ერი? რა შეეშალა ბიძინა ივანიშვილს და რატომ დაემტვრევა ვიღაცებს თავ-პირი? გვესაუბრება მომღერალი ლელიკო ჯაფარიძე.


- სათქმელი მაქვს ძალიან ბევრი, მაგრამ თავიდანვე ამ გაუბედურებულ ხალხს მინდა მივუსამძიმრო, განსაცდელი რომ დაემართათ, ღმერთმა დროზე გადაუწყვიტოთ ის, რაც სჭირდება ამ ხალხს პირველ რიგში, ესაა ხელის შეწყობა და მთავრობა მოეხმაროს მათ, ამას ვნატრობ. ქართველი კაცის სიამაყე სულ იყო კულტურა, გვწამდა ღმერთის და მართლმადიდებლობის, რაც ჩვენს ჯიშს ახასიათებდა. მინდორში გლეხი შრომას იწყებდა პირჯვრის წერით და ესეც ჩვენი კულტურა იყო, იბრძოდა და სიკვდილის წინაც პირჯვარს ისახავდა და სულს ისე აბარებდა უფალს, სადაა დღეს ეს რწმენა? ახლა მიდის ზრუნვა კუჭის ამოვსებაზე, რადგანაც, საუბედუროდ, ვიქეცით კუჭის ქვეყნად. ქართველი შრომისმოყვარე და მეომარი იყო და რაც მთავარია, თავმოყვარე და სადაა დღეს ან ეს მეომრობა ან თავმოყვარეობა?


- და უთავმოყვარეობას რაში ამჩნევთ?


- ყველაფერში! თამარ კორძაია რომ გამოვა და დაგიწყებს ლაპარაკს, ერთსქესიანი ქორწინება კარგიაო, სახლში შეუვიდეს მაგას მაგისთანა ათი! ატყობთ, რომ მარტო ირაკლი ღარიბაშვილი და სულ რამდენიმე კაცი გამოდის ამ პედერასტების ქორწინების წინააღმდეგ? სადაა მათი თავმოყვარეობა, ჩოხებით რომ შედიოდნენ პარლამენტში, სად არიან დღეს? ხმას რატომ არ იღებენ?


გული მაქვს გახეთქვაზე! მე პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ არც ბრუციანი და არც ყრუ არ ვყოფილვარ და ვხედავ, რომ ამერიკა არ დაგვანებებს თავს არასოდეს, უნდა აქაურობა, მაგრამ ქართველების გარეშე და ამაშია საქმე. მაგრამ ამასობაში მე ცუდი მეზობელი მირჩევნია გადამთიელს, რუსეთს ვგულისხმობ.


მე არ მწამს ამერიკელების არაფერი, მაგათ რაც ჩვენ გაგვიკეთეს აფხაზეთთან და ოსეთთან დაკავშირებით, ეს დავივიწყოთ? იდიოტ მიშას რომ ჩააბარებინეს საქართველო, ეს ცოტაა? რატომ გამოვიწვიეთ რუსეთი, რატომ ჩავებით ამ ომში? რუსმა ჭკუა იხმარა და ხალხი გაიყვანა მაინც და ამან ესეც არ გააკეთა, ამიტომ დაიხოცა ხალხი, მაგრამ მაგ მიშასაც ეტირება მალე დედა, ამ დღეებში ვუყურებდი და ნახეთ, ოდესაში რა ქნეს? უზარმაზარი „შარიკი" რომ გაუშვეს ცაში გალსტუკჭამია მიშასი? თან უმღერეს, „დასვიდანია, მოი მიშკაო?" ასე რომ, დაემშვიდობონ, ილოცოს მაგან, ბოლოს ტყვია არ მოხვდეს შუბლში! ჩვენსავით ეგ ოდესელებს ვერ მოექცევა და ეგ ცუდად დაამთავრებს...


მე რომ ამ ინსულტის შემდეგ ასე ცუდად არ ვიყო, უეჭველი, გავიდოდი გარეთ და როგორც 2005-07 წლებში ვიქცეოდი, ისე მოვიქცეოდი, მივიდოდი და ხალხს შევაჯანჯღარებდი, ხალხო, რატომ ხართ გაჩუმებული? დიდ სკანდალს ავტეხდი, ძალიან დიდს და ამ მთავრობასაც გამოვაღვიძებდი, ვეტყოდი, რომ თქვენი თავი არ ჩაიგდოთ იმ მდგომარეობაში, რომ ხალხს შეზიზღეთ!


გამოდის უსუფაშვილი და ამბობს, ჩვენ ვართ ხალხის რჩეულიო, არჩეული კი არა, რჩეულიო და ზუსტად გინდა, გითხრა, რა მოხდება? წინდაწინ ვხედავ:


აგერ გვადევს ცხვირზე არჩევნები და ალასანიები, პრეზიდენტი, ნაციონალები შეერთდებიან და ერთად ეგენი ძალაა!


ამათ კი, მაპატიე და, ტრაკები ჩადეს სავარძლებში ვეღარ ამოდიან იქიდან, ხომ იცი, აზერბაიჯანელს რომ ჰკითხეს, როგორი ქალები მოგწონსო და ლამაზი პატარა სახე უნდა ჰქონდესო, პატარა ტუჩებიო, ჩუტჩუტ - შეა, ასტალნოე ჟოპაო... ასე არიან ესენიც, ისე მოსუქდნენ, ვერ ინძრევიან და ეს კარგია, რადგანაც მაგათი უკანალები მალე დასჭირდება ობამას! ისე, რომ იცოდე, ეგენი გასათხოვრად მზად არიან, მაგრამ მანამდე ვურჩევდი, რომ გრამი არ დააკლონ ნატიფ სიმდიდრეს!.. ბიძინამ დიდი შეცდომა დაუშვა, როგორც კი მოვიდა, მეორე დღესვე ნაციონალური პარტია კანონგარეშედ უნდა გამოეცხადებინა და ეს ბარდაგი არ იქნებოდა, რადგანაც ახლა ქვეყანაში არის ნამდვილი ბარდაგი! ხალხი დიდი ცნებაა და შეიძლება, სხვადასხვანაირად ფიქრობდეს, მაგრამ ამ ხალხის ერთიანობა ისაა, რომ მიშა აქ ფეხს ვერ დადგამს, რომ გამოდიან და აცხადებენ მიშა გაიმარჯვებს ოდესაში და გამარჯვებული დაგვიბრუნდებაო, გამოქანდეს მთაწმინდიდან (ფანჯარაზე მანიშნებს) და მეწყერში ტუცოს თავი! აქ ჩამოსვლა კი არა, მიშა რომ ქართულ მიწაში დაასაფლაონ, საფლავი უკან ამოაფურთხებს და არ მიიღებს. მე რომ მოვკვდები, ჩემს ფიზიკას მიწა მიიღებს, სულს - უფალი ღმერთი და იქ როგორ განსჯის უფალი, ეგ მისი საქმეა, ასეა ეს, რადგანაც ქართველი კაცი ქართული მიწის შვილია, მაგრამ სააკაშვილს ამის იმედი ნუ ექნება, მაგას აქ ყოფნა არ უწერია და შეურიგდეს ამას... გარდა ამისა, ეს რომ არ ვთქვა, გული გამისკდება: ხომ ხედავთ, ტელევიზიებში რამე კი არ შეიცვალა, უფრო გათახსირდა? რა გააჭირეს საქმე ამ „ელგებეტე" საზოგადოებით? ვერ შევეგუები! მაგათ ტრაკი მიქიცინონ და ეს მივიღო? ერთსქესიანთა ოჯახიო და ბავშვის აყვანა რომ შეიძლება მაგათთვის, ეს ნორმალურია? მე მაგათ ვეძახი პედერასტებს, ენა მოგტყდება, სანამ „ელგებეტეს" იტყვი და მაგათ ჰქვია პედერასტი, ეს ყოფილა ბერძნული სიტყვა და კაცი რომ კაცს უყვარს, ეგ არის. მითხრეს, რომ თურმე გამოს ვლა უნდათო და იცოდნენ, ვიღაცებს თავ-პირი დაემტვრევა, აბა, გაბედონ!


- რატომ, გამოვიდნენ და იარონ, რა მოხდა?


- არავითარ შემთხვევაში! ჩემს ახალგაზრდობაში იყო ორი მასეთი პიროვნება თბილისში და ერთმანეთზე განათლებულები იყვნენ, მაგრამ თბილისი არ შეუწუხებიათ, კაცო! მაგათ კი რა გაგვიჭირეს საქმე! ხარ? იყავი და რატომ მაწუხებ?


კაცი რომ უკანალს ათამაშებ და ამით ამაყობ, რა უბედურებაა? გამოვიდა კათალიკოსი და თქვა, ეს არ შეიძლება, ღვთის წყევლააო, გითხრა ამ ადამიანმა და დაიჯერე, რა? სოდომი და გომორი რა იყო? ამ უზნეობის გამო გაქრა ქალაქი და არ გავიგოთ? შენი რელიგია რასაც ეწინააღმდეგება, არ გავიგოთ? ვფიცავ გამჩენს, ვნატრობ, რომ ეკლესია გახდეს ჩვენთვის ნამდვილად სალოცავი, რადგანაც იქაც არის დარღვევები.


მახსოვს, გელათის მიტროპოლიტისთვის, მეუფე კალისტრატესთვის მანქანით ვატარებდი მაკრატელს, სადაც შემხვდებოდა, წვერი მინდოდა მომეჭრა, მიშას რომ ლოცავდა და ლექსებს რომ წერდა მიშაზე და ის კაცი დღესაც არ მწამს. ამიტომ ბაგრატის ტაძარში მე არ დავდივარ... ბოლოსკენ წავიდეთ საუბარში და ერთს ვიტყვი: ერთადერთი, ვისაც ვენდობი, ესაა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც ვურჩევ, რომ დაიყენოს „პატრიოტთა ალიანსი", სხვათა შორის მე სამ კაცთან ერთად დავაარსე „წინააღმდეგობის მოძრაობა", რომელიც მერე ამ პარტიად გადაკეთდა და ამიტომ ვგულშემატკივრობ ამ ხალხს, რადგანაც ვიცი, რით სუნთქავენ და რა უნდათ.

 

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016