„შეცდომად ვთვლი მომენტებს, როცა ვინმეს გულს ვტკენდი. სხვა, რა ვიცი... არასდროს გადამიდგამს ისეთი ნაბიჯი, რომ ამით ვინმე დაზარალებულიყო, პირიქით, ბევრჯერ ამის გამო მე დავზარალებულვარ. არც ვნანობ, არც მინანია არასდროს, მაგრამ გაცხარებისას, ახალგაზრდობაში, როცა უფრო იმპულსური ვიყავი, იყო მომენტები, როცა გული ვატკინე, მეგობრებსაც, ახლობლებსაც - ლაპარაკით. ამიტომ მინდა ვურჩიო ახალგაზრდებს - რაც უნდა მოხდეს, ნაკლებად ატკინეთ გული ერთმანეთს",- ამბობს კვიციანი კოდორის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი მედიაჰოლდინგ „რეპორტიორისა" და ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიის ერთობლივი პროექტის - „რეპორტიორის თვალით..."
„არიან ადამიანები, რომლებმაც მიღალატეს პირდაპირი გაგებით. ამავდროულად არიან ადამიანები, რომლებიც შეცდომაში იყვნენ შეყვანილები, რომელთა მიმართაც არანაირი უარყოფითი გრძნობა არ მქონია. ვინც შეგნებულად მიღალატა, იმათ ვერ ვაპატიებ ამ დრომდე, ამხელა ქრისტიანიც ვერ ვარ ჯერჯერობით, აწი ვნახოთ... ისე, ჩემი ღალატი რომ დაიჯერეს, თუნდაც ცოტა ხნით, ამით გული დამწყვიტეს... ბევრმა მომიბოდიშა კიდეც, მაგალითად მალხაზ თოფურიამ, პირდაპირ ეთერში... ერთხელ ქუჩაშიც გამაჩერა გამვლელმა. ხელები დამიკოცნა და მომიბოდიშა - ერთ დროს მეც დავიჯერეო... ხშირად ხდება ასეთი რამეები. ღმერთმა შეუნდოს ყველას..."-ამბობს ემზარ კვიციანი.
ინტერვიუს სრული ვიდეოვერსია:
https://www.youtube.com/watch?v=t0OCMX-bvW4