reportiori.ge - გივი ბერიკაშვილი: ვის ეჭიდავები, კაცო, თეთრ დათვს?...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 04:31
პრეს-დაიჯესტი
გივი ბერიკაშვილი: ვის ეჭიდავები, კაცო, თეთრ დათვს?...
ავტორი:
16 ივლისი, 2015. 04:18


 

მსახიობ გივი ბერიკაშვილის განცხადებით რუსეთთან მტრული დამოკიდებულება და ძალმომრეობაზე საუბარი კარგი შედეგის მომტანი არ არის. ბერიკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციასთან კეთილმეზობლური ურთიერთობები უნდა აწარმოოს.


ამის შესახებ მსახიობი „კვირის პალიტრასთან" საუბრობს:


ქართული ანდაზაა: "დათვი რომ მოგერიოს, ბაბაია დაუძახეო". ვის ეჭიდავები, კაცო, თეთრ დათვს? ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ შემრიგებლური პოლიტიკა გავატაროთ. მეზობლურად უნდა ესაუბრო, - როგორ ხარ, ჩემო ბატონო, მობრძანდი, შენი ჭირიმე, მეზობლები ვართ და ასე შემდეგ...


- კიდევ რომ წაიღონ ტერიტორიები, მაინც ეგრე უნდა გავაგრძელოთ?


- რა გინდა, შენი ჭირიმე?! გითხარი, დათვი, რომ მოგერევა, "ბაბაია" უნდა დაუძახო, ჭიდაობა კი არ უნდა დაუწყო-მეთქი... დღემდე ასე მოვედით ქართველები, თორემ ამდენი ერი გადაშენდა და გაწყდა. ჩვენ ჭკუამ გადაგვარჩინა. ვისაც "ნაცარქექია" წაკითხული აქვს, ძალიან კარგად იცის, როგორ მოიქცეს! ზოგიერთებმა კიდევ კარგად გადაიკითხონ, ვურჩევ! ცოტა ადრეც რომ გადაეკითხათ, კარგი იქნებოდა, მაგრამ ჭიდაობა ამჯობინეს! ჭიდაობა არ უნდა დაგვეწყო და გათახსირებულები არ უნდა გვეძახა მათთვის! ხომ ხედავთ, სომხები როგორ იქცევიან... ჩვენ ვეცით პირში, ვითომ მომრევები ვიყავით."- აცხადებს გივი ბერიკაშვილი.



(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016