reportiori.ge - თუ არ დაგირღვევიათ 3 პირობა და „სითი პარკმა“ მანქანა მაინც მოგპარათ, გამოიძახეთ პატრული
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 04:14
პრეს-დაიჯესტი
თუ არ დაგირღვევიათ 3 პირობა და „სითი პარკმა“ მანქანა მაინც მოგპარათ, გამოიძახეთ პატრული
ავტორი:
16 ივლისი, 2015. 11:06


როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 15 მაისიდან ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ზღუდავს „სითი პარკის" განუსაზღვრელ უფლებებს. მიუხედავად ამისა, როგორც მოქალაქეები ამბობენ, კომპანია არღვევს კანონს და უკანონოდ გადაჰყავს მოქალაქეთა კუთვნილი ავტომანქანები, უფრო მეტიც, საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ პატრული ახალი კანონის შესახებ ინფორმირებული არ არის. „ფოსტალიონი" კანონის ერთ-ერთ ავტორს, ზვიად ტომარაძეს დაუკავშირდა.


-მიუხედავად იმისა, რომ 15 მაისიდან ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ზღუდავს „სითი პარკის" განუსაზღვრელ უფლებებს, როგორც საზოგადოება ამბობს, ეს კომპანია მაინც აგრძელებს უკანონოდ მანქანების გადაყვანას, ეს თქვენთვისაც ცნობილია და მოსახლეობას მიმართეთ კიდეც, რომ ასეთ შემთხვევაში კომპანიის თანამშრომლებს ავუხსნათ და განვუმარტოთ კანონი. თუ ამ ქმედებას შედეგი არ მოჰყვა, შემდეგ გამოვიძახოთ პარტული. თუმცა, როგორც დაზარალებულები კონკრეტული მაგალითების და ფაქტების მოყვანით გვეუბნებიან, არც პატრულია ინფორმირებული ახალი კანონის შესახებ. როგორ ფიქრობთ, რატომ არ იცის პატრულმა ახალი კანონი და რა უნდა ქნას მოსახლეობამ?


-როგორც მოგეხსენებათ, ჩემი და როინ მიგრიაულის კანონპროექტი „სითი პარკის" შესახებ, რომელიც ზაქარია ქუცნაშვილმა წარადგინა პარლამენტში, ამოქმედდა 15 ივნისს. რის მიხედვითაც, ამ თავხედ კომპანიას აღარ აქვს უფლება, ჩვენი მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანები მოიპაროს და გადაიყვანოს სპეციალურად დაცულ ავტოსადგომზე თუ:


1. ავტომობილი არ ქმნის საცობს.


2 არ აფერხებს მოძრაობას.


3. არ ქმნის საავარიო სიტუაციას.


თუ თქვენი ავტომობილი არ არღვევდა ზემოჩამოთვლილ 3 პირობას და მაინც „მოგპარეს", გამოიძახეთ პატრული და დააფიქსირებინეთ ეს ფაქტი, აღძარით საქმე სასამართლოში „სითი პარკის" წინააღმდეგ, თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ. ასევე (თუ არ დაირღვა 3 პირობა), თამამად შეგვიძლია პატრულს მოვთხოვოთ მოპარული ავტომობილის უსასყიდლოდ დაბრუნება. მაგრამ რამდენიმე მოქალქემ დამირეკა და მითხრა, რომ პატრული არაა ინფორმირებული ახალი კანონის შესახებ, რაც ძალიან გასაკვირია. მინდა მივმართო მოსახლეობას, თუ შეესწრებით ასეთ ფაქტებს, გამოვიჩინოთ სამოქალაქო სოლიდარობა და არ გავატანოთ ავტომობილი (არა აქვს მნიშვნელობა, თქვენია თუ სხვისი). თუ ამის გამო სიტუაცია დაიძაბება თქვენსა და „სითი პარკის" თანამშრომლებს გამო, გამოიძახეთ პატრული, კანონი თქვენს მხარეზეა, მაგრამ ყველაზე მთავარია, საპატრულო პოლიციის ხელმღვანელობამ გააცნოს კანონი პატრულის თანამშრომლებს და ამის შედეგად, როდესაც „სითი პარკის" თანამშრომლებს შეექმნებათ პრობლემა კანონთან, იძულებული გახდებიან, დაემორჩილონ საქართველოს კანონმდებლობას.


- თუ „სითი პარკი" დაარღვევს კანონს, სამოქალაქო კოდექსის მიხედვით დაეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. როგორ მივიდეს ჩვეულებრივი მოქალაქე ამ ეტაპამდე? როგორ ფიქრობთ, შეძლებს კი მოქალაქე თავისი სიმართლის დამტკიცებას და თუ გაქვთ ამისი მაგალითები?


-„სითი პარკი" სწორედ ამით სარგებლობდა და სარგებლობს, იცის, რომ 70 ლარის გამო დაზარალებული მოქალაქე სასამართლოში არ უჩივლებს. ამ კანონამდეც ყველა სარჩელი, რაც ავტომობილის საჯარიმო სადგომზე გადაყვანის გამო „სითი პარკის" წინააღმდეგ სასამართლოში შევიდა, ყველა დაკმაყოფილდა. ახალი კანონის შემდეგ მითუმეტეს, დაკმაყოფილდება.

 

-როგორ ფიქრობთ, რატომ არ ემორჩილება „სითი პარკი" ახალ გადაწყვეტილებას? საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ მათ მერიის ახალი ხელმძღვანელობის დროსაც გამონახეს ე.წ. „კრიშა". თქვენ, როგორც კანონის ერთ-ერთი ავტორი, რას ურჩევთ „სითი პარკს" და რა რჩევას მისცემთ მოქალაქეებს?


-„სითი პარკს" ვურჩევ, დაემორჩილოს საქართველოს კანონს და შეეშვან მოქალაქეების ავტომობილების ხარჯზე უკანონოდ ფულის კეთებას.  „სითი პარკის" რამდენიმე თანამშრომელს ისიც უთქვამს, ახალ კანონს არ ვიცნობთო. კანონის არცოდნა არ ათავისუფლებს მათ პასუხისმგებლობისგან. რაც შეეხება ხელისუფლებაში „სითი პარკის" მფარველებს, მათზე ინფორმაციას არ ვფლობ. შესაძლოა, ჰყავდეთ კიდეც, მაგრამ უფრო მიმაჩნია, რომ როგორც სხვა შემთხევევბშიც, აქაც საქმე გვაქვს უუნარობასთან. ეს არის ურცხვი და ბინძური კომპანია, რომელმაც წყალდიდობის დღეებში ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიებზე ჯარიმები უწერა ხალხს, ასევე ალექსანდრე შალამბერიძის გასვენებაში მისული ხალხის მანქანები დაუყაჩაღებია, ასე რომ, მათ მორალზე ვერ დავუწყებთ საუბარს, მათ კბილები კანონმა უნდა ჩაუმტვრიოს!




წყარო: postalioni.com


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016