ჟურნალისტი არმაზ სანებლიძე „საქართველო და მსოფლიოში" გამოქვეყნებული ინტერვიუს ბოლოს, რომელიც მან ცნობილ ქართველი მეცნიერ-ეკონომისტთან, პროფესორ დავით იაკობიძესთან ჩაწერა, ოდესის ოლქში მიხეილ სააკაშვილის პორტით დაინტერესების შესახებ თავის მოსაზრებას გამოთქვამს.
სანებლიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი ოდესის პორტს იგივეს დამართებს, რაც ფოთის პორტმა „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს გამოსცადა.
„ვფრთხილობთ, გასაგებია. მაგრამ უკრაინული პრესა, რომელიც აქ მოთხრობილი ამბის ერთ-ერთი მთავარი ფიგურატის - მიხეილ სააკაშვილის გაპარპაშებას ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობაზე ფრიად კრიტიკულად აფასებს, მისი მოღვაწეობის მთავარ ასპარეზად ოდესის საზღვაო პორტს მიიჩნევს. საქართველოში - ფოთი, ოდესაში - პორტი. ეს „უანგარო" რეფორმატორი, რომელსაც ელიტური კორუფციის ორგანიზების დიდი გამოცდილება აქვს, უკრაინაშიც გააგრძელებს ამ გზით სიარულს და ოდესის პორტიდან ორი მილიარდი დოლარის მოგებას ჩაიჯიბავსო.
მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ ეს ავანტიურისტი უარს არ იტყვის ისეთ სარისკო საქმეზე, როგორიც ისლამური რესპუბლიკიდან იაფი ნავთობის ოდესის ტერმინალში კონტრაბანდული შემოზიდვა შეიძლება იყოს. ოდესის პროკურორი შეამოწმებსო თუ ვინმე სხვა, პოროშენკოს ამ ნებიერას?!"- წერს სანებლიძე.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)