reportiori.ge - არასამთავრობოები: ანდრო ბარნოვმა ბოდიში უნდა მოიხადოს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:21
მთავარი თემა
არასამთავრობოები: ანდრო ბარნოვმა ბოდიში უნდა მოიხადოს!
ავტორი:
17 ივლისი, 2015. 16:12


ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ანდრო ბარნოვის ქმედება საოკუპაციო ხაზთან „ნაციონალური მოძრაობის" მორიგი პროვოკაცია იყო.


„ახალგაზრდა ადვოკატებმა", „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა", „პოზიციამ" და „ახალგაზრდულმა ცენტრმა - ჩვენი თაობა 1921" ანდრო ბარნოვის გუშინდელი ქმედება სპეციალურ ბრიფინგზე გააპროტესტეს.


როგორც არასამთავრობოები მიიჩნევენ, ანდრო ბარნოვის მხრიდან კონფლიქტის ზონაში 2015 წლის 16 ივლისს ქართული პოლიციელის შეურაცხყოფის ფაქტი პროვოკაციულ ნიშნებს შეიცავდა.


„პოზიციის" ხელმძღვანელი გურამ ადამაშვილი აცხადებს, რომ ანდრო ბარნოვის ქმედება უშუალოდ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაგეგმილი იყო.



გუშინ ანდრო ბარნოვმა ნამდვილად მოახდინა პროვოკაცია. დააკნინა პოლიციელი. ეს არის სააკაშვილის მიერ მითითებული ქმედება. მათ მხოლოდ ერთი რამ დარჩენიათ, ასეთი ქმედებებით ეცადონ ხელისუფლებაში დაბრუნებას. ანდრო ბარნოვს მინდა მოვუწოდო, ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას, ასევე საქართველოს ინსტიტუტებს და იმ სახელმწიფო ინსტიტუტს, რომელიც ყველაზე ძლიერია

საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის", - განაცხადა ადამაშვილმა.


„ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელის არჩილ კაიკაციშვილის თქმით, ანდრო ბარნოვის გუშინდელი ქმედება ხელოვნური კონფლიქტის გაღვივებას ემსახურებოდა.



ოთხი არასამთავრობო ანდრო ბარნოვის ქმედებას ვაპროტესტებთ. მისი გუშინდელი ქცევა აშკარა პროვოკაციას წარმოადგენდა. მივმართავთ პოლიტიკურ ძალებს, გაემიჯნონ ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციულ ქმედებას, რადგან ერთია პოლიტიკური ოპონირება და მეორე - ქვეყნის მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ღია დისკრედიტაცია, რომელიც პარტიულ დონეზეა დაგეგმილი. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ გააკეთოს დასკვნები - რას ემსახურებოდა ბარნოვის გუშინდელი ქმედება, რომელიც აშკარად ურთიერთობების ხელოვნური დაძაბვა იყო. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შესაბამისი შეფასებები გააკეთოს", - აცხადებს კაიკაციშვილი.



„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" წარმომადგენელი ლევან ჩიტაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" ამ პროცესებში მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება.


 

მორალური პასუხიმგებლობა ეკისრება ნაციონალურ მოძრაობას". უნდა მოიხადონ ბოდიში. მინდა, ბარნოვს გავახსენო, რომ 2008 წელს კოკოითი ფანდარასტის" აქციების დროს, შეიქმნა .. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომელსაც მართავდა სხვადასხვა ძალა. ამ აქციის ფარგლებში დაგეგმილი საზღრებისკენ მოიწევენ დღეს რუსი ოკუპანტები და მორალური პასუხისმგებლობა ნამდვილად ეკისრებათ ნაციონალური მოძაობის" წარმომადგენლებს", - განაცხადა ჩიტაძემ.


 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016