reportiori.ge - ზაზა სიამაშვილის ღია წერილი ვახტანგ გომელაურს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:44
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ზაზა სიამაშვილის ღია წერილი ვახტანგ გომელაურს!
ავტორი:
17 ივლისი, 2015. 17:01


ლექსტორი ზაზა სიამაშვილი ვახტანგ გომელაურს მიმართავს:


ღრმად პატივცემულო ბატონო ვახტანგ,

 

უპირველესად გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას და მხარდაჭერას. ახლა საქმეზე გადავალ და მომიტევეთ კატეგორიულობა: მე და უამრავი ჩემნირი გადამხდელი უზრუნველვყოფთ პატრულის დაფინანსებას. მე და უამრავი ჩემნაირი ადამიანი ვშრომობთ და ამ შრომის ანაზღაურების გარკვეული წილი მიდის სახელმწიფო უწყებათა შენახვაზე. აქედან გამომდინარე, კატეგორიულად ვითხოვ პატრულის სახელის, პატივის ხელშეუხებლობას. კატეგორიულად მოვითხოვ, აღკვეთეთ და მიიღეთ სასწრაფო ზომები ისეთი თავხედი და გარეწარი პიროვნების, როგორიცაა ანდრო ბარნოვის გამოხდომები.  ვინ მისცა ან ვინ აძლევს მას უფლებას, ჩავიდეს ე.წ. საზღვარზე და იქ „უბღავლოს" პატრულს? იქნებ გამახსენოთ, სად ბრძანდებოდა 2008 წლის აგვისტოში?! სად „ბღაოდა" და „ბობოქრობდა" მასზე არანაკლები ლაჩარი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი??!!  ჩემთვის სულაც არაა გასაკვირი სააკაშვილის ფეხთამლოკველისგან, იმ ნაპრეზიდენტალისგან, რომელმაც სულ რაღაც 2 დღის წინათ განაცხადა „საქართველო არ მაინტერესებს, ახლა ოდესის საქმეებით ვარ დაკავებულიო". ისე, კაცმა რომ თქვას, როდის აინტერესებდა მას ან ბარნოვს საქართველოს გასაჭირი???!!!  ამიტომ, გთხოვთ, გაამართლოთ ჩვენი ნდობა და ამ ცხელ ზაფხულში „გააგრილოთ" ბარნოვი - ერთი-ორი დღით მაინც აღუკვეთოთ თავისუფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქვე გატყობინებთ - არ ვარ პასუხისმგებელი მის უსაფრთხოებაზე - სადაც შევძლებ, იქ „ვაბღავლებ" და გაგიჭირდებათ, დამაკისროთ პასუხისმგებლობა! სამაგიეროდ, პირნათელი ვიქნები საქართველოს თითოეული პატრულის წინაშე.

 

კიდევ ერთხელ ბოდიში ამ კატეგორიული ტონისთვის, მაგრამ ნამდვილად არ მოვითმენთ ბარნოვისგან და მისნაირი მედროვე „პატრიოტებისგან" ასეთ ორმაგ სტანდარტებს. პატივისცემით, ზაზა სიამაშვილი


 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016