„სხვადასხვაგვარი მთავრობებები არსებობს, ზოგი რეფორმატორია, ზოგი რევანშისტი, ზოგიც კი - სასაცილო და სწორედ ასეთია საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა. თუ დააკვირდებით, მხოლოდ ორ ქვეყანაში არ შემიძლია ჩასვლა - საქართველოსა და რუსეთში..."
საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი BBC-ზე პოპულარულ გადაცემა HARDtalk-ს სტუმრობდა, სადაც ჟურნალისტ სტივენ საკურის კითხვებს უპასუხა. უკრაინის გარდა, საუბარი საქართველოსაც შეეხო, გთავაზობთ ინტერვიუს ფრაგმენტებს:
- როდესაც უკრაინაში სამსახურს დათანხმდით, ლაპარაკობდით ახალი უკრაინის აშენებაზე, კორუფციასთან ბრძოლასა და ეკონომიკის გამოსწორებაზე. ამავდროულად თქვენს ქვეყანაში, რომლის მოქალაქეობაზეც უარი თქვით, თქვენს წინააღმდეგ სერიოზული საქმეებია აღძრული, რომლის გამოც, თუ საქართველოში დაბრუნდით, შესაძლოა, ციხეში 5-დან 8 წლამდე ჩაგსვან.
- თქვენ ამ ბრალდებებს სერიოზულს უწოდებთ, თუმცა ასე არავინ ფიქრობს. გასულ წელს, როდესაც ევროპარლამენტში საპატიო სტუმრის სტატუსით მიმიწვიეს, ყველამ აღიარა, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებია.
- ეს თუ ასეა, მაშინ რატომ არ დაბრუნდებით თბილისში და დაიცავით თავს სასამართლოში?
- ამის გაკეთებას არ ვაპირებ იმიტომ, რომ თუნდაც ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის მოხსენების მიხედვითაც დასტურდება, რომ ქართულ სასამართლოში ბოროტად იყენებენ წინასწარ პატიმრობას. ჩემი მთავრობის ზოგიერთი წევრი ციხეში ზის უკვე წელიწადნახევარია, როდესაც ქართული კანონით, წინასწარ პატიმრობაში მოქალაქის დაკავება 9 თვეზე მეტ ხანს არ შეიძლება. არ ვაპირებ, „გაზპრომის" ყველაზე მსხვილი აქციონერის კაპრიზების გამო ციხეში ჯდომაში დავხარჯო დრო, სწორედ ეს არის ივანიშვილი - რუსი ოლიგარქი. ის საქართველოში ჩვენი დასჯის მანდატით მოვიდა და დაიწყო ხალხის დაპატიმრება...
- თქვენ ისევე ისვრით ივანიშვილისკენ ტალახს, როგორც ის თქვენკენ. თუმცა ქართულმა პროკურატურამ კონსულტაციები გაიარა მსოფლიოში საუკეთესო იურისტებთან, მათ შორის სერ ჯეფი ნაითთან, რომელიც ბრიტანეთის წამყვანი იურისტია, რათა დაედგინათ, ბრალდებებები თქვენს წინააღმდეგ რამდენად საფუძვლიანია...
- როგორც იურისტმა, კარგად ვიცი ვარ, რომ ფულით ნებისმიერის დაქირავებაც შეიძლება და სასურველი შეფასებების მიღებაც...
- თუმცა მაინც უცნაურად გამოიყურება ის, რომ აქ თქვენ ლაპარაკობთ დასუფთავებზე, რომ ოდესას ბევრად სუფთა ქალაქად აქცევთ, რადგან იქ ახლა კორუფცია ყვავის, რომ კონტრაბანდა და მძიმე მდგომარეობაა. ეს მაშინ, როდესაც საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრი ამბობს, თქვენ მას მკვლელობა დაუკვეთეთ...
- მათ შეუძლიათ რაც უნდა ის თქვან, თუმცა მაგრამ ფაქტები ჯიუტია. ფაქტია ის, რომ როდესაც საქართველოს პრეზიდენტი გავხდი, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით 107-ე ადგილას იყო და გახდა მე-8. საქართველო ჩემი მმართველობისას გახდა ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული და ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში. ბიუჯეტი გაიზრდა 11-ჯერ, ეს მაშინ, როდესაც 60-ჯერ შემცირდა გადასახადები. საქართველო მაგალთია ტრანსფორმაციის, სუფთა მთავრობის და ის ერთადერთი ქვეყანაა პოსტსაბჭოთა სივრცეში, გარდა ბალტიისპირეთისა, სადაც მთავრობა მშვიდობიანად შეიცვალა...
- მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ქართველმა ამომრჩეველმა თქვენზე უარი თქვა და ამჟამინდელი მთავრობა დაჭერას გიპირებთ...
- ასეთი რამეები ხდება... სინგაპურის პრეზიდენტი ლი კუან იუ ამბობდა, რომ 10 წლის შემდეგ ნებისმიერ წარმატებულ მთავრობას გადააყენებენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს ცვლილებების სურვილი ამოძრავებსო. სხვადასხვაგვარი მთავრობებები არსებობს, ზოგი რეფორმატორია, ზოგი რევანშისტი, ზოგიც კი - სასაცილო და სწორედ ასეთია საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა. თუ დააკვირდებით, მხოლოდ ორ ქვეყანაში არ შემიძლია ჩასვლა - საქართველოსა და რუსეთში...
- გამოდის, საქართველოში დაბრუნების სურვილი არ გაქვთ...
- არა, არა, არ გეთანხმებით. სურვილი მაქვს. ჩემი პარტია საქართველოში, ბოლო გამოკითხვით, ძალიან ახლოს არის გამარჯვებასთან...
- სერიოზულად ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ პარტიის გამარჯვების წარმოდგენა მაშინ, როდესაც მოქალაქეობაზე უარი თქვით და თუ დაბრუნდებით, სასამართლო გელით?
- მხოლოდ ტექნიკურ-იურიდიული საკითხებია, მაგრამ ვერავინ შეცვლის ისტორიულ ფაქტს - მე და ჩემმა მეგობრებმა იქ, სადაც რეალურად სახელმწიფო არ არსებობდა, შევქმენით ევროპული სტილის დემოკრატია, თავისი შეცდომებით. ამას ვერ წამართმევენ...
წყარო: bbc.com
kvirispalitra.ge