reportiori.ge - კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში რიჰარდ ვაგნერის იუბილესადმი მიძღვნილი გალა–კონცერტი გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:40
კულტურა
კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში რიჰარდ ვაგნერის იუბილესადმი მიძღვნილი გალა–კონცერტი გაიმართება
30 ოქტომბერი, 2013. 20:57

ხვალ რიჰარდ ვაგნერის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორგანიზებით, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ხვალ რიჰარდ ვაგნერის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართება. საღამოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი დაესწრება.

გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდის, სიმფონიური ორკესტრის წამყვანი სოლისტები ირინე რატიანი, კახაბერ თეთვაძე და ნიკოლოზ ლაგვილავა, ასევე, მოწვეული სოლისტები რამაზ ჩიკვილაძე(ბანი) და ნუგზარ გამგებელი (ტენორი).

კონცერტი ფესტივალის "თბილისი 2013 - თანამედროვე მუსიკის საღამოები" ფარგლებში იმართება.

ფესტივალი სისტმატურად მასპინძლობს თანამედროვე მუსიკის ექსპერტ-შემსრულებლებს და გამოჩენილ კომპოზიტორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (ისრაელი, საფრანგეთი) . წელს ფესტივალი ხუთი კომპოზიტორის საიუბილეო თარიღს აღნიშნავს - რიჰარდ ვაგნერი-200; ჯუზეპე ვერდი-200; კარლჰაინც შტოკჰაუზენი- 85; დიერდ ლიგეტი-90; ანდრეი ვოლკონსკი-80.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016