„აფხაზეთის ომში მარტო საომარ მოქმედებებს არ ვაშუქებდი. მაშინ 20-21 წლის ვიყავი. ვცდილობდი, ომი სხვა კუთხით მეჩვენებინა." - ამბობს „პატრიოტრთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი მედიაჰოლდინგ „რეპორტიორისა" და ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიის ერთობლივ პროექტში „რეპორტიორის თვალით..."
„სოხუმში, როცა დაბომბვები იწყებოდა, თოლიები სანაპიროს ტოვებდნენ და ზღვა იყო ცარიელი. სულ მიკვირდა, რატომ ქრებოდა ამდენი თოლია ერთად. მერე დავაკვირდი, რომ დაბომბვა როცა იწყებოდა, ძაღლებიც აღარ ჩანდნენ. ერთ დღეს, როცა დაბომბვა არ იყო, მე და ჩემი ოპერატორი ზღვის ნაპირზე ვსეირნობდით, მოხუცმა ვეტერინარმა გამოიარა. გამოგველაპარაკა და ვკითხე, რატომ ხდებოდა ასეთი რამ... მან გვითხრა, როცა დაბომბვა იწყება, ძაღლების უმეტესობა ინფარქტისგან კვდება, ხოლო თოლიებს ეშინიათ სროლის ხმის, ნაპირს ტოვებენ და ამის გამო პირდაპირ კვდებიან და ზღვაში ან მიწაზე ეცემიანო. ვცდილობდი სულ ასეთი დეტალები დამეჭირა... ეს ყველაფერი „საზოგადოებრივი მაუწყებლის" არქივში ინახება."-იხსენებს ინაშვილი.
ინტერვიუს სრული ვიდეოვერსია:
http://reportiori.ge/?menuid=75&id=72462