„სწორედ ღმერთის ნება იყო, რომ ეს კადრები ჩემს და ჩემი გუნდის ხელში აღმოჩენილიყო. როცა მე იმ ციხეში წამებაზე ვლაპარაკობდი, გიჟად ვიყავი გამოცხადებული. ახლა რომ ბრტყელ-ბრტყელი წინადადებებით საუბრობენ, არც ერთი მათგანი, ტელევიზიებიდან - არც ერთი არ გვედგა გვერდზე. არავინ აშუქებდა ამ წამების ფაქტებს. ყველა ტელევიზიაში ბლოკირებული ვიყავით, სამარცხვინოდ იქცეოდნენ და ალბათ, ჟურნალისტიკამაც უნდა გადახედოს თავის წარსულს და რაღაც-რაღაცები უნდა ვისწავლოთ შეცდომებზე და გავაანალიზოთ."-ამბობს „პატრიოტრთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი მედიაჰოლდინგ „რეპორტიორისა" და ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიის ერთობლივ პროექტში „რეპორტიორის თვალით..."
„როცა ციხეებში წამებაზე ვსაუბრობდი და არავის სჯეროდა ჩემი, სწორედ მაშინ აღმოჩნდა ეს კადრები ჩემს ხელში. ამიტომაც ვარ ღმერთის მადლობელი, რომ ეს კადრები ჩემს ხელში აღმოჩნდა. სულ არ მაინტერესებს, რაში დაეხმარა ხელისუფლებას ეს კადრები. მთავარია, რომ ათასობით პატიმარი გადაურჩა ამ წამებას და ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი.
მე საქართველოში 15 ოქტომბერს ჩამოვედი. ის პროტესტი, რაც მაშინ აქ ხდებოდა, ინტერნეტის საშუალებით მაქვს ნანახი და ახლაც მეტირება, როცა მახსენდება ის მომენტი, როცა ჟურნალიტები შედიან გლდანის მე-8 საპყრობილეში და პატიმრები „მამაო ჩვენოს" რომ კითხულობენ."- ამბობს ირმა ინაშვილი.
ინტერვიუს სრული ვიდეოვერსია:
http://reportiori.ge/?menuid=75&id=72462