„როგორც ყველა მოკვდავს, მეც ბევრი შეცდომა მაქვს. ვინაა უშეცდომო... ბევრ რამეზე მაქვს სინანული. აღსარებაში ბევრი რამ მითქვამს და მიტირია, იმიტომ, რომ ადამიანებისთვის გული მიტკენია, იმიტომ, რომ რაღაც შემეშალა, არასწორად მოვიქეცი... ამას განვიცდი. ყოველთვის მეშინია, ვაი თუ, მე ვერ ვიგრძნო და ისე ვატკინო გული ვინმეს და მერე ვერც მოვინანიო ეს." - ამბობს „პატრიოტრთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი მედიაჰოლდინგ „რეპორტიორისა" და ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიის ერთობლივ პროექტში „რეპორტიორის თვალით..."
„მინდა, ბოდიში მოვუხადო ყველას, ვისთვისაც გული მიტკენია და ვერ აღვიქვი, რომ გული ვატკინე. ძილის წინ სულ ვცდილობ, გავაანალიზო შეცდომები - ვინმეს ხომ არ ვაწყენინე. ვფიქრობ უამრავ რამეზე, წარსულზე, აწმყოზე, მომავალზე და ამასობაში თენდება კიდეც. არ მეძინება..."-ამბობს ინაშვილი.
ინტერვიუს სრული ვიდეოვერსია:
http://reportiori.ge/?menuid=75&id=72462