reportiori.ge - ზურაბ ვაზაგაშვილის დედა: ზურა ვაზაგაშვილს ცააძემ საკონტროლო ტყვია ესროლა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 04:55
პრეს-დაიჯესტი
ზურაბ ვაზაგაშვილის დედა: ზურა ვაზაგაშვილს ცააძემ საკონტროლო ტყვია ესროლა!
ავტორი:
21 ივლისი, 2015. 06:36


მე და იურამ 9 წელიწადი ვიცოდით, რომ ზურას ცააძემ ესროლა საკონტროლო ტყვია. გოგატიშვილმა, რომელიც შემთხვევით შეესწრო სპეცოპერაციას, იგივე გაიმეორა, რაც შემთხვევის დღეს განაცხადა."- აცხადებს ზურაბ ვაზაგაშვილის დედა, ციალა შანავა „კვირის პალიტრასთან" კორტების საქმესთან დაკავშირებით საუბრისას.


შანავას განცხადებით,  არსებობს მოწმე, რომელიც  აცხადებს, რომ ჯერ კიდევ ცოცხალ ზურაბ ვაზაგაშვილს სპეცრაზმელმა ცააძემ საკონტროლო ტყვია ესროლა.


 

„ზურიკო 5 წუთის მოკლული იყო, როცა მან სატელევიზიო კომენტარში თქვა: მომაკვდავ ზურას წყალი უნდოდა და მის მოსატანად გავიქეცი, ზურას ერთი ხელი საჭეზე, მეორე  კარზე ჰქონდა ჩამოკიდებული, ცააძემ მითხრა, აქედან გაეთრიეო. როცა გამოვედი, გასრ­ოლის ხმა მომესმა, ცააძემ პისტოლეტი შეყო მანქანაში და თავში ესროლაო.

 

გაოგნებული ვარ მკვლელების და მათი ახლობლების ქცევით, რომლებიც მუდმივად აწყობენ პროვოკაციებს. ცააძის მამიდა მემუქრება, დაგასახიჩრებ, ხომ გილპება მიწაში სამი კაციო... ცააძე გოგატიშვილსაც დაემუქრა, არ გეშინია, ჩემი ძმაკაცები ხომ გარეთ არიანო... პროცესზე ირაკლი ფირცხალავა ისე გამოდის სიტყვით, თამადა გეგონება. მერე ეს ცააძე ხტუნაობს... ცააძე ერთმა ქალბატონმაც ამოიცნო. ის ზურას მანქანის უკან იდგა და პირდაპირ უყურებდა. ამბობს, მანქანებიდან გადმოხტნენ სპეცრაზმელები და ბიჭების მისამართით ისეთი სროლა­ ატყდა, ხელ-ფეხი ამიკანკალდა, მანქანა ვეღარ დავძარიო. ცააძე მისულა მასთან, წაეთრიე, ვერ ხედავ, რა ხდებაო? ალბათ, უნდოდათ, არავის დაენახა, როგორ ჩააწყობდნენ იარაღს მანქანაში."- აცხადებს ციალა შანავა.






http://www.kvirispalitra.ge/justice/25851-qcaadzis-mamida-memuqreba-dagasakhichreb-sami-kaci-khom-gilpeba-mitsashioq.html


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016