უკრაინელი ჟურნალისტი ვლადიმირ ბოიკო გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის შესახებ საუბრობს.
ბოიკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდისთის ქცევის ნორმები არ არსებობს, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რაც მოესუვებათ.
„როდესაც სააკაშვილმა ნახა, რომ მიზანს მაინც ვერ აღწევდა, ტელეკამერების წინ ისტერიკა გამართა: სახელმწიფო ავიაციის ხელმძღვანელისგან ანგარიში მოითხოვა. ინციდენტს პრესაში სააკაშვილის მხარდასაჭერი პიარკამპანიები მოჰყვა. საბოლოოდ, იმისთვის, რომ მინისტრთა კაბინეტს გაცეცხლებული ქართველი ბიჭი დაეწყნარებინა, სახელმწიფო ავიაციის სამსახურის შემოწმება დაიწყო, მისი ხელმძღვანელი კი დროებით დაითხოვა. აი, ამისთვის სჭირდებოდა პოროშენკოს სააკაშვილი! გენერალური პროკურატურა კორუმპირებული ორგანო რომ არ იყოს, სააკაშვილზე საქმე დაუყოვნებლივ აღიძვრებოდა. არც ერთი კანონი არ აძლევს ხელმძღვანელს იმის შესაძლებლობას, რომ რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის მმართველობაში ჩაერიოს, საპარლამენტო კომიტეტების შეხვედრაზე კომენტარები აკეთოს და კოლეგებს თანამშრომლების თვალწინ შეურაცხყოფა მიაყენოს. სააკაშვილისა და მისი გუნდისთვის ელემენტარული სამართლიანობა არ არსებობს, ისინი ქცევის ნორმებს პატივს არ სცემენ. თუ სააკაშვილი და მისი გარემოცვა, განსაკუთრებით კი დავით საყვარელიძე, საჯაროდ უკრაინის კანონმდებლობის უპატივცემლობას არ შეწყვეტენ, თანამდებობებზე დიდხანს ყოფნა არ მოუწევთ.
მიკვირს საყვარელიძე როგორ ახერხებდა საქართველოში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობას? მან პროკურორების კაბინეტების ჩხრეკა ყოველგვარი კანონიერი საფუძვლების გარეშე დაიწყო, მათ შორის, არც გენპროკურორის მოვალეობის შემსრულებლის, გუზირისთვის უცნობებია. ვერავითარი ქრთამი ვერ აღმოაჩინეს. საყვარელიძეს ერთი ნიუანსი გამორჩა: არ იცოდა, რომ უკრაინაში ჩხრეკის ჩასატარებლად მოსამართლის სანქციაა აუცილებელი. საქმეში პოროშენკოს ჩართვა გახდა აუცილებელი, რის შემდეგაც პროკურატურაში ამ საქმის შესახებ ინფორმაცია განადგურდა."- აცხადებს ჟურნალისტი.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)