reportiori.ge - ვახტანგ მაისაია: გომელაურმა „ნაცმოძრაობის“ დროინდელი არაპროფესიონალი კადრები უნდა მოიშოროს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 04:24
პრეს-დაიჯესტი
ვახტანგ მაისაია: გომელაურმა „ნაცმოძრაობის“ დროინდელი არაპროფესიონალი კადრები უნდა მოიშოროს
ავტორი:
21 ივლისი, 2015. 17:06


ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „ალიას" იმ საფრთხეების შესახებ  ესაუბრა, რომლებზეც ახლად შექმნილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნდა გაამახვილოს ყურადღება. მაისაიას თქმით, ვახტანგ გომელაურმა სუს-დან „ნაცმოძრაობის" დროინდელი კადრები უნდა მოიშოროს და ახლები მიიყვანოს, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.


„პირველ რიგში, საფრთხეები ჯერ თავად სამსახურის შიგნით უნდა გაანეიტრალოს ვახტანგ გომელაურმა.  ესენი არიან ძველი, „ნაცმოძრაობის" დროინდელი არაპროფესიონალი კადრები.  ეს ადამიანები ქვეყნის უსაფრთხოებას კი არ იცავდნენ, ერთი პოლიტიკური პარტიის დაკვეთებს ასრულებდნენ, პირადი მიზნებისთვის იყენებდნენ უშიშროების სტრუქტურების რესურსებს და ამით საფრთხეს უქმნიდნენ ქვეყანას. აი, ამ ძველ სამსახურებში ჩაბუდებული ხალხის განდევნა უნდა მოხდეს, ამ ხალხის ლუსტრირება და მოშორებაა საჭირო. გომელაური თუ ამ საქმეს ჩაეძიება და მართლა მოინდომებს ამ ნაგვის გატანას სუს-იდან, აღმოაჩენს, რომ ბევრი სისხლის სამართლის დამნაშავე მუშაობს იქ, რომლებიც ადამიანების წამებაშიც მონაწილეობდნენ. წარსულს თავი დავანებოთ და  ეს ხალხი დღესაც ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს. მათ ხელი მიუწვდებათ უმნიშვნელოვანეს ინფორმაციებზე, რომლებიც შეიძლება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს მიჰყიდონ ან პირადი მიზნებისთვის გამოიყენონ, თუნდაც შანტაჟისთვის და აქედანაც მატერიალური სარგებელი ნახონ. მოკლედ, ეს ხალხი უნდა მოიშოროს გომელაურმა და ახალი კადრები მიიყვანოს სუს-ში, ის ხალხი, რომელიც მართლა ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის", - აცხადებს ვახტანგ მაისაია.



შეგახსენებთ, შსს ორად გაიყო და მოხდა საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნა. 1 აგვისტოდან ამუშავდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების დაწესებულება იქნება. ახალი სპეცსამსახურის უფროსად პრემიერ-მინისტრმა შს მინისტრი ვახტანგ გომელაურის კანდიდატურა წარადგინა. იგი სუს-ის უფროსად პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.





წყარო: „ალია"


(მოამზადა თაკო საკანდელიამ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016