reportiori.ge - ოქროს ბურთი, ჯორდანის ზონა და არჩევანი- არადანი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:28
სპორტი
ოქროს ბურთი, ჯორდანის ზონა და არჩევანი- არადანი
ავტორი:
31 ოქტომბერი, 2013. 10:57

ამერიკელ ჟურნალისტებს აქვთ ასეთი გამოთქმა- „მაიკლ ჯორდანის ზონა", და რას ნიშნავს ეს: როგორც არ უნდა დომინირებდეს ესა თუ ის სპორტსმენი თავის სახეობაში, ადრე თუ გვიან ეს დომინაცია ბეზრდება არა  ობივატელს, არამედ იმ ადამიანებს, ვინც ჯილდოებს არიგებს. ასე მაგალითად:ჩიკაგოსთვის საჩემპიონო 1993 და 1997 წლებში„ მისმა ჰაერის უდიდებულესობამ" ვერ მიიღო სეზონის საუკეთესო კალათბურთელის პრიზი.იმიტომ არა, რომ იმ წლებში ჩარლზ ბარკლი და კარლ მელოუნი მასზე უკეთ გამოიყურებოდნენ ,არამედ იმიტომ , რომ ჟურნალისტებსა და სპეციალისტებს მობეზრდათ სანუკვარი ჯილდოს მუდმივად ჯორდანისთვის გადაცემა.

   ევროპა ამერიკა არ არის და  ბანალური მათემატიკური ლოგიკით აქ ყოველთვის არ ხელმძღვანელობენ. ხოლო, როცა საქმე FIFA-სა დაUEFA-ს ეხება , ეს ლოგიკა საერთოდ არ მუშაობს. „ოქროს ბურთი" წმინდა ევროპული მოვლენა იყო, მაშინაც კი, როცა არაევროპელს(ჟორჟ ვეა) აჯილდოებდნენ. ახლა ეს ფუნქცია FIFA-ს პრეროგატივაა და მაშინვე ამუშავდა ამ ორგანიზაციისთვის დამახასიათებელი პრინციპი:„ ჯანდაბას ლოგიკა და სამართლიანობა, როცა საქმე ფულს ეხება".

იმის ალბათობა, რომ ლეო მესი მეხუთედ დაეუფლება ოქროს ბურთს, ნულის ტოლი ნამდვილად არ არის, მაგრამ გავბედავ და ვიტყვი - არარეალურია.საქმე ის არ არის ,რომ ფრანკ რიბერიმ ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, უბრალოდ ლეო „ ჯორდანის ზონაში" მოხვდა. როგორც არ უნდა უყვარდეს პუბლიკას მესი, უკვე ლოიალურ გულშემატკივარსაც მობეზრდა მისი პირველობა. ხმის მიმცემთაგან ვინმე იტყვის, რომ წელს არის ფეხბურთელი , რომელმაც თავისი გუნდისთვის ლეოზე მეტი გააკეთა და ამიტომაც მას ვაძლევ ხმასო; თუმცა, უმრავლესობა ამ პრინციპით არ იხელმძღვანელებს. წარმოიდგინეთ ღმერთისგან მივიწყებული, რომელიღაც აფრიკული სახელმწიფოს ნაკრების მწვრთნელი; მან იცის როგორ ასწავლოს თავის შეგირდებს ბურთის სწორად დარტყმა,ზოგიერთ ტაქტიკურ სქემასაც გაურჩევს, მაგრამ საერთაშორისო საფეხბურთო სამყაროს  შიდა დინებებში ისე ერკვევა, როგორც ოდესღაც მაჰათმა განდი მსოფლიო პოლიტიკაში. წლევანდელი ნომინანტებიდან, ასე თუ ისე, ნაცნობი იაია ტურე( ბოლოსდაბოლოს  აფრიკელია) იქნება, მაგრამ ხმას მაინც უმრავლესობის წაბაძვით მისცემს; საკუთარი, დამოუკიდებელი აზრი მას არ ექნება, რადგან რობერტ ლევანდოვსკისა და რადამელ ფალკაოს გვარები მას არაფერს ეტყვის.

ევროპაში ახლახანს გადმოსული ნეიმარი FIFA-სთვის პერსპექტიული ბრენდია, დიახ, ბრენდი და არა ფეხბურთელი, ამიტომაც ნომინანტთა შორის მისი დასახელება გასაკვირი სულაც არ არის. კი, ამ ყმაწვილს მართლა ბევრი შეუძლია, თუმცა ამ შესაძლებლობების რეალიზაცია მომავალში მოხდება, ახლა კი, უეჭველად დაასახელებენ მოწინავე ხუთეულში, იმ ფეხბურთელებზე წინ, ვინც ნამდვილად იმსახურებს ამ ადგილს, იმიტომ რომ...FIFA-ს ხვალინდელი ბრენდია.

არჩევანი და არადანი კი ასე მოხდება: მესამე, მეოთხე სამყაროს(საფეხბურთო რა თქმა უნდა) მავან წარმომადგენელს თითით მიანიშნებენ საჭირო გრაფაზე, დანარჩენი კი დომინოს პრინციპით მოხდება. ეს მექანიზმი უკვე იმდენად და იმდენჯერ არის აპრობირებული, რომ სასწაულებისა და სამართლიანობის დაჯერება ძნელი ხდება. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016