reportiori.ge - NBA დაიწყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:20
სპორტი
NBA დაიწყო
31 ოქტომბერი, 2013. 12:28

ამერიკაში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონატი დაიწყო.„ინდიანა პეისერსმა" „ორლანდო მეჯიქს" მოუგო 97:87. მასპინძელთა რიგებში, როგორც მოსალოდნელი იყო, საუკეთესო შედეგი პოლ ჯორჯმა აჩვენა:24 ქ. 5 შედეგიანი გადაცემა, 6 მოხსნა. მოქმედმა ჩემპიონმა „მაიამი ჰიტმა" ორი თამაშის გამართვა მოასწრო; ჯერ „ჩიკაგოს" უმასპინძლა და 107:95 დაამარცხა,ორივე გუნდში საუკეთესო ჩიკაგოელი კარლოს ბუზერი იყო 31 ქულით. უღიმღამო დაბრუნება გამოუვიდა ხარების ლიდერ  დერეკ როუზს: მხოლოდ 12 ქულა და 4 გადაცემა. როუზმა 7 სამქულიანიდან  1 გამოიყენა, 15 საშუალო ტყორცნიდან კი 4 მოათავსა კალათში. მეორე შეხვედრა,  სტუმრად, ფილადელფიაში შედგა და მასპინძელთა მოულოდნელი გამარჯვებით დასრულდა 114:110. ქალაქურ დერბიში „ლეიკერსმა" „კლიპერსს" კობი ბრაიანტის გარეშე  აჯობა 116:103. სხვა შეხვედრებში დიდად მოულოდნელი არაფერი მომხდარა. ჩვენთვის საყურადღებო მატჩი კი ნიუ- იორკში შედგა. ადგილობრივმა „ნიქსმა" „მილუოკი ბაქსს" უმასპინძლა. ზაზა ფაჩულია სტუმართა სასტარტოში არ ყოფილა, თუმცა არენაზე ძირითად ცენტრ სანდერსზე გაცილებით მეტი დრო დაჰყო და მილუოკელთა შემადგენლობაში ერთერთი საუკეთესოც გახლდათ.  33,54 წუთში 13 ქულა, 3 შედეგიანი გადაცემა და 11 მოხსნა საკმაოდ კარგი შედეგია,თუმცა გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. კარმელო ენტონიმ და  კომპანიამ 90:83 იმარჯვა. კლივლენდში წააგო თორნიკე შენგელიას „ბრუკლინმა", თუმცა ,როგორც მოსალოდნელი იყო , თორნიკე სამატჩო განაცხადში არ იყო. ამერიკულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით შენგელიას მალე რანგით დაბალ ლიგაში გაანათხოვრებენ, რათა სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016