reportiori.ge - „ალია“: სიჭინავას დაიჭერენ?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 04:57
პრეს-დაიჯესტი
„ალია“: სიჭინავას დაიჭერენ?
ავტორი:
24 ივლისი, 2015. 21:30


რას ლაპარაკობენ ფედერაციის კულუარებში?


რამდენი ოფლიც ქართველებმა სუპერთასის მატჩისთვის („ბარსელონა"-„სევილია") დაღვარეს, ამდენი არ დაუღვრიათ აფხაზეთისა და ცხინვალის ომებში. ასეა, ვინ ოფლი დაღვარა, ვინ ფული იშოვა. პრინციპში, ეს ახლა გამოჩნდა, თორემ როგორც ამბობენ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ყოველთვის იყო ფულის საკეთებელი „ცეხი". იყო დრო, ასეულობით ათასი დოლარი კეთდებოდა ამ ორგანიზაციაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც გოკა გაბაშვილმა, გიგა ბოკერიამ და მიხეილ მაჭავარიანმა პრეზიდენტად რუსეთის ცირკის ყოფილი დირექტორი ზვიად (დომენტი) სიჭინავა დასვეს, თურმე, მილიონებიც კი „სემიჩკის" ფული გახდა.


მაშ ასე, ზვიად (დომენტი) ამირანის ძე სიჭინავა დაიბადა 1966 წლის 25 აპრილს სოფელ სპარტაში, რომელიც ყარაჩაეთ-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში მდებარეობს, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. საშუალო სკოლა მომავალმა პრეზიდენტმა ზუგდიდში დაამთავრა, 1980-იანი წლების ბოლოს სწავლობდა ხარკოვის რადიოელექტრონიკის ინსტიტუტში. 1990-იანი წლების დასაწყისში ცხოვრობდა და მუშაობდა რუსეთში, დაკავებული იყო ბიზნესით. 1991-1994 წლებში მუშაობდა კომპანია „ბოლშაია ცელის" დირექტორის მოადგილედ, 1995-2005 წლებში იყო მოსკოვის ტერეზა დუროვას სახელობის სახელმწიფო ცირკის გენერალური დირექტორი, ხოლო 2005-2006 წლებში - კომპანია „რუსსკაია რესტავრაციის" ფინანსური დირექტორი. 2006 წლიდან გახლდათ ზუგდიდის „ბაია-მგლების" საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტი, 2009 წლის ოქტომბრიდან კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია. აი, ასეთი მწირი გამოცდილების (ყოველ შემთხვევაში, სპორტში) მქონე ადამიანს ჩააბარეს „ნაციონალებმა" ქართული ფეხბურთი და შედეგსაც ვხედავთ. სუპერთასის მატჩის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით ბევრი დაიწერა და ითქვა, მაგრამ არ დაწერილა და არ თქმულა ის, რასაც კულუარებში ლაპარაკობენ.


როგორც „ალიას" ინკოგნიტო წყარო უყვება, ზვიად სიჭინავა საქართველოში, ფაქტობრივად, 2009 წელს გადმობარგდა, ის 3 თვე სასტუმროში ცხოვრობდა:


„დიახ, დაბრუნების შემდეგ მის ანგარიშზე უკვე იყო 5 მილიონი დოლარი. 2009 წელს ის სააკაშვილის ლობირებით დაინიშნა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად და ფულის საკეთებლად. რაც შეეხება სუპერთასის საფინალო შეხვედრას, სიჭინავას ჰქონდა საუბარი მიშელ პლატინისთან, რომელმაც ურჩია, რომ ლოჟის ბილეთები 1800 დოლარად გაეყიდა. ასეთი ბილეთები იყიდება პირადობის მოწმობის გარეშე, ფეხბურთის ფედერაციის შეხედულებისამებრ. ამაზე სიჭინავამ უთხრა, ქართველი ხალხი ამხელა თანხას ვერ გადაიხდისო. პლატინიმ უპასუხა, მაშინ თვითონ გადაწყვიტეთ, ვის მისცემთ ამ ბილეთებსო


ამჟამად ფეხბურთის ფედერაციის განკარგულებაშია 12 700 ბილეთი, მათ შორის, 2 700 დააბრუნა „სევილიას" ხელმძღვანელობამ, მათ ვერ მოახერხეს გაყიდვა. ეს ბილეთები უნდა გაიყიდოს პირადობის მოწმობის წარდგენის გარეშე.


სიჭინავა ასევე იმყოფებოდა „რუსთავი 2"-ში, ვინაიდან ბოლო პერიოდში ეს ტელეკომპანია უარყოფით კონტექსტში აშუქებდა ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობას, 100 ბილეთი საჩუქრად მიუტანა. ამის შემდეგ „რუსთავი 2"-მა ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადააბრალა. სიჭინავამ უკვე მოახერხა, ლოჟის ბილეთები მიეყიდა „ვი-თი-ბი ბანკის" ხელმძღვანელისთვის და აზერბაიჯანის წარმომადგენლებისთვის. საბოლოო ჯამში, გაყიდული ადგილების შემოსავალმა 200 ათასი დოლარი შეადგინა. ფედერაციიდან გამოტანილი თითო ბილეთი შავ ბაზარზე 2 ათას ლარად იყიდება. ასე რომ, როგორც ჩანს, ამჯერად საქმე გვაქვს „ნაციონალურ" მაფიასთან. მეტიც, რამდენიმე თვეში ფედერაციაში უნდა ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნები, უკვე მოილაპარაკეს, რომ სიჭინავა წარადგენს რეზო არველაძის კანდიდატურას, ეცდება, მოძებნოს მომხრეები და მისი გაყვანის შემთხვევაში, ძველებურად გააგრძელებენ ფულის „კეთებას".


იმავე წყაროს თქმით, ქართველების ცოდვა ბადრი პატარკაციშვილის მეუღლის, ინა გუდავაძის კისერზეა, მან ჯერ კიდევ 2011 წლის დეკემბერში გაავრცელა განცხადება იმის თაობაზე, რომ თბილისის ცირკი ამოქმედდებოდა და დირექტორად ზვიად სიჭინავა დაინიშნებოდა. როგორც ჩანს, მოლაპარაკება ვერ შედგა, გამოცდილმა „ცირკაჩმა" ახალ თანამდებობაზე უარი თქვა და  სათავისოდ სწორადაც მოიქცა, იქ ამდენ ფულს ვერ გააკეთებდა.


სხვათა შორის, საფეხბურთო წრეებში ერთ ნამდვილ ანეკდოტს ჰყვებიან: სიჭინავას ფედერაციაში პრესკონფერენცია ჰქონია, ვიღაც ტიპი ამდგარა და უკითხავს - გეცნობიო? იმან - არაო. საიდან უნდა გეცნობოდე, ცირკში მე არ დავდივარ და სტადიონზე შენ არ მინახიხარო. 2013 წელს სიჭინავამ თავად აღიარა ერთ-ერთი ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში, თითქმის ყველა პროფესია „მოვიზომეო". თუ ყველა პროფესია ასე მოიზომა, როგორც ქართული ფეხბურთის შეფობა და ასეთი შედეგები აჩვენა, ყოჩაღ, ჯილდოდ იხვის ტოლმა ნამდვილად ეკუთვნის.


როგორც საქმეში ჩახედული ინკოგნიტო წყარო ამტკიცებს „ალიასთან", დღეს მინიმუმ, ათი კაცია დასაჭერი და გასაციმბირებელი ფეხბურთში დატრიალებული ამბების გამო:


„დომენტი დუროვას ცირკის დირექტორი იყო და იმასაც ამბობენ, ებრაელები გადააგდო რუსეთშიო. ეს კაცი ძალით გაათრიეს პრეზიდენტად, მიდიოდა ჩალიჩი ყველა დონეზე. ფაქტობრივად, არჩევნებში გამარჯვებული გიორგი ნემსაძე გააძევეს. სამწუხაროა, რომ ამის გამო არავინ დაისაჯა. ამ საქმეში ახალაიებიც იყვნენ ჩართულები და დავით კირკიტაძეც. სანამ სიჭინავას მოიყვანდნენ, 30 მილიონი დოლარი უმცროს ნოდარ ახალკაცს ჩააყარეს, მაგრამ რა გამოვიდა? მხოლოდ ფული აკეთეს ვიღაცებმა, ეს საქმეც გამოსაძიებელია".


რასაც ჩვენ ინკოგნიტო წყაროები გვიყვებიან, ამით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. გარდა იმისა, რომ ამ სფეროში მილიონებს ვყრით წლების განმავლობაში და ეს მილიონები სად მიდის, ღმერთმა არ იცის, ბილეთების გაყიდვის დროსაც იდგმება სპეციალურად სპექტაკლები, რათა ქაოსშიც ფული გაკეთდეს. ამასაც ნიჭი უნდა, მაგრამ ეს ნიჭი კანონით ისჯება.


„ალია" შეეცადა, აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი ფეხბურთის ფედერაციიდანაც მოეპოვებინა. როგორც ზვიად სიჭინავას პრესატაშემ ლაშა დვალიშვილმა გვითხრა, ასეთი საკითხები პრესსამსახურს ეხება და ოთარ გიორგაძესთან გადაგვამისამართა. პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ბატონი ოთარი დაგვპირდა, კომენტარს საღამოს 8 საათამდე გავაკეთებთო, მაგრამ ამის შემდეგ საერთოდ აღარ შეგვხმიანებია. ჩვენ მას ტექსტი გადავუგზავნეთ და პროფესიული ვალი ბოლომდე მოვიხადეთ. თუ კომენტარის გაკეთებას სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ინებებენ, ჩვენი მხრიდან არანაირი პრობლემა არ იქნება.


გელა ზედელაშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016