reportiori.ge - თინა ხიდაშელი: ეს არის პასუხი ჩვენს გამოწვევებზე და არა ის, რა გადაწყვეტილებებს იღებს რუსეთი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 07:59
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: ეს არის პასუხი ჩვენს გამოწვევებზე და არა ის, რა გადაწყვეტილებებს იღებს რუსეთი
27 ივლისი, 2015. 16:04


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს რუსეთის საზღვაო დოქტრინის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა, რომ  მისთვის, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრისთვის, რუსეთის სამხედრო დოქტრინაზე გაცილებით საინტერესოა, რა დოკუმენტს მიიღებს დეკემბრის მინისტერიალზე NATO.


 

დეტალურად ჯერ არ წამიკითხავს რუსეთის საზღვაო დოქტრინა, მაგრამ ყველაფერი გასაგებია. ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც დღეს ვხედავთ და რომელიც სამწუხაროდ, სავარაუდოდ, შემდეგი 10 წლის განმავლობაში გამოვა კრემლიდან, და მე არ მაქვს რუსეთთან დაკავშირებით ოპტიმისიტური პროგნოზი, ყველა დოკუმენტი, რომელიც გამოვა კრემლიდან, იქნება მსგავსი შინაარსის, ზოგიერთ ზღვაზე არ გაფართოების არდაშვების, ზოგი კი ჰაერში გაფართოების არ დაშვების შესახებ. მათი პოზიცია გასაგებია, მაგრამ ჩემთვის, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრისთვის, გაცილებით საინტერესოა, დეკემბრის მინისტერიალზე რა დოკუმენტს მიიღებს NATO. ეს არის პასუხი ჩვენს გამოწვევებზე და არა ის, რა გადაწყვეტილებებს იღებს რუსეთი", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.



მისი თქმით, რუსეთის მოქმედებები დღესდღეობით უკვე ძალიან მარტივად გათვლადი, განჭვრეტადი და პროგნოზირებადია.



ახლა ჩვენ გვჭირდება ასეთივე, ოღონდ ამ შემთხვევაში პოზიტიური დღის წესრიგი - გასაგები, ნათელი და ცალსახა ჩვენი პარტნიორებისგან. ეს არის ჩვენთვის საინტერესო, რაზეც ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ, თორემ გასაგებია, რომ რუსეთი არ აპირებს მეგობრობას", - განაცხადა ხიდაშელმა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016