reportiori.ge - "თქვენ მამა მომიკალით!" - ზურაბ ჟვანიას ვაჟმა, ბათუმში გია ბარამიძე სცემა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 08:55
პრეს-დაიჯესტი
"თქვენ მამა მომიკალით!" - ზურაბ ჟვანიას ვაჟმა, ბათუმში გია ბარამიძე სცემა
ავტორი:
30 ივლისი, 2015. 16:07


რა საუბარი შედგა დაპირისპირებამდე და რა უთხრა ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ ალიას"


სკანდალი ბათუმში... სანდო წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ბათუმში ზურა ჟვანიას ვაჟმა - ბესარიონმა, იგივე ბუსამ, გია ბარამიძეს განაჩენი გამოუტანა და სცემა. მაშ ასე, სკანდალის დეტალები, რა მოხდა ბათუმში?


გია ბარამიძე და ბუსა ჟვანია ბათუმის ერთ-ერთი სასტუმროს ჰოლში ერთმანეთს შემთხვევით შეხვედრიან, ბარამიძე ჟვანიას ვაჟთან მიდის და იწყებს საუბარს: „მე მამაშენის ყველაზე ერთგული მეგობარი ვიყავი, მისი სულის წინაშე მართალი ვარ, ჩემი გაზრდილი ხარ და მინდა ეს იცოდე, მამაშენისთვის არ მიღალატია"...


ბარამიძეს მონოლოგი უგრძელდება, ბუსა ჟვანია ცდილობს, ბარამიძე ძალიან ზრდილობიანად მოიცილოს თავიდან, ხმადაბლა და მოკრძალებით პასუხობს: საკმარისია, დაასრულე საუბარი... მაგრამ ბარამიძე ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ ბუსა დაარწმუნოს, რომ ვაჟკაცია და... ბარამიძის უნამუსობით გაცეცხლებული ბუსა ჟვანია, ამდენი უსამართლობის მოსმენის ფონზე, მდგომარეობიდან გამოდის და ბარამიძეს თავ-პირს უერთიანებს. ბუსა ჟვანიას ბარამიძისთვის თავში ისე ჩაურტყამს, რომ სისხლიც კი წამოსვლია. ბოლოს კი სულ პანჩურით გაუგდია ბუსას, შეძახილების ფონზე: „გეტყობათ ყველას, როგორი მეგობრებიც იყავით და როგორი მეგობრობაც გაუწიეთ მამაჩემს, არაკაცები ხართ და კიდევ ბედავთ, თავს იმართლებთ და შავზე მიმტკიცებთ, თეთრიაო. თქვენ მამა მომიკალით, თქვენი ცხოვრებით შეურაცხყოფთ მამაჩემის სულს, ყველამ იცოდეთ, არ გაპატიებთ და განაჩენსაც მე გამოგიტანთ!"


 ბუსა ჟვანია 8 წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა საეჭვო ვითარებაში, დღეს 20 წლის ბუსა ამერიკაში სწავლობს და წარმატებული სტუდენტია. გია ბარამიძეს, მართალია, კვლავ პატარა ბუსა ახსოვს, რომელიც მის ხელში გაიზარდა, მაგრამ ეს ის ბუსაა, რომელიც მამის მკვლელებსა და მოღალატეებს წირვას გამოუყვანს, ბარამიძემ უნდა იცოდეს, რომ ბუსა „დედიკოს ბიჭი" არ არის! გია ბარამიძისთვის ბუსას მოქნეული მუშტი და პანჩურები მოულოდნელი აღმოჩნდა, მას ხელის შებრუნებაც არ უცდია და თავის დაცვაზე ყოფილა გადასული, დასისხლიანებული ბარამიძე ძლივს გამოუგლეჯავთ ჟვანიას ხელიდან.


მეორე დღეს გამწარებული ბარამიძე ბუსა ჟვანიას მობილურ ტელეფონზე „ეს-ემ-ეს-ებს" უგზავნიდა: „...ეს რა გამიკეთე, ბუსა? მე რატომ? რატომ?"... „ნაციონალური მოძრაობის" წევრებისთვის ეს ამბავი მოულოდნელი აღმოჩნდა, მხოლოდ რამდენიმე ლიდერისთვის იყო ცნობილი ინციდენტის დეტალები, თუმცა მკაცრად ასაიდუმლოებენ ბარამიძის ცემატყეპას.


რამდენიმე დღეა გია ბარამიძე არსად არ ჩნდება, არც ნაცნობებს ეჩვენება და არც ეკრანზე ჩანს, ეტყობა, ჟვანიას თავში წამორტყმულს მისთვის უკვალოდ არ ჩაუვლია...


ინფორმაციის გადასამოწმებლად და დეტალების დასადგენად, „ალია" ბუსა ჟვანიას დედას, ქალბატონ ნინო ჟვანია-ქადაგიძეს დაუკავშირდა. მან ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ ინციდენტი ნამდვილად მოხდა, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა: „რაღაც მსგავსი მოხდა", - გვითხრა ქალბატონმა ნინომ და ტელეფონი გაგვითიშა.



ჩვენ, ასევე, დავუკავშირდით, „ნაციონალური მოძრაობის" ერთერთ ლიდერს, გია ბარამიძეს:


- ბატონო გია, მითხრეს, რომ თქვენსა და ზურაბ ჟვანიას შვილს შორის ინციდენტი მოხდა, ადასტურებთ?


- ამ საკითხზე კომენტარს არ ვაკეთებ.


- იქნებ დაგვიკონკრეტოთ, ეს ამბავი ბათუმის რომელ სასტუმროში მოხდა?


- თქვენ ვინ გითხრათ ამ ინციდენტის შესახებ?


- რა მნიშვნელობა აქვს? .. ადასტურებთ, რომ ჟვანიას შვილმა გცემათ?


- მე გითხარით, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ ვაკეთებ, გასაგებია?


„ალია" ზურაბ ჟვანიას მეგობრებსაც დაუკავშირდა. ჩვენთან საუბარში მათ დაადასტურეს ცემის ფაქტი და განაცხადეს: „ბუსა ჟვანიამ ნამდვილად სცემა ბარამიძე და ის, ყველა ჩვენგანზე ვაჟკაცი აღმოჩნდა!!!"...


არადა, გია, ხომ გეუბნებოდნენ, „ნუ ბლატაობ, შე ჩმოროო" და აჰა... იმდენი „იბლატავე", სანამ ბუსა ჟვანიას მუშტს არ გამოჰკარი ხელი, სანამ ხალხს არ ათქმევინე, დაგელოცოს მარჯვენა, ბუსა ჟვანია! და თუ გაინტერესებს, რატომ ხარ დღეში მინიმუმ სამჯერ საცემი, გეტყვი, რომ ერთი ლაჩარი სუბიექტი ხარ, მონობაში გადიდკაცებული, რომელმაც სინდის-ნამუსი გაასხვისა, მეგობრის სული გაყიდა, საფლავში ჩააწვინა და ეშმაკს შეეკრა... მიმიფურთხებია შენისთანა კაცებისთვის!

 

რატომ გცემა ბუსა ჟვანიამ? - ზურაბ ჟვანიას მკვლელობის გაფორმებისთვის"! ფაქტების ფალსიფიცირებისთვის და არაკაცობისთვის.


გოგლა ჟვანიას სკანდალურ განცხადებას შეგახსენებთ: `ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ინსცენირება მიხეილ სააკაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით, გიორგი ბარამიძის, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიერ განხორციელდა. სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი, სულ ცოტა, ხელს აფარებდნენ ზურაბ ჟვანიას მკვლელებს. უბედურების ადგილზე შეკრებილი იყო რამდენიმე ადამიანი, მათ შორის სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი, ბარამიძე და მსჯელობდნენ, რა ნივთები მიეტანათ იქ და სად დაელაგებინათ".


ასე რომ, ბარამიძე, სია, რის გამო უნდა იცემო, შენს ენაზე ბევრად გრძელია, ჟვანიადან, აფრასიძეების მკვლელობამდე, გვამებზე ირბინეთ შენ და შენმა გუნდმა, წინ კიდევ ბევრი სიურპრიზი გელის, - სადაც არ არის სამართალი, არ არის მშვიდობა, ის დროა შენი ფეხით მიდიოდე ციხეში და თუ ამ ბაირამობაზე უარს ამბობს, შურისძიებასაც აქვს თავის კანონი და ის თავად მოვა შენთან!

 

 

 

ნინო სამხარაძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016