reportiori.ge - პრეზიდენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტს ვეტო დაადო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:04
პოლიტიკა
პრეზიდენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტს ვეტო დაადო
31 ივლისი, 2015. 12:13


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაადო.



ჩვენი კრიტიკის საგანი იყო როგორც პროცესის ნაჩქარეობა, ასევე დეტალები, რაც იყო დაკავშირები კონსულტაციებთან, ასევე შინაარსი არსებული კანონპროექტისა. პირველ რიგში ჩვენყურადებას და კრიტიკას იწვევდა ის, რომ ჩვენ ვსაუბრობთ საკონსტიტუციო ინსტიტუტზე, ეროვნულ ბანკზე. ჩვენ ვსაუბრობთ ამ ინსტიტუტის ცვლილებაზე იმ მომენტში, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო ექსპერტიზის თვალსაზრისით იმსახურებს მაღალ შეფასებას. ხოლო არგუმენტები - რატომ უნდა შევცვალოთ, ნაკლებად ისმის", - განაცხადა გიორგი ამრგველაშვილმა.



„ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც ეროვნული ბანკისგან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასა და მის ცალკე სააგენტოდ ჩამოყალიბებას გულისხმობს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტისგან 22 ივლისს მიიღო. პრეზიდენტმა მოტივირებული შენიშვნების მომზადებისა და კონსულტაციებისთვის 10 კალენდარული დღე განსაზღვრა.



საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, მომზადდა მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი, რომელიც საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დარჩენას გულისხმობს. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016