ჟურნალისტი ირმა ინაშვილი Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებაში ჩამოყალიბებული აზრის შესახებ წერს. ინაშვილის თქმით, უკვე დამკვიდრდა ტერმინი „ნაც-ქოცები" რაც ნიშნავს, რომ თეთრი და შავი ერთ სახეს იძენს.
„მეორე დღეა სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები ერთი და იგივე შეკითხვას მისვამენ. აზრი ასეთია: ვუპირისპირდებოდით სააკაშვილის რეჟიმს. დავკარგეთ სამსახურიც, ქონებაც. გადავიტანეთ დევნა, რეპრესიები. ველოდით, რომ მოვიდოდა ახალი ხელისუფლება და დაფასდებოდა ეს ბრძოლა. ახლები კი, ისევ ძველი კადრების დაწინაურებით არიან დაკავებულნი. თანაც, კადრებს გააჩნია. რეჟიმის იდეოლოგები მიიწევენ წინ და წინ... რა არის ეს, რა მოვლენაა? კოჰაბიტაციის ნაირსახეობაა? ღალატია? ხალხის დაცინვაა? თუ ხაზს უსვამენ, რომ ქვეყანაში ადგილი არ აქვს პოლიტიკური ნიშნით შევიწროებას და „დემოკრატიის დემოკრატიაში" გადავედით ისე, რომ ვერაფრი გავიგეთ. ყველას, ვინც ამ ტიპის შეკითხვა დამისვა და სერიოზულად, თუ ხუმრობით იმას ნანობს, რომ რეჟიმთან არ იყო შეკრული, თორემ დააწინაურებდნენ, მარტივად ვპასუხობ: ეს ყოვლად აუხსნელი საკადრო პოლიტიკა ხელისუფლებას ძალიან ძვირად დაუჯდება. უკვე დამკვიდრდდა ტერმინი „ნაც-ქოცები", რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ (ხალხისთვის გაუგებარი გადაწყვეტილებების გამო) თეთრი და შავი ერთ სახეს იძენს. სახელმწიფომ ადამიანებს თავგანწირვის აზრი დაუკარგა. მომავალში (შესაძლო დიქტატურას, ტირანიას) 100- დან 80-ი არ დაუპირისპირდება... ეს ცუდი, ძალიან ცუდი მაგალითია სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის. ეს ნოყიერი ნიადაგია, ახალი ბოროტების აღმოსაცენებლად, რომელიც (ღმერთმა არ ჰქნას, მოვა) და რომელსაც (ღმერთმა არ ჰქნას) ყველა შეეგუება",-წერს ირმა ინაშვილი.