reportiori.ge - ირმა ინაშვილი: მოსამზადებელია საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც საჯარო პირებს ე.წ. შავი პიარისგან დაიცავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:13
საზოგადოება
ირმა ინაშვილი: მოსამზადებელია საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც საჯარო პირებს ე.წ. შავი პიარისგან დაიცავს
01 აგვისტო, 2015. 11:32


ჟურნალისტი ირმა ინაშვილი facebook-ზე  პოსტს აქვეყნებს, სადაც რესპუბლიკური პარტიის  წევრების მიმართ გამოთქმულ უსაფუძვლო ბრალდებებზე წერს. ინაშვილის თქმით, აუცილებელია, მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საჯარო მოხელეებს შავი პიარისან დაიცავს.



რესპუბლიკური პარტიის ადვოკატად არ გამოვდგები, მაგრამ ეს რესპუბლიკურ პარტიას არ ეხება. სიმართლეს ეხება. ვერც ერთი გავლენიანი, სერიოზული ჟურნალისტი ან არხი, ან გამოცემა ვერ ადასტურებს, რომ თინა ხიდაშელმა უპატივცემულოდ მიმართა გმირი ჯარისკაცების დედებს. ვეძებ მთელი დღეა და ასეთი დადასტურება ვერ ვნახე. მეტიც, გამოდის, რომ ადამიანს ყველა ლაფს ასხამს იმის გამო, რაც არ გაუკეთებია და რაც არ უთქვამს. ზნეობას ნუ დავკარგავთ. სირცხვილია!!! რაც შეეხება ე.წ. საიტებს, რომლებიც სოკოებივით ამოიზარდა, მათ 99%-არაფერი აქვს საერთო პატიოსან ჟურნალისტიკასთან. ვფიქრობ, მოსამზადებელია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ე.წ. შავი პიარისგან დაიცავს საჯარო პირებს და ამავდროულად, დაიცავს ჭეშმარიტი მედიის ღირსებას",- წერს ინაშვილი. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016