ირაკლი ღარიბაშვილმა სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრად კახა კახიშვილი დანიშნა. პრემიერის თქმით, კახიშვილს საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს, იგი გამოირჩევა განათლებით, წესიერებით და ძალიან კარგად იცნობს სისტემას.
„კახა კახიშვილი ასევე გახლავთ ორი შვილის მამა, გამოირჩევა წესიერებით, განათლებით, პროფესიით არის იურისტი. მას საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს, აქვს ძალიან დიდი გამოცდილება როგორც სახელმწიფო სამსახურში მუშაობის, ასევე, არასამთავრობო სექტორში. ბატონი კახა მუშაობდა შს სამინისტროში, ასევე პროკურატურაში, იუსტიციის სამინისტროში და მას ყველა ძალიან კარგად ახასიათებს. ბატონმა კახამ თავი დაიმკვიდრა, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა და ობიექტურმა ექსპერტმა. 2014 წლის ოქტომბრიდან უკვე სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილე გახდა.
მინისტრად დანიშვნა არის მკაფიო გზავნილი ყველასთვის, რომ სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა კიდევ უფრო გაიზრდება, ეს სისტემა კიდევ უფრო ღია და გამჭვირვალე გახდება ყველასთვის",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.