შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ყოფილ თანმშრომლებს გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის ახალი თანამდებობა დიდი გამოწვევა და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა.
„ალბათ, ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის აწმყო, მომავალი მნიშვნელოვან წილად დაკავშირებულია ამ სისტემის გამართულად ფუნქციონირებასთან. მერქვას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ჩემთვის არის დიდი გამოწვევა და უზარმაზარი პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის წინაშე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ბატონო პრემიერ-მინისტრო. ვსარგებლობ შემთხვევით და დიდ მადლობას ვუხდი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ყველა თანამშრომელს, რომლებიც დღედაღამ ჩემს გვერდით იდგნენ და მეხმარებოდნენ იმ ძირეული რეფორმების განხორციელებაში, რაც ჩვენ ამ სისტემაში განვახორციელეთ. დიდი მადლობა მათ, დიდი მადლობა ბატონ კახას. ვუსურვებ წარმატებებს, დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი კახა ღირსეულად განახორციელებს დარჩენილ პროექტებს", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.