reportiori.ge - ირაკლი ღლონტი: კახა კახიშვილმა ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს, იყო საჯარო მოხელე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:08
პოლიტიკა
ირაკლი ღლონტი: კახა კახიშვილმა ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს, იყო საჯარო მოხელე
01 აგვისტო, 2015. 16:16


რეფორმატორების" ლიდერი ირაკლი ღლონტი კახი კახიშვილს მინისტრის პოსტის დაკავებას უცლოცავს და აღნიშნავს, რომ მას აქვს მენეჯერობისა და ოპოზიციასთან ჯეროვნად თანამშრომლობოს უნარი. ირაკლი ღლონტი შინაგან საქმეთა მინისტრად გიორგი მღებრიშვილის კანდიდატურასაც მიესალმება, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილს ეკონომიკური გუნდის განახლებისკენ მოუწოდებს.



მსურს, კახი კახიშვილს მივულოცო მინისტრად დანიშვნა. მიმაჩნია, რომ კახიმ ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს, იყო საჯარო მოხელე. ის კარგად იცნობს მოქალაქის ინსტიტუტს და აქვს მენეჯერობისა და ოპიზიციასთან ჯეროვანი თანამშრომლობის უნარი.

 

წარმატებებს ვუსურვებ შს ახალ მინისტრს, რომელმაც თავი დაგვამახსოვრა 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულ ოჯახში პირადი პასუხისმგებლობით პატიმრის (დაზარალებული მცირეწლოვანის მამა) მიყვანით. მართალია, მე ვგულშემატკივრობდი არჩილ თალაკვაძის კანდიდატურას, თუმცა, ამ ეტაპზე მღებრიშვილის კანდიდატურის საწინააღმდეგო პოზიცია არ გამაჩნია.

 

საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე წარმატებებს ვუსურვებ ორივე მინისტრს.

 

მინდა, პრემიერ-მინისტრს მოვუწოდო, რომ იმსჯელოს მთავრობის ე.წ. ეკონომიკური გუნდის განახლებისთვის", - აცხადებს ღლონტი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016